პსჟ-ს ქომაგებმა ნეიმარს გასასვლელისკენ მიუთითეს

პსჟ-ს ქომაგებმა ნეიმარს გასასვლელისკენ მიუთითეს

ნეიმარის მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ყველაზე განხილვად თემად იქცა მას შემდეგ, რაც ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ ფრანგული კლუბის დატოვება სურს.

"ბარსელონა" და "პარი სენ-ჟერმენი" ნეიმარის საგის მთავარი მოქმედი პირები იყვნენ, ახლა კი სცენაზე "რეალიც" გამოჩნდა. ერთადერთი მხარე, რომელიც არ აფიქსირებდა მკაფიო პოზიციას, ფრანგული კლუბის ქომაგები იყვნენ. თუმცაღა მათი გზავნილი ლიგა 1-ის გახსნით მატჩში "ნიმთან" არ შეიძლებოდა უფრო ცხადი ყოფილიყო. ეს იყო დასტური იმისა, რომ ქომაგებს ბრაზილიელის წასვლა უნდათ.

Sporte Interativo-ს ინფორმაციით, იყო ნეიმარზე თავდასხმის მცედლობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე, ტრიბუნებზე გამოფენილი იყო ბანერები, რომლებიც ფანების აშკარა უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავდა ბრაზილიელისადმი.

ერთ-ერთ ბანერზე ეწერა "გაეთრიე აქედან", მეორეზე კი "ბ**ის შვილო"

აშკარაა, რომ პსჟ-ს ქომაგები იმედგაცრუებულნი არიან ნეიმარის საქციელით. მით უმეტეს მაშინ, როცა ამ ორი წლის განმავლობაში ფეხბურთელი მათი კერპი იყო.

ნეიმარმა ლიგა 1-ის გახსნით შეხვედრაში მონაწილეობა ტრავმიდან სრული გამოუჯანმრთელებლობის გამო ვერ მიიღო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 12 აგვისტო 2019 15:05
    0
    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    ციტატა: Magician
    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    მოდი ნეი შენ გვჭირდები ყველაზე მეტად ახლა და მონსტრი გუნდი ვიქნებით... სლემბელე შეტენეთ პსჟ ს და ვაფშე მაგარი იქნება

    ვერაფრით ვერ ვხვდები, დემბელეს რატომ აკრიტიკებ. ერთი არგუმენტი მითხარი, ნორმალური ოღონდ.

    სირბილის გარდა არაფერი არაქვს, პასი არიცის, მოედნის ხედვა არაქვს, ბურთის მიღება და დამაშუავება არაქვს, ინტელექტი და აზროვნება არ გააჩნია, გადაწყვეტილების მიღება უჭირს, ხშირ შემთხვევაში არასწორ გადაწყვეტილებას იღებს, ბურთს უაზროდ კარგავს, დრიბლინგს ვერ აკეთებს თუ კალიდორი არექნა და ბურთი არგაიგდო, ფეხებში ებლანდება ბურთი, პაცების გარდა არაფერი შეუძლია, ფანტაზია არაქვს, ნეიმარის თამაში უფრო სანახაობრივია თუ სლემბელეს ფაფხურიი? ტიპები აქ მესის ადარებენ, მაგალითები მოყავდათ მესიც კარგავდა ბურთსო არადა ამის ასაკში ლეოს ოქროს ბურთები ელაფა სახლში, 18 წლის მმესი 10 ჯერ ჯობდა 22 წლის სლემბელეს ეგ საერთოდ თავში აზრად როგორ უნდა მოგივიდეს... თუ ნეიმარი მოვა სლემბელეს არგავარტყიი?

    მე არ ვიცი, ვინ ადარებდა მესის, მაგრამ მოდი, ასე ვთქვათ, ნეიმარსაც აქვს თავისი მინუსები. ტრავმიანობისადმი მიდრეკილია (ტრავმას თუ იღებს, თითქმის სეზონი უცდება) და რისკია. დემბელესა და ნეიმარის ასაკში დიდი სხვაობა არის. არ დაგავიწყდეს, რომ წინა სეზონი და იმის წინაც გაუცდა.
    დემბელეს შემოსვლისთანავე თამაშის ტემპი ჩქარდება.
    არ ვამბობ, რომ ნეიმარი არ არის მოსაყვანი, მაგრამ დემბელეს ხარჯზე ნამდვილად არა.
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 12 აგვისტო 2019 14:31
    0
    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    მოდი ნეი შენ გვჭირდები ყველაზე მეტად ახლა და მონსტრი გუნდი ვიქნებით... სლემბელე შეტენეთ პსჟ ს და ვაფშე მაგარი იქნება

    ვერაფრით ვერ ვხვდები, დემბელეს რატომ აკრიტიკებ. ერთი არგუმენტი მითხარი, ნორმალური ოღონდ.
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    M S N G
    სტუმარი [?]
    #4 12 აგვისტო 2019 14:01
    1
    ციტატა: JasoN
    მეტის ღირსია!!! ჯერ რეალში გადავიდეს მერე ნახეთ თქვენ მაგისი ლანძგვა გინება ))))

    ბანერი და პსჟს ქომაგები ტკბილი სიზმარივით იქნება მისთვის ისეთი რამეები მოუვა/
    მარა მჯერა და დარწმუნებული ვარ მესის და სუას არ უღალატებს და დაბრუნდებბა თავის ძმებთან სახლში
    bale star 11
    სტუმარი [?]
    #3 12 აგვისტო 2019 13:48
    0
    ბიჭებო ნეიმარის რეალში გადასვლაზე ან ბარსაში არის რამე სტატიები
    Culé [?]
    #2 12 აგვისტო 2019 13:47
    10
    მოდით ხალხნო ლოგიკურად ვიმსჯელოთ. ახლა სპორტზე დაიდო რომ ბარსამ ნეიმარს ულტიმატუმი წაუყენა რომ ნეიმარმა ღიად უნდა დააფიქსიროს რომ მხოლოდ ბარსასი უნდა გადასვლა რითაც პსჟ საც იძულებულს გახდის რომ შეწყვიტოს პროვოკაციები. აბსოლიტურად ვეთანხმები ბარსას იმიტომ რომ ნეიმარს ეს ადრეც უნდა გაეკეტებინა. როგორც აღმოჩნდა რეალი ჯერ კიდევ მარტში დაკავსირებია ნეიმარს. ბარსას გარანტიები ჭირდება რომ ეს არ იყო ერთი დიდი თამაში. თუ ამის მერეც ბარსა მაინც არ იყიდის ნეიმარს მაშინ ბარსას მორალური უფლება არ ექნება ნეიმარის რეალსი წასვლა გააპროტესტოს. მაგრამ პირველი ნაბიჯი ჯერ ნეიმარმა უნდა გადადგას რომ ნდობა საბოლოოდ აღიდგინოს.

    პლიუს კიდევ ერთხელ დავაფასე დემბელე არის თუ არ არის ნეიმარის დონე არ აქ ამას მნიშვნელობა. დემბელე ნამდვილი ბარსელონელივით მოიქცა რასაც ჯერ ნეიმარისგან ვერ ვხედავ
    Culé [?]
    #1 12 აგვისტო 2019 13:42
    4
    მეტის ღირსია!!! ჯერ რეალში გადავიდეს მერე ნახეთ თქვენ მაგისი ლანძგვა გინება ))))