RAC1: ნეიმარის ყოფილი ადვოკატის "ბარსელონას" ოფისში სტუმრობის მიზეზი ცნობილია

  • 12-08-2019, 18:34
  • RAC1: ნეიმარის ყოფილი ადვოკატის "ბარსელონას" ოფისში სტუმრობის მიზეზი ცნობილია

    დღეს დილით, "ბარსელონას" ოფისს ცნობილი ესპანელი ადვოკატი ხუან დე დიოს კრესპო ეწვია.

    ეს ის ადვოკატია, რომელიც 2 წლის წინ, ნეიმარის "ბარსელონადან" გამოსყიდვაში მონაწილეობდა. ბუნებრივია, დღევანდელი ვიზიტი ნეიმარის კატალონიურ კლუბში შესაძლო დაბრუნებას დაუკავშირეს. კრესპომ ეს ინფორმაცია მალევე უარყო.

    სურათებზე ჩანს, რომ კრესპოს თან არიედო ბრაიდა ახლავს. იტალიელი "ბარსელონას" საერთაშორისო მრჩეველია სკაუტინგში.

    RAC1-ის ცნობით, ხუან დე დიოს კრესპოს "ბარსელონას" ოფისში ვიზიტის მიზეზი სწორედ ბრაიდაა. საქმე ისაა, რომ კატალონიური კლუბი ბრაიდასთან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს და შეხვედრა სწორედ ამ მიზნით შედგა.

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    3 - 12 აგვისტო 2019 22:35

    ამის ტრანსფერით უკვე ტვინი მოი***ა ერთხელ გაა***ს რა მართლა

    0
    გასულია

    2 - 12 აგვისტო 2019 18:51

    ჩავჯ.ი შიგ

    დამღალეს უკვე

    2
    გასულია

    1 - 12 აგვისტო 2019 18:51

    ესეიგი არა გადაწყვეტილი სად გადავა ბიჭებო ჩემი აზრით რეალშI წავა რადგან პსჟს ურჩევნია ნეიმარი მიყიდოს რეალს რადგან მერე მბაპეზე ფინანსები არ ექნება რეალსო რაღAც მასეთ ვფიქრობ

    1

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი