აბელ რუისმა გადაწყვეტილება მომდევნო კვირაში უნდა მიიღოს

აბელ რუისმა გადაწყვეტილება მომდევნო კვირაში უნდა მიიღოს

"ბარსელონას" ახალგაზრდა თავდამსხმელი აბელ რუისი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების ზღვარზეა - 19 წლის ფეხბურთლმა ან კატალონიური გუნდი უნდა დატოვოს, ან ოცნების ახდენისა და "კამპ ნოუზე" თამაშისთვის ბრძოლა განაგრძოს.

აბელ რუისი "ბარსელონას" აკადემიას 7 წლის წინ, 12 წლის ასაკში შეუერთდა. ის ყოველთვის გამოირჩეოდა ფიზიკური მონაცემებით, მაგრამ არასდროს ყოფილა უბრალოდ ფიზიკური მონსტრი ან გოლეადორი. ის ყოველთვის იყო გუნდის ლიდერი და მისაბაძი მაგალითი. შედეგად, აბელ რუისი ესპანეთს 17 და 19 წლამდელთა გუნდების კაპიტნად მოგვევლინა. პირველ შემთხვევაში ის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლს დასჯერდა, 19-წლამდელთა გუნდთან ერთად კი ოქროს მედალი მოიგო.

აბელ რუისი 19 წლისაა და მან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. განაგრძოს "ბარსელონას" პირველი გუნდისკენ მიმავალი ძალიან რთული გზა, თუ დატოვოს კატალონიური კლუბი.

Sport-ის ცნობით, პარასკევს, აბელ რუისის წარმომადგენელი ერიკ აბიდალსა და პატრიკ კლუივერტს შეხვდა. მან განაცხადა, რომ ფეხბურთელის პრიორიტეტი "ბარსელონაში" დარჩენაა, მაგრამ მას სარფიანი შეთავაზებაც აქვს.

აბიდალმა და კლუივერტმა რუისის წარმომადგენელს განუცხადეს, რომ გუნდი მასზე იმედებს ამყარებს და ფეხბურთელს ერნესტო ვალვერდეც აკვირდება, რომელიც აშშ-ს ტურნეზე მის წაყვანასაც აპირებს. კლუივერტმა აგენტს განუცხადა, რომ რუისი მას საკუთარ თავს აგონებს.

აბიდალმა და კლუივერტმა აბელ რუისს გადაწყევტილების მისაღებად ერთი კვირა მისცეს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 4 აგვისტო 2019 03:54
    0
    იჯარა და მაგის ჯანი დაწინაურებიტ კი კარლეს პერესი დააწინაურონ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Basi
    სტუმარი [?]
    #3 3 აგვისტო 2019 23:26
    0
    თურამეეაა ლალიგაშიი გაუშვან რომელიმე საშუალო გუნდში მუდმივი სათამაშოო დროო რომ ქონდესს
    პირველ გუნდშიი უბრალოდ მოუკლებს განვითარებას დარწმუნებულივარრ ვალვერდეე ვერგამოიყენებს ამდენიი შემტევების ფონზეე
    dima359
    სტუმარი [?]
    #2 3 აგვისტო 2019 23:25
    0
    უნდა წავიდეს ისეთ გუნდში სადაც სათამაშო პრაქტიკა ექნება, მაგრამ ბარსამ უნდა დაიტოვოს გამოსყიდვის უფლება. ყოველ წელს გუნდების ცვლა სისულელეა, ერთ წელში დაბრუნებას აზრი არ აქვს, მაინც არ მიეცემა საკმარისი დრო. ესპანეთის მესამე ლიგა დაბალი დონისაა, ამიტომ გარბის ყველა, ბ გუნდი სეგუნდაში უნდა თამაშობდეს.
    Culé [?]
    #1 3 აგვისტო 2019 22:21
    3
    იჯარით გაუშვან და ეგ იქნება.გრიზმანი სუარესის კონკურენციაში არაფერი ესაქმება ჯერ და სადმე სხვაგან დაამტკიცოს რა შეუძლია.