ფილიპე კოუტინიო "ტოტენჰემში" გადასვლაზე უარს ამბობს
გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფილიპე კოუტინიო "ტოტენჰემში" იჯარის წესით გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა Sky Sports-ის ცნობით, ბრაზილიელს "დეზების" რიგებში თამაში არ სურს.
წყაროს ცნობით, "ბარსელონას" და თავად ფეხბურთელსაც იჯარის ნაცვლად სრულფასოვანი ტრანსფერის განხორციელება სურს. ეს კი ყველაფერს ართულებს.
წყაროს ინფორმაციით, "ბარსელონა" კოუტინიოს 85 მილიონ ევროდ აფასებს, ამიტომ მისი შეძენა პრემიერ ლიგის ნებისმიერ გუნდს გაუჭირდება.
შეგახსენებთ, რომ ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა 9 აგვისტოს იხურება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]