ნეტუ: "ბარსელონაში" თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა"

  • 10-08-2019, 13:39
  • ნეტუ: "ბარსელონაში" თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა"

    რობერტო მურარა მისი ნამდვილი სახელია, თუმცა საფეხბურთო სამყაროში მას ყველა ნეტუს სახელით იცნობს. ბრაზილიელმა მეკარემ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა Sport-ს და ვრცლად ისაუბრა მის წარსულზე, სამომავლო გეგმებსა თუ შტეგენთან კონკურენციაზე.

    თქვენ კლუბში უკვე ერთი თვე გაატარეთ, იყავით იაპონიაში, ახლა ამერიკაში ხართ, როგორია პირველი დღეები თანაგუნდელებთან?

    "ყველაფერი სწრაფად წარიმართა. ჩვენ ერთი თვე გავატარეთ ერთად და ეს კარგი იყო. იღბლიანი ვარ, რომ ვიპოვე ისეთი მეგობრული გუნდი, რომელიც ხელს გიწყობს ადაპტაციაში და გეხმარება. მოგზაურობა რთული იყო, თუმცა ეს მნიშვნელოვანია, რათა უკეთ გაიცნო გუნდელები."

    რას ნიშნავს თქვენთვის "ბარსელონას" მაისურის ტარება? არის ეს ახდენილი ოცნება?

    "ეს ყველას ოცნებაა. როდესაც "ბარსელონაზე" ვსაუბრობთ, ყველა ფეხბურთელის ოცნებაა ითამაშოს მსგავს კლუბში. ეს ნიშნავს, რომ შენს შრომას შედეგი აქვს, როცა იბრძვი ყველა შესაძლო ტიტულის მოსაპოვებლად. ჩემნაირი ადამიანისთვის, რომელსაც ყოველთვის მოსწონს გამარჯვება, მაღალ დონეზე ასპარეზობა საუკეთესოა."

    თქვენ ითამაშეთ "ფიორენტინაში", "იუვენტუსში", "ვალენსიაში". რა განსხვავებაა ამ კლუბებსა და "ბარსელონას" შორის?

    "ამ მომენტისთვის მიჭირს თქმა, თუმცა აქ სხვანაირი ატმოსფეროა. მეტია პასუხისმგებლობა. შენ იცი, რომ აქ ხარ, რათა გაიმარჯვო, ყველა თავის ძალებში დარწმუნებულია, ეს კი დამამშვიდებელ გარემოს ქმნის. სწორედ ამან გამაოცა."

    ერთი წლის წინ თქვენ მოიგეთ თქვენი პირველი ტიტული ესპანეთში სწორედ "ბარსელონას" წინააღმდეგ. რა არის ამ სეზონის მიზანი?

    "ინდივიდუალურ დონეზე თავდაუზოგავი შრომა და ყოველდღიური განვითარება. მიყვარს მოგება და მძულს მარცხი, მსურს ყველაფერი მოვიგო. მნიშვნელოვანია მუშაობა, როცა იცი, რომ ვითარდები და ამისთვის ყველაფერს აკეთებ. გამარჯვებები და ტიტულები სწორედ შრომის ხარჯზე მოდის."

    ტერ შტეგენი თქვენი ახალი გუნდელია. რას ფიქრობთ მასზე?

    "პერსონალურად უმაღლესი დონის ადამიანია. ასევე, იგი არაჩვეულებრივი მეკარეა. მსგავსი თანაგუნდელის ყოლა ავტომატურად ხელს უწყობს შენს განვითარებას, გაზრდას. პირველი თვე ფანტასტიკური იყო"

    ისურვებდით ნეიმართან ერთად გასახდელში ყოფნას?

    "მე უკვე ვიყავი მასთან ერთად გასახდელში. მე ამაზე უკვე ბევრჯერ მკითხეს, თუმცა არ მგონია ჩემს აზრს რამის შეცვლა შეეძლოს. ის არაჩვეულებრივი მოთამაშეა. მე არ მჭირდება მისი პიროვნების ახსნა, რადგან მთელმა მსოფლიომ ეს უკვე იცის. თუ ის "ბარსელონაში" ოდესმე დაბრუნდება, მასთან ერთად თამაში პატივი იქნება."

    ვის ხედავთ ლა ლიგის მთავარ მეტოქედ - "რეალს" თუ "ატლეტიკოს"?

    "ყველამ იცის ამ ორი კლუბის ძალა და კონკურენცია ლა ლიგაში. ისინი ერთმანეთის მოწინააღმდეგეები არიან და მათთან თამაში რთულია. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ჩვენ ვიცით რა გვინდა და ვიპოვეთ მოტივაცია სეზონისთვის. მნიშველობა არ აქვს ვინ იქნება, ჩვენ ყველა უნდა დავამარცხოთ."

    თქვენ თამაშობდით ჯიჯი ბუფონთან ერთად. როგორი იყო ის?

    "ის პერსონალურად ძალიან მეხმარებოდა. როდესაც კლუბში მივედი, მას უკვე ჰქონდა დიდი გამოცდილება, მოგებული ტიტულები და დატოვებული კვალი საფეხბურთო სამყაროში. იგი ერთმანეთისადმი პატივისცემას მოითხოვდა და სწორედ ამ გზით აკონტროლებდა გასახლდეს. ეს ჩემთვის განსხვავებული იყო."

    ორი წლის წინ თქვენ გადაწყვიტეთ ლა ლიგაში გეთამაშათ და "ვალენსიას" რიგებს შეუერთდით. რა დაგრჩათ იმ დროიდან?

    "ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლო ორი წლის შედეგია. როცა მივედი, კლუბი ცუდ მდგომარეობაში იყო. როცა ვიკითხე, რა იმედები არსებობდა, პასუხად მივიღე, რომ ყველაზე კარგი ვარიანტი ევროპის ლიგის ზონაში მოხვედრა იყო. იმ წელს ჩემპიონთა ლიგაზე გავედით. ეს მნიშველოვანი იყო. შემდეგი წელიც ცუდად დავიწყეთ. არ ვაგებდით, თუმცა ვერც ვიგებდით. შემდეგ საკუთარ თავში ძალა ვიპოვეთ. პიროვნულად კი, ძალიან თავდაჯერებული გავხდი და ვგრძნობდი, რომ მნიშველოვანი ვიყავი გუნდში. იღბლიანი ვიყავი, რომ ვიპოვე მეგობრები, რომლებიც დამეხმარნენ. მთავარი წინ გადადგული ნაბიჯი იყო, ეს კი განვითარების სურვილს გიჩენს." - ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს Sport.

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    2 - 10 აგვისტო 2019 22:54

    სილესენის მერე ასეთ კაი ზამენას არ ველოდებოდი )) ნაპოლთან ძაან მაგრად იდგა innocent

    0
    გასულია

    1 - 10 აგვისტო 2019 18:36

    ძაან მაგარი ზამენა ვითრიეთ

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი