ფრენკ დე იონგი საკუთარ თამაშს აკვირდება

  • 13-08-2019, 09:13
  • ფრენკ დე იონგი  საკუთარ თამაშს აკვირდება

    როდესაც თქვენ ფიქრობთ პეპ გვარდიოლაზე, წარმოიდგენთ მას თუ როგორ უყურებს განვლილი თამაშების ვიდეოებს ასისტენტთან ერთად. "მაჩესტერ სიტის" ამჟამინდელ მწვრთნელს "ბარსელონაში" დიდ პატივს სცემენ. ფეხბურთელების მხრიდან განსაკუთრებით დაფასებულია მისი მუშაობის სტილი და მეთოდები. სწორედ ამ გზით მოახერხა "ბლაუგრანასა" და სხვა კლუბებში წარმატების მიღწევა.

    როგორც ჩანს, პეპის გზას "ბარსელონას" ახალწვეული ფრენკ დე იონგი ადგას, რომელიც საკუთარი პროფესიონალიზმით თანაგუნდელთა განცვიფრებას აგრძელებს. როცა დე იონგი გამპერის თასის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, მან აღნიშნა, რომ ეს არ დაუმსახურებია. ჰოლანდიელი ყველა მცირე დეტალს აკვირდება და გაუმჯობესებას ცდილობს.

    ამერიკული ტურნედან დაბრუნებისას თვითმფრინავში დე იონგი, გვარდიოლას მსგავსად, "ნაპოლისთან" შეხვედრის სახიფათო მომენტებს უყურებდა. აშკარაა, რომ სურდა ენახა საკუთარი თამაში, შეეფასებინა და ხარვეზებიც აღმოეჩინა. გასაკვირი არ არის, რომ ერნესტო ვალვერდე უკვე იქცა ჰოლანდიელის დიდ გულშემატკივრად.


    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    4 - 13 აგვისტო 2019 23:18

    ნუ არ ვიცი რა უმაღლესი დონის დადება შეუძლიამ ამ ბიჭს

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    3 - 13 აგვისტო 2019 12:52

    ციტატა: Barca1980
    დე იონგს გაუმართლა , რომ ბარსელომას გაზრდილი არ არის , თორემ იჯარით გაშვება არ ასცდებოდა სადმე . ისე , ამათ იჯარა ისე უყვართ , ბართოლომეო მცირე , საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი მგონია . ისე , ერთ დღეს კამპ-ნოუს მოედანიც არ გასცეს იარით , ორი თვე მაინც არ ვთამაშობთ , რამეს მოიყვანდა კაცი .

    ხო და პუჩს ესე დაკარგავენ ეს დებილები.... როგორ მენანებ ეს ბიჭი სასმე გასაშვებად, ტიპი იმენა ისეა სტადიონზე როგორც თევზი წყალში, ხედვა სისწრაფე პასი გამბედაობა რავიცი ველფერი აქვს... და ეს დებილები დადგებიან დანიჯარით გაუშვებენ....

    2
    --------------------
    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......
    გასულია

    2 - 13 აგვისტო 2019 09:50

    საოცარი ბიჭი გვყავს 👏

    5
    გასულია

    1 - 13 აგვისტო 2019 09:24

    დე იონგს გაუმართლა , რომ ბარსელომას გაზრდილი არ არის , თორემ იჯარით გაშვება არ ასცდებოდა სადმე . ისე , ამათ იჯარა ისე უყვართ , ბართოლომეო მცირე , საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი მგონია . ისე , ერთ დღეს კამპ-ნოუს მოედანიც არ გასცეს იარით , ორი თვე მაინც არ ვთამაშობთ , რამეს მოიყვანდა კაცი .

    12

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი