"ბარსა ბ" კატალონიის თასის პირველივე ეტაპზე დამარცხდა

  • 4-08-2019, 16:00
  • "ბარსა ბ" კატალონიის თასის პირველივე ეტაპზე დამარცხდა

    "ბარსელონას" სარეზერვო გუნდი კატალონიის თასის გათამაშებას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა. გარსია პიმიენტას გუნდი "ლ'ოსპიტალეტთან" თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა.

    "ბარსელონა ბ" რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე თამაშობდა - კარლეს პერესი, კოლიადო, რიკი პუჩი, აბელ რუისი და ხუან მირანდა პირველი გუნდის განკარგულებაში იყვნენ.

    ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად თერთმეტმეტრიანების სერია გახდა საჭირო. არაუხომ, მაკგინმა და მონჩუმ თავიანთი დარტყმები ზუსტად შეასრულეს, მაგრამ ანსუმ და გილემმა ვერ ივარგეს და "ბარსა ბ" 3-4 დამარცხდა.

    თეგები: ბარსელონა ბ

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    4 აგვისტო 2019 17:01

    გაუშვით ეს დებილი ტრენერი დაღუპა ბარსა ბ

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    რაღაცნაირი Culé [?]

    4 აგვისტო 2019 16:24

    იუვემ მოიზე კინი გაუშვა, გამიკვირდა ძაან... აქ წერდნენ კიდეც არ გაუშვებს იუვე თორე მშვენიერი ზამენა იქნებაო.

    ევერტონის შეტევაში ჩაჯდება მშვენივრად... რიჩარლისონი მარცხნივ თამაშობს უკეთ და ცენტრში ეს.

    3

    პარტნიორები

    Flashscore.ge