ვალვერდეს ოთხი ამოცანა ამერიკულ ტურნეზე

  • 6-08-2019, 00:07
  • ვალვერდეს ოთხი ამოცანა ამერიკულ ტურნეზე

    "ბარსელონა" პრესეზონის ბოლო ეტაპზეა. კლუბი ამერიკულ ტურნეში გაემგზავრება და მაიამისა და დეტროიტში "ნაპოლის" 2-ჯერ დაუპირისპირდება. ერნესტო ვალვერდეს სრული შემადგენლობა ჰყავს, გარდა ტრავმირებული ლიონელ მესისა, რომელიც ოკეანის გადაღმა შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

    Marca-მ ჩამოაყალიბა ის 4 მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებიც ვალვერდეს წინაშე დგას.

    შეტევის ორგანიზება

    ვალვერდემ უნდა იპოვოს გზა, რომლის საშუალებითაც მესი, სუარესი და გრიზმანი მოედანზე ერთად ითამაშებენ. მესი ტრიოს ერთადერთი უცვლელი წევრია, თუმცა იგი ტურნეში მონაწილეობას ვერ მიიღებს. თავის მხრივ, უსმან დემბელეც ეცდება სამეულის წევრი გახდეს.

    ნახევარმცველთა შერჩევა

    ვალვერდემ თავად აღნიშნა, რომ ამ პოზიციაზე ძალიან მაღალი კონკურენციაა. ფრენკი დე იონგმა დაამტკიცა, რომ ძირითადს იმსახურებს. რაც შეეხება სხვა მოთამაშეებს, მწვრთნელმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

    დაცვითი ალტერნატივები

    ჟუნიორ ფირპოს მოსვლამ ვალვერდეს მცველის პოზიციაზე არჩევანის გაკეთების საშუალება მისცა. "ბლაუგრანას" თავკაცმა საბოლოოდ უნდა ჩამოაყალიბოს ოთხეული, რომელიც შტეგენის წინ განლაგდება. ამერიკულ ტურნეზე კი ამ კუთხით მცველებისთვის დროის სწორი განაწილება მთავარი იქნება.

    ახალგაზრდებისთვის შანსის მიცემა

    ახალგაზრდა ფეხბურთელთათვის ძალზე რთულია პირველ გუნდში ადგილის დამკვიდრება და შესაბამისი ხარისხით თამაში, თუმცა რიკი პუჩმა და კარლეს პერესმა ყველა გააოცეს.

    ვალვერდემ იცის, რომ ამ ყველაფერზე უნდა იფიქროს.

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    GioO_FCB Culé [?]

    8 აგვისტო 2019 20:51

    ციტატა: M10 S9 D11
    ციტატა: GioO_FCB
    ციტატა: M10 S9 D11
    შტეგენი
    სემედუ პიკე უმტიტი ალბა
    არტური ბუსკეცი დე იონგი
    მესი
    გრიზმანი სუარესი

    ეს უნდა იყოს ძირითადი თერთმეტეული არ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი და ფიქრი

    კოუ თუ დარჩა მაშინ მესის ზამენა იქნება და ხან სუა ხან გრიზმანი გავლენ და მესი წინ აიწევს კოუ კი შემტევების უკან დადგება

    აი ეგ ისეთივე აფსურდია როგორც დემბელეს ოპერაში სიმღერა

    აბუსრდი რატოა? თუ არსად წავიდა სხვა გამოსავალი რა არის? ბუსკეცის ზამენაზე დაჯდომა? წინ ვინმეს ამოგდება? ან უნდა წავიდეს ან ზამენას დათანხმდეს. თუ ცენტრში არტური დე იონგი კოუ დადგებიან (რაც არამგონი მოხდეს, თორე მე მინდა) მაშინ კიდევ ხო

    1
    გასულია
    dima359 წევრი [?]

    6 აგვისტო 2019 18:53

    ციტატა: Malcom14
    ვერ ვხვდები ჯერაც გრიზმანის ტრანსფერს ვისი ალტერნატივაა სუარესის თუ მესის დამხმარე არის ან მაშინ კოუ რატო დატოვეს ან დემბელე თუ სუარესის შემცვლელი უნდოდათ უნდა ეყიდათ იოვიჩი ან ჟეზუსი დაგვხატავდა დემბელეს გავყიდიდი პლუს რაკეტა და სანე და ჟეზუსი უნდა მოეყვანათ თან გაბრიელი სკამს მიჩვეული არის და მომავალ წელს სუარესის შემცვლელიც იქნებოდა და ვსიო მორჩა ბაზარი

    უფრო ნეიმარის შეცვლას ცდილობენ ბოლო ორი წელია, ძლიერი ტრიოს შექმნა უნდათ ისევ მაგრამ ვერც დემბელემ გაამართლა და ვერც კოუტინიომ. მალე სუარესის შემცვლელი იქნება საჭირო, ნეიმარის დაბრუნება რთულია მაგრამ უკეთეს ვარიანტს ვერც ვინატრებთ, ალბათ დემბელეს მისცემენ შანსს ნეი თუ არ მოვიდა.

    0
    გასულია
    Malcom14 წევრი [?]

    6 აგვისტო 2019 15:34

    ვერ ვხვდები ჯერაც გრიზმანის ტრანსფერს ვისი ალტერნატივაა სუარესის თუ მესის დამხმარე არის ან მაშინ კოუ რატო დატოვეს ან დემბელე თუ სუარესის შემცვლელი უნდოდათ უნდა ეყიდათ იოვიჩი ან ჟეზუსი დაგვხატავდა დემბელეს გავყიდიდი პლუს რაკეტა და სანე და ჟეზუსი უნდა მოეყვანათ თან გაბრიელი სკამს მიჩვეული არის და მომავალ წელს სუარესის შემცვლელიც იქნებოდა და ვსიო მორჩა ბაზარი

    0
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    6 აგვისტო 2019 14:35

    ციტატა: GioO_FCB
    ციტატა: M10 S9 D11
    შტეგენი
    სემედუ პიკე უმტიტი ალბა
    არტური ბუსკეცი დე იონგი
    მესი
    გრიზმანი სუარესი

    ეს უნდა იყოს ძირითადი თერთმეტეული არ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი და ფიქრი

    კოუ თუ დარჩა მაშინ მესის ზამენა იქნება და ხან სუა ხან გრიზმანი გავლენ და მესი წინ აიწევს კოუ კი შემტევების უკან დადგება

    აი ეგ ისეთივე აფსურდია როგორც დემბელეს ოპერაში სიმღერა

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Guro წევრი [?]

    6 აგვისტო 2019 11:49

    კოუტინიო და რაკიტიჩი ნეიმარის ტრანსფერში ჩართონ და ასეთი გუნდი დადგება:
    ტერ შტეგენი
    სემედუ პიკე უმტიტი ალბა
    დე იონგი ბუსკეცი არტური
    მესი სუარესი ნეიმარი

    სათადარიგო
    ნეტუ
    ვაგე ტოდიბო ლენგლე ფირპო
    რობერტო ვიდალი ალენია
    რაფინია გრიზმანი დემბელე
    გრიზმანი და დემბელე ხშირად როტაციებში.ამათ ბარსა ბ-დან არაუხო,პუჩი და პერესი დაემატებიან

    0
    გასულია
    GioO_FCB Culé [?]

    6 აგვისტო 2019 11:24

    ციტატა: M10 S9 D11
    შტეგენი
    სემედუ პიკე უმტიტი ალბა
    არტური ბუსკეცი დე იონგი
    მესი
    გრიზმანი სუარესი

    ეს უნდა იყოს ძირითადი თერთმეტეული არ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი და ფიქრი

    კოუ თუ დარჩა მაშინ მესის ზამენა იქნება და ხან სუა ხან გრიზმანი გავლენ და მესი წინ აიწევს კოუ კი შემტევების უკან დადგება

    3
    გასულია
    king artthur გულშემატკივარი [?]

    6 აგვისტო 2019 11:01

    თუ ნეიმარი ვიყიდეთ: ტერ შტეგენი-პიკე, უმტიტი, სემედუ, ალბა-ბუსკეტსი, დე იონგი/არტური-კოუტინიუ-მესი, გრიზმანი, ნეიმარი. ახლანდელი მოცემულობით: ტერ შტეგენი-პიკე, უმტიტი, სემედუ, ალბა-ბუსკეტსი, არტური, დე იონგი-მესი-გრიზმანი, სუარესი.

    0
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    6 აგვისტო 2019 06:03

    შტეგენი
    სემედუ პიკე უმტიტი ალბა
    არტური ბუსკეცი დე იონგი
    მესი
    გრიზმანი სუარესი

    ეს უნდა იყოს ძირითადი თერთმეტეული არ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი და ფიქრი

    10
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    გიგა Culé [?]

    6 აგვისტო 2019 01:21

    ოთხიდან ორი გამოირიცხა რაკიტიჩს და რობერტოს დააყენებს ძირითადში, კოუს აწევს და ისევ დატანჯავს... )

    4
    --------------------
    ნამდვილი ფეხბურთი აცელილია თანამედროვეობას, მარტივია გამოსაცნობად თუ რა უშლის ხელს ამას... სამწუხაროა...
    გასულია
    messi and iniesta Culé [?]

    6 აგვისტო 2019 00:39

    გილოცავთ ყვეკას ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონრეალის ტურნილი წარმატებით დაიწყო და მეტოქე 3-6 6-4 6-4 დაანარცხა წარმატება ნიკას იმედია კიდევ ერთხეკ გვასახელებს

    30
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი

    პარტნიორები

    Flashscore.ge