ვალვერდეს მინიშნება - კოუტინიო და ვიდალი მიდიან?

  • 12-08-2019, 18:54
  • ვალვერდეს მინიშნება - კოუტინიო და ვიდალი მიდიან?

    "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე, "ნაპოლისთან" გამართული თამაშის (4:0) შემდეგ, საინტერესო განცხადებას აკეთებს.

    "კოუტინიო და ვიდალი? კოპა ამერიკის გამო ისინი გვიან შემოგვიერთდნენ და ფორმაში ჩადგომა სჭირდებათ. წინა წელს, კოუტინიო და და ვიდალი გუნდის მნიშვნელოვანი წევრები იყვნენ, მაგრამ ახლა კონკურენცია გაიზარდა და მათ სათამაშო დროის მისაღებად ბრძოლა მოუწევთ." - ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს Calciomercato.

    ვალვერდემ, ცოტა ხნის წინ, მსგავსი განცხადება ივან რაკიტიჩთან დაკავშირებითაც გააკეთა.

    გავრცელებული ინფორმაციით, ფილიპე კოუტინიომ კარიერა, შესაძლოა, "პარი სენ-ჟერმენში" განაგრძოს, არტურო ვიდალს კი მილანის "ინტერი" იწვევს.

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    12 აგვისტო 2019 23:13

    რაკიტიჩი და კოუტინიო უნდა გაუშვან

    0
    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=yMkJht0GxOs

    http://www.youtube.com/watch?v=pk1DQBruwnQ

    FC Barcelona - The Guardiola System 2008-2012

    Samuel Eto'o: Madrid Cabron Saluda El Campeon
    გასულია

    12 აგვისტო 2019 21:19

    ციტატა: azulgerana
    რაკიტიჩი მიდის ამ წამს დაწერა გუგელმა

    სად მიდის

    0
    გასულია

    12 აგვისტო 2019 20:44

    ვიდალის ნაირი მებრძოლი ხალხი გვჭირდება ამ მომენტში ეგეთი ბარსელონაში არავინაა. ტიპი შემოვა და სულს და გულს დებს მოედანზე რამდენი წუთიც არ უნდა გაატაროს. კოუსკიდე რა ჭირი ჭირს ვერ გავიგე ნაკრებში ისეთს იზამს კაცი გაკვირვებისგან გაგიჟდება.

    4
    --------------------
    graceas pep
    გასულია

    12 აგვისტო 2019 20:38

    ამ ხალხს რო უშვებთ ზამენაზე ვის ტოვებთ???

    5
    გასულია

    12 აგვისტო 2019 20:34

    მოდით დავფიქრდეთ:
    ნახ.დაცვა გასაწმენდია.ბუსკეცი,დე იონგი,არტური-ესენი ხელშეუხებლები არიან.სერხი რობერტოსნაირი უნივერსალი გუნდში ყოველთვის საჭიროა პლიუს ლა მასიელი და მეოთხე კაპიტანია.ალენია ახალგაზრდაა და პოტენციალი აქვს.დაგვრჩნენ რაკიტიჩი,ვიდალი და კოუტინიო.
    რაკიტიჩი-კაცი რომელსაც კარგი დარტყმა აქვს.მაგრამ არ აქვს დრიბლინგი,ნელია,ვერ აპრესინგებს და როცა აპრესინგებენ ბურთს კარგავს.ხაზებს შორის პასებსაც იშვიათად აკეთებს.ასაკშია
    კოუტინიო-ფეხბურთელი რომლის ადგილიც ჩემი აზრით ბარსაში არაა.ვინგერზე ვერ ივარგა ეს ფაქტია.იდეალურად ჯდება 4-2-3-1ფორმაციაში ცენტრფორვარდის უკან მაგრამ 4-3-3ში ვერა.ვერც 4-4-2ში.თან მის თამაშს ან არტური ეწირება ან დემბელე.ორი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელი.კარგად გაიყიდება.
    ვიდალი-ენერგოვამპირი,მებრძოლი,დაუღალავი.კაცი რომელიც შევა სკამიდან და სულსა და გულს დადებს თამაშში.ლივერპულთან ერთი ეს იყო და მეორე მესი რომლებიც თამაშობდნენ ფეხბურთს.გაიყვანა ვალვერდემ და იქ დაგვერხა.ასაკში კია მაგრამ შეიძლება 1წლით დატოვება.ზემოთხსენებულ ორზეც ნაკლებად გაიყიდება როცა არაა გასაყიდი

    8
    გასულია

    12 აგვისტო 2019 20:21

    გუნდში ერთი ვიდალისნაირი უნდა იყოს, თავში ტვინი თუ აქვთ არ უნდა გაუშვან, რახან იყიდეს ესეიგი საჭირო იყო და 1 წელში არ უნდა გაუშვან. კოუ გაუშვან თუ უნდათ ოღონდ თუ ნეიმარი მოვა. თუ არადა იყოს უკეთესი სკამი გვეყოლება.

    1
    გასულია

    12 აგვისტო 2019 20:06

    ვიდალს ხელი არ დაედოს ის მძორი რაკიტიჩი რო გვიგდია გუნდში ის გაყიდეთ მარტო ვიდალის მებრძოლი სული მირჩევნია მაგ მძორის მთელს კარიერას

    11
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    12 აგვისტო 2019 19:40

    რაკიტიჩი მიდის ამ წამს დაწერა გუგელმა

    6
    --------------------
    ღადობარსა :)))

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied