10 საინტერესო ფაქტი ჟუნიორ ფირპოს შესახებ

  • 4-08-2019, 20:19
  • 10 საინტერესო ფაქტი ჟუნიორ ფირპოს შესახებ

    დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ბარსელონამ" "ბეტისიდან" 22 წლის მარცხენა მცველი ჟუნიორ ფირპო დაიმატა.

    კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ახალგაზრდა ფეხბურთელის შესახებ 10 საინტერესო ფაქტს გვთავაზობს.

    1. ის დომინიკის რესპუბლიკაში დაბადებული პირველი ფეხბურთელია, რომელიც "ბარსელონას" პირველ გუნდში ითამაშებს. ის ასევე პირველი დომინიკელი ფეხბურთელია ლა ლიგაში. სხვა 3 დომინიკელი, რომლებსაც ლა ლიგაში უთამაშიათ, ამ ქვეყანაში დაბადებულები არ არიან.
    2. დომინიკის რესპუბლიკაში დაბადების მიუხედავად, ის ესპანეთის ნაკრებში თამაშობს და 21-წლამდელთა გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატიც მოიგო. დომინიკის ნაკრებთან ერთად მან მხოლოდ ერთი ამხანაგური თამაში ჩაატარა, ბრაზილიის ოლიმპიური ნაკრების წინააღმდეგ.
    3. როგორც ბევრი განაპირა მცველი, კარიერის სტარტზე ისიც შეტევის ფლანგზე თამაშობდა.
    4. ჟუნიორ ფირპო მალაგაში 6 წლის ასაკში გადაბარგდა. მან ადგილობრივ გუნდებში, "ატლეტიკო ბენამიელში", "ტირო პიჩონსა" და "პუერტო მალაგუენიოში" ითამაშა.
    5. 4 თვის წინ ჟუნიორს პირველი შვილი, ჟანეტი შეეძინა.
    6. ფეხბურთელობიდან მიღებული პირველი ხელფასით ჟუნიორმა მართვის მოწმობის გამოცდა ჩააბარა.
    7. ფირპოს "ბარსელონას" წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ უთამაშია. "კამპ ნოუზე" "ბეტისის" 4:3 მოგების დროს ჟუნიორმა თავი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
    8. ჟუნიორ ფირპო 25-ე ფეხბურთელია, რომელსაც "ბეტისშიც" ექნება ნათამაშები და "ბარსელონაშიც". ბოლო ასეთი შემთხვევებიდან უნდა გავიხსენოთ რამონ მარია კალერე, სანჩეს ხარა, ხოსე მანუელ პინტო, სერხიო გარსია, დამია აბელია, მარკ ბარტრა, მარტინ მონტოია, კრისტიან ტელიო.
    9. ჟუნიორი, როგორც "ბარსას" კიდევ ერთი ფეხბურთელი, არტური, 1996 წელსაა დაბადებული.
    10. ფირპო მრავალმხრივი სპორტსმენია. დომინიკის რესპუბლიკაში ის კალათბურთსა და ბეიზბოლსაც თამაშობდა.

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    4 აგვისტო 2019 20:35

    წარმატებები ფირპო უნდა გაამარტლო

    7
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    MALUMA ფანი [?]

    4 აგვისტო 2019 20:29

    ფირპო კი არამკვდართომეუ ნეიმარი იყიდე!

    5
    --------------------
    FCB 86-85 RMA
    FCB 96-95 RMA
    FCB 12-11 RMA

    პარტნიორები

    Flashscore.ge