ტუხელი: პსჟ-ს, ნეიმარსა და სხვა კლუბს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს

  • 12-08-2019, 12:15
  • ტუხელი: პსჟ-ს, ნეიმარსა და სხვა კლუბს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს

    "პარი სენ-ჟერმენის" მთავარი მწვრთნელი, თომას ტუხელი ადასტურებს, რომ უახლოეს დროში ნეიმარმა პარიზული კლუბი, შესაძლოა, დატოვოს.

    "ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ და ვეძებოთ გამოსავალი, თუ როგორ ვითამაშოთ ნეიმარის გარეშე. შეუძლებელია სხვა ფეხბურთელის პოვნა, რომელის მას ჰგავს და მოედანზე იგივეს აკეთებს, რასაც ის. ჩვენ არ შეგვიძლია მისი დაკარგვა და იგივეს პოვნა.

    პსჟ-ს, ნეიმარსა და სხვა კლუბს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ მეტის თქმა არ შემიძლია. მე მომწონს ნეიმარი. მინდა, რომ ის გუნდში დარჩეს, მბაპესთან და სხვა ყველასთან ერთად ითამაშოს. თუ ის წავა, შესაძლოა, ვერც დავიძინო.

    არ მაქვს არც კარგი და არც ცუდი სიახლეები. სატრანსფერო ბაზარი ჯერ კიდევ ღიაა. ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ და გვესმოდეს, რომ, შესაძლოა, ნეიმარი დავკარგოთ." - ციტირებს ტუხელის სიტყვებს Marca.

    როგორც მოგეხსენებათ, ბრაზილიელის ტრანსფერის მთავარი კანდიდატები "ბარსელონა" და "რეალი" არიან. თავად ნეიმარს "ბარსელონაში" დაბრუნება უნდა, "პარი სენ-ჟერმენი" კი საპირისპირო აზრზეა და მისი გაყიდვა "რეალში" ურჩევნია.

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Bakero Culé [?]

    12 აგვისტო 2019 14:54

    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    ციტატა: De jong21
    ამ ოთხთვალამ ნეი კოუს +50 ლიმონად თუ იყდა მერე ნახეთ თქვენ მესი სუა(გრიზი )ნეი რო შეუტევენ

    ნეიმარი-სუარესი-მესსი
    არტური-ბუსკესი-ფრენკი
    ალბა-უმტიტი-პიკე-სემედო
    ----ტერ შტეგენი-----

    მაგ შემთხვევაში გრიზს შემტევ ნახ ნცველად დავაყენებდი, თუ არტური ფიზიკურად გაქაჩავდა ჩემი ფავორიტი ცენტრი ამ სეზონში ასეთი იქნებოდა გრიზი დეიონგი არტური.... ფრანგის სკამზე დასმა საცოდაობა იქნებოდა

    თუ ნეიმარი მოვიდა ულაპარაკოდ ორი საყრდენით უნდა ვითამაშოთ გრიზმანი კოუტინიო არ არის დაცვით ფუნქციებში ამდენი ხანი ატლეტიკოში იყო სიმეონესთან ! არტური ადრე ჩამოვიდა და სპეციალურად ვარჯიშობს ფიზიკური კონდიციების მოსამატებლად მაგან იცის რაც სჭირდება და გამკეთებელია კიდევაც

    0
    გასულია
    Don_Andresito [?]

    12 აგვისტო 2019 14:09

    ციტატა: barcachampion
    ნეიმარი ბარსელონას უახლოვდება, ბარსელონა პსჟს 100 მილიონს და კოუტინიოს სთავაზობს მაგრამ პსჟს კოუტინიო და 130 მილიონი უნდა.

    კლუბები შეთანხმებასთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილან!

    [RMC] [MARCA]

    იქნებ რაკიტიჩიც მიასაღონ

    1
    გასულია
    Geroge Jussie წევრი [?]

    12 აგვისტო 2019 13:51

    ციტატა: Magician
    დემბელეზე უნიჭო როგორ უნდა თქვა :/

    უყურე თამაშებს და შენც იტყვი))

    3
    გასულია
    barcachampion Culé [?]

    12 აგვისტო 2019 13:35

    ნეიმარი ბარსელონას უახლოვდება, ბარსელონა პსჟს 100 მილიონს და კოუტინიოს სთავაზობს მაგრამ პსჟს კოუტინიო და 130 მილიონი უნდა.

    კლუბები შეთანხმებასთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილან!

    [RMC] [MARCA]

    7
    გასულია
    ლაშა წევრი [?]

    12 აგვისტო 2019 13:17

    დღეს არტურის დაბადების დღეა 23 წლის გახდა რატომ არ დებენ სტატიას?

    1
    გასულია
    cruyff9 ფანი [?]

    12 აგვისტო 2019 13:04

    ციტატა: JABSONA1710
    ჩემი აზრით ნეიმარი რეალში გადავა ეს იყო მისი გათვლა როდესაც მან ბარსა დატოვა მას თვითონვე უნდა რეალში თამაში,უბრალოდ იძახის რომ ბარსაში უნდა,ეს ჩემი აზრია,

    ოკ))))))

    1
    გასულია
    Magician Culé [?]

    12 აგვისტო 2019 13:02

    დემბელეზე უნიჭო როგორ უნდა თქვა :/

    7
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    გასულია
    De jong21 წევრი [?]

    12 აგვისტო 2019 12:38

    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    ციტატა: De jong21
    ამ ოთხთვალამ ნეი კოუს +50 ლიმონად თუ იყდა მერე ნახეთ თქვენ მესი სუა(გრიზი )ნეი რო შეუტევენ

    ნეიმარი-სუარესი-მესსი
    არტური-ბუსკესი-ფრენკი
    ალბა-უმტიტი-პიკე-სემედო
    ----ტერ შტეგენი-----

    მაგ შემთხვევაში გრიზს შემტევ ნახ ნცველად დავაყენებდი, თუ არტური ფიზიკურად გაქაჩავდა ჩემი ფავორიტი ცენტრი ამ სეზონში ასეთი იქნებოდა გრიზი დეიონგი არტური.... ფრანგის სკამზე დასმა საცოდაობა იქნებოდა

    შეიძლება რათქმა უნდა მარა გოჭი ვერ გაქაჩავს ბუსის გარეშე

    1
    გასულია
    რაღაცნაირი Culé [?]

    12 აგვისტო 2019 12:28

    რათქმაუნდა უზომოდ გაძლიერდებით,მაგრამ საინტერესოა ვალვერდეს აქვს თუ არა იდეა რა უნდა უყოს დემბელეს გრიზმანს ნეიმარს სუარესს და მესის... გრიზმანს მესის დს სუარესს ვერ დასვამს სკამზე მე ასე მგონია
    ტერ შტეგენი
    სემედუ პიკე უმტიტი ალბა
    ბუსკეცი დე იონგი
    გრიზმანი
    მესი. სუარესი. ნეიმარი

    აეს ვარიანტია ,მაგრამ ვფიქრობ შეტევა ის ასპექტი იყო სადაც ყველაზე ნაკლებად სჭირდებოდა ბარსას გაძლიერება და რავი ცოტა სარისკო ფორმაციაა და არმგონია ვალვერდემ ასეთი შემტევი გუნდი ჩამოაყალიბოს...

    6
    გასულია
    JABSONA1710 წევრი [?]

    12 აგვისტო 2019 12:27

    ჩემი აზრით ნეიმარი რეალში გადავა ეს იყო მისი გათვლა როდესაც მან ბარსა დატოვა მას თვითონვე უნდა რეალში თამაში,უბრალოდ იძახის რომ ბარსაში უნდა,ეს ჩემი აზრია,

    11
    გასულია
    De jong21 წევრი [?]

    12 აგვისტო 2019 12:21

    ამ ოთხთვალამ ნეი კოუს +50 ლიმონად თუ იყდა მერე ნახეთ თქვენ მესი სუა(გრიზი )ნეი რო შეუტევენ

    ნეიმარი-სუარესი-მესსი
    არტური-ბუსკესი-ფრენკი
    ალბა-უმტიტი-პიკე-სემედო
    ----ტერ შტეგენი-----

    2

    პარტნიორები

    Flashscore.ge