მესის დისკვალიფიკაცია: კარგი ამბავი "ბარსელონასთვის"

  • 4-08-2019, 14:54
  • მესის დისკვალიფიკაცია: კარგი ამბავი "ბარსელონასთვის"

    ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ CONMEBOL-მა ლეო მესის 3-თვიანი დისკვალიფიკაცია მისცა, რის გამოც ლეო არგენტინის ნაკრებს 3 აგვისტოდან 3 ნოემბრამდე ვერ დაეხმარება.

    ეს ამბავი ცუდია არგენტინისთვის, მაგრამ კარგია "ბარსელონასთვის". საქმე ისაა, რომ სექტემბრისა და ოქტომბრის საკლუბო თამაშებს მესი დასვენებული შეხვდება.

    ამ 3 თვის განმავლობაში არგენტინა 3 ამხანაგურ მატჩს გამართავს - 6 სექტემბერს ჩილესთან, 10 სექტემბერს მექსიკასთან და 9 ოქტომბერს გერმანიასთან.

    სექტემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ "ბარსელონას" მნიშვნელოვანი თამაში ელის - 15 სექტემბერს "ბლაუგრანა" "ვალენსიას" უმასპინძლებს. ოქტომბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ კი, 20 ოქტომბერს, კატალონიელებს გასვლითი თამაში აქვთ "ეიბართან". მესი ორივე ამ დაპირისპირებას დასვენებული შეხვდება.

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    4 - 3 სექტემბერი 2019 08:55

    Mesi mova da yvelas aawiokebs naxet tu ara

    0
    გასულია

    3 - 4 აგვისტო 2019 22:56

    არ მწყენია ნამდვილად.

    0
    გასულია

    2 - 4 აგვისტო 2019 16:49

    ძალიან კარგი არცაა საჭირო ამხანაგურ იგრებზე თავი მოიკლას არგენტინისთვისაც კარგია მესის გარეშე ეგება შეთამაშდნენ ან ვიემ ითავოს შეტევები თამაშის დროს ყველა მესის რო შეჰყურებს და ბურთს ატენის

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    1 - 4 აგვისტო 2019 15:23

    მაინც არ იკლავდა ამხანაგური მატჩების ჩატარებით მესი თავს :D

    1

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი