UEFA-ს რჩეულთა შორის 3 "ბარსელონელი" მოხვდა

  • 8-08-2019, 17:45
  • UEFA-ს რჩეულთა შორის 3 "ბარსელონელი" მოხვდა

    რამდენიმე წუთის წინ UEFA-მ ის ფეხბურთელები გამოავლინა, რომლებიც 2018/19 წლების გათამაშების თავიანთ პოზიციებზე საუკეთესო მოთამაშეობისთვის იბრძოლებენ.

    საუკეთესო მეკარის ჯილდოზეა წარდგენილი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი. საუკეთესო ნახევარმცველობისთვის იბრძოლებს ფრენკი დე იონგი, თუმცა ეს მისი "აიაქსში" თამაშის დამსახურებაა და არა "ბარსელონასი". საუკეთესო თავდამსხმელის წოდების მიღების შანსი აქვს გასული გათამაშების საუკეთესო ბომბარდირს, ლიონელ მესის.

    საუკეთესო სამეულები პოზიციების მიხედვით:

    მეკარეები: ალისონ ბეკერი (ლივერპული), უგო ლორისი (ტოტენჰემი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა);

    მცველები: ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), მატიას დე ლიხტი (აიაქსი, იუვენტუსი), ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული);

    ნახევარმცველები: ფრენკი დე იონგი (აიაქსი, ბარსელონა), კრისტიან ერიკსენი (ტოტენჰემი), ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული);

    თავდამსხმელები: სადიო მანე (ლივერპული), ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი).

    ჟიური, რომელმაც საუკეთესო სამეულები გამოავლინა, ასე დაკომპლექტდა: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოთამაშე 32 კლუბის მთავარი მწვრთნელი (მათ თავიანთი ფეხბურთელებისთვის ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ); ევროპული სპორტული მედიის (ESM) მიერ შერჩეული 55 ჟურნალისტი; UEFA-ს წევრი ასოციაციებიდან თითო წევრი. ჟიურის ყველა წევრი თავის ფავორიტ 3 ფეხბურთელს ასახელებდა. პირველ ადგილზე გასული ფეხბურთელი 5 ქულას იღებდა, მეორეზე გასული - 3 ქულას, ხოლო მესამეზე - 1 ქულას.

    პოზიციების მიხედვით გამარჯვებულები 29 აგვისტოს გამოვლინდებიან.

    ხმები მიიღეს, მაგრამ სამუელებს მიღმა დარჩნენ "ბარსელონას" ფეხბურთელები ჟერარ პიკე (14 ქულა, მე-5 ადგილი) და სერჟიო ბუსკეტსი (19 ქულა, მე-10 ადგილი).

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    6 - 9 აგვისტო 2019 03:48

    ალისონი ვანდეიკი დე იონგი და მესი რათ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    5 - 8 აგვისტო 2019 22:39

    Vandeiks adzleven burts isw midisnyvelaperi ...

    0
    გასულია

    4 - 8 აგვისტო 2019 20:36

    ალისონი ვანდეიკი დეიონგი და მესი მოიგებენ

    1
    გასულია

    3 - 8 აგვისტო 2019 19:10

    ციტატა: grizmann
    მეკარეზე ალისონი უკონკურენტოა რადგან ნაპოლისთან პირადად მაგან გაიყვანა ლივე ჯგუფიდან ეგ რო არა ვერანაირ ლიგას ვერ ეღირსებოდნენ მცველზე ვან დეიკი აშკარაა ნახევარმცველზე ალბათ მაინც დე იონგი და თავდასხმელს კითხვა არც უნდა

    დე იონგი მგონია მეც მარა ერიქსენთან 50-50 ზეა. რაც მაგან ირბინა და იშრომა ცოდოა, ფრენკი კიდე მოიგებს მაგ ტიტულს. თავდასხმაში იმენა 2 აზრი არაა. ტიპებმა 3 ული ისე ვერ შეკრეს რო 1/4 ფინალიდან გამობუნძულებული რონალდო არ ჩაესვათ

    7
    გასულია

    2 - 8 აგვისტო 2019 18:56

    მეკარეზე ალისონი უკონკურენტოა რადგან ნაპოლისთან პირადად მაგან გაიყვანა ლივე ჯგუფიდან ეგ რო არა ვერანაირ ლიგას ვერ ეღირსებოდნენ მცველზე ვან დეიკი აშკარაა ნახევარმცველზე ალბათ მაინც დე იონგი და თავდასხმელს კითხვა არც უნდა

    4
    გასულია

    1 - 8 აგვისტო 2019 18:44

    მესი,დე იონგი.ვან დაიკ,ალისონი. ასე გადანაწილდება ალბათ.

    9

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი