"დიდი სახლი" "ბარსელონას" დასახვედრად მზადაა

"დიდი სახლი" "ბარსელონას" დასახვედრად მზადაა

"ბარსელონა" ამერიკული ტურნეს ბოლო მატჩს მიჩიგანში "ნაპოლის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა შედგება დასავლეთ ნახევარსფეროს უდიდეს სტადიონზე, რომლის ტევადობა 107 601 კაცია. მიჩიგანის სტადიონი ამავე ქალაქის ელიტური კოლეჯის საფეხბურთო კლუბის "მიჩიგან ვოლვერაინის" საშინაო არენაა.

ზემოხსენებულ სტადიონზე ევროპული კლუბების მეოთხე დაპირისპირება გაიმართება. 2014 წელს ერთმანეთს მიჩიგანში "რეალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" დაუპირისპირდნენ, შეხვედრას სპორტის ისტორიაში ყველაზე მეტი მაყურებელი დაესწრო (109 318 ). 2016 წელს "ლოს ბლანკოსი" "არიტოკრატებს" დაუპირისპირდა, 2017 წელს შედგა მატჩი "ლივერპულსა" და "წითელ ეშმაკებს" შორის. ახლა კი "ბლაუგრანა" "ნაპოლის" შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ დიდ სახლად წოდებული სტადიონი ის ადგილია, სადაც ამერიკული ფეხბურთის ლეგენდამ ტომ ბრეიდმა ბოლო მატჩი ითამაშა კოლეჯის ფეხბურთელის რანგში. როგორც ჩანს, მიჩიგანის სტადიონი მისთვის იღბლიანი აღმოჩნდა. ბრეიდს არაჩვეულებრივი კარიერა ჰქონდა და ნაციონალური საფეხბურთო ლიგა (NFL) 6-ჯერ მოიგო.

იმედია, "დიდი სახლი" "ბარსელონასთვისაც" იღბლიანი იქნება და კატალონიელები სეზონს წარმატებით დაასრულებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 10 აგვისტო 2019 23:55
    7
    რანაირი ტრიბუნებია აქედან რაუნდა დაინხაო😳😳
    zazo
    სტუმარი [?]
    #1 10 აგვისტო 2019 22:27
    8
    სპორტის ისტორიაში 1950 წლის მსოფლიოს ფინალში დაესწრო ყველაზე მეტი 200 000 კაცამდე ლეგენდარულ მარაკანაზე