ჟუნიორ ფირპოს ტრანსფერის ფინანსური მხარეები

  • 5-08-2019, 23:07
  • ჟუნიორ ფირპოს ტრანსფერის ფინანსური მხარეები

    გუშინ, ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონამ" ახალგაზრდა მარცხენა მცველი, ჟუნიორ ფირპო შეიძინა. კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფეხბურთელში 18 მილიონ ევროს გადაიხდიდა და ამას ბონუსის სახით 12 მილიონი ევრო დაემატებოდა.

    დღეს, Mundo Deportivo-ს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ამ ტრანსფერის ფინანსური მხარეები დეტალურად მიმოიხილა:

    • ბონუსი ორ ნაწილად არის გაყოფილი: პირველი ნაწილი 5 მილიონი ევრო, მეორე - 7 მილიონი ევრო.
    • პირველი ნაწილი (5 მილიონი ევრო) დამოკიდებულია ფირპოს მიღწევებზე საკლუბო და სანაკრებო დონეზე. თუ ფეხბურთელი "ბარსელონაში" თამაშის პერიოდში ნაკრებში გამოიძახეს, კატალონიური კლუბი "ბეტისს" 2.5 მილიონ ევროს გადაუხდის. დარჩენილი 2.5 მილიონი კი "ბლაუგრანაში" მოგებულ ტიტულებზე იქნება დამოკიდებული.
    • მეორე ნაწილი (7 მილიონი ევრო) დამოკიდებული იქნება ფირპოს სათამაშო დროზე. ასე რომ, თუ ფეხბურთელი ვერ შეძლებს მოედანზე ხშირად გამოსვლას, "ბეტისი" ამ თანხას ვერ მიიღებს.
    • ტრანსფერის ფიქსირებულ საფასურს (18 მილიონი ევრო) "ბარსელონა" 20 თვის განმავლობაში სამ ნაწილად გადაიხდის.
    • ბოლოს, თუ "ბარსელონა" ფირპოს გაყიდვას მოისურვებს, "ბეტისი" ამ ტრანსფერისგან 20%-ს მიიღებს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტზეა
    M10 S9 D11 Culé [?]

    6 აგვისტო 2019 05:57

    აუ რა ჩახლართა ბართუშააამ

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    JasoN გულშემატკივარი [?]

    5 აგვისტო 2019 23:15

    Aba daalpoben mashin am ubedurs satadarigo skamze :)))

    6

    პარტნიორები

    Flashscore.ge