საერთაშორისო ჩემპიონთა თასი "ბარსელონას" დაბრუნებას ელის

საერთაშორისო ჩემპიონთა თასი "ბარსელონას" დაბრუნებას ელის

"ბარსელონა" საერთაშორისო ჩემპიიონთა თასის ტურნირზე რეგულარულად ასპარეზობდა მისი დაარსების დღიდან. უშუალოდ შეჯიბრი კი პრესეზონური ტურნირის ხასიათს ატარებს, რომელიც 2013 წლიდან ევროპაში, აზიასა და ამერიკაში იმართება.

წლევანდელ შეჯიბრში "ბლაუგრანამ" მონაწილეობა ვერ მიიღო, რადგან მას ჰქონდა კონტრაქტით გათვალისწინებული შეხვედრა "ვისელ კობესა" და "ჩელსის" წინააღმდეგ, ასევე, 2-მატჩიანი დუელი ნაპოლისთან. 2019 წლის საერთაშორისო ჩემპიონთა თასს პრემიერ ლიგის გამარჯვებული "მანჩესტერ სიტი" და ჩემიონთა ლიგის ტრიუმფატორი "ლივერპული" დააკლდნენ. მიუხედავად ამისა, ორგანიზატორები თვლიან, რომ ტურნირს მნიშვნელობა არ დაუკარგავს.

"ტურნირს მნშიშვნელობა ნამდვილად არ დაუკარგავს. ეს სამი გუნდი, შესაძლოა, შემდეგ წელს ისევ იყვნენ ჩემპიონატზე და ამისთვის მათთან მოლაპარაკებას გავაგრძელებთ. მაგალითად, "მანჩესტერ სიტი" ქალთა საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე იასპარეზებს. "ბარსელონას" კი სავალდებულო აზიური ტურნე ჰქონდა."

გასული წლებისგან განსვავებით, 2019 წელს ტურნირზე 12 კლუბი მონაწილეობდა, როომელთაც სულ 18 შეხვედრა ჩაატარეს. აქედან 10 მატჩი ამერიკაში, 4 აზიაში, 4 კი ევროპაში გაიმართა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.