დანი ოლმო "ბარსელონაში" ან "რეალში" გადასვლას არ გამორიცხავს

  • 3-08-2019, 15:37
  • დანი ოლმო "ბარსელონაში" ან "რეალში" გადასვლას არ გამორიცხავს

    ზაგრების "დინამოს" 21 წლის ლიდერი დანი ოლმო, რომელიც "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია, არც კატალონიურ კლუბში დაბრუნებას გამორიცხავს და არც მადრიდის "რეალში" გადასვლას.

    ოლმო "ბარსელონას" აკადემიიდან "დინამოში" 2015 წელს გადავიდა. ზაგრებელთა პირველ გუნდში ჩატარებულ 104 თამაშში მან 28 გოლი გაიტანა.

    ხორვატიაში წარმატებით თამაშის წყალობით ახალგაზრდა ესპანელმა არაერთი გრანდის ყურადღება მიიქცია. ამას ცოტა ხნის წინ ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე გაბრწყინება და ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დასახელება მოჰყვა. 4 დღის წინ, ოლმომ გატანილი გოლით თავი ჩემპიონთა ლიგის საკლვაიფიკაციო ეტაპზე, "საბურთალოს" წინააღმდეგაც გამოიჩინა.

    გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელის დამატების სურვილს "ბარსელონა", "რეალი", "ატლეტიკო", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" გამოთქვამენ.

    "ბარსელონაში" ან "რეალში" შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით ოლმოს კომენტარს Sport ავრცელებს: "ბარსელონა" არის კლუბი, სადაც ჩემი ცხოვრების განსაკუთრებული პერიოდი გავატარე. ეს კლუბი ჩემი სახლი 6 წლის განმავლობაში იყო. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში. ამჟამად არ ვიცი, არის თუ არა დაბრუნების შანსი. სხვა გუნდების მხრიდან არსებული ინტერესის გათვალისწინებით, ვერაფერს გეტყვით. "რეალი"? თუ ეს შესაძლებლობა იქნება, ვნახოთ რა მოხდება. ამჟამად არ ვიცი, არის თუ არა ამის შანსი."

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    8 - 3 აგვისტო 2019 21:17

    ამას ეტყობა სულ არ ადარდებს ბარსა, რეალმა თუ მეტი გადაუხადა იქით წავა ასე რომ ამის იმედზე ჩემი მტერი დადგა, ეხლაც რო მოიყვანონ ნეიმარივით ლუბოი დროს მოხევს, ეს 6 წელი და ჩემი სახლი სულ ზღაპრებია....ფული ბაბაია ფული....

    1
    გასულია

    7 - 3 აგვისტო 2019 18:18

    ხოდა თუ რეალსაც განიხილას დაახვიოს აქედან

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    6 - 3 აგვისტო 2019 17:59

    შეგახსენებთ, რომ "ბლანკოსმა" 5 ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და სასურველი შედეგი მხოლოდ ერთში დააფიქსირა. მადრიდელებს განსაკუთრებით დაცვაში უჭირთ და 5 მატჩში 16 გოლი აქვთ გაშვებული.
    შენიშვნა: რეალმა 400 მლნ ევროზე მეტი დახარჯა უკვე :) პერესი უძლიერესია

    2
    გასულია

    5 - 3 აგვისტო 2019 17:43

    სისულელეა ერთი წელი დარჩება და მერე გაუშვებენ თ

    1
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი
    გასულია

    4 - 3 აგვისტო 2019 16:58

    ბარსაში რომელ პოზიციაზე აპირებს თამაშს:) ამას თუ მოიყვანენ მალკომი 2 იქნება და წავა ერთ სეზონში. რეალურად არ არის ოლმოს ადგილი ბარსაში

    2
    გასულია

    3 - 3 აგვისტო 2019 15:58

    აუ ეს უეჩველი გვინდა

    3
    გასულია

    2 - 3 აგვისტო 2019 15:56

    იაპონელი კუბო გეოგრაფიაშიც კუბო ყოფილა. თურმე ჰიუსტონი და ტექსასი ქვეყნები ყოფილან მექსიკასა და არგენტინასთან ერთად.

    2
    გასულია

    1 - 3 აგვისტო 2019 15:44

    რეალში არგადახვიდე სხვაგან სადაც გინდა წადი
    ბანძიი ბარსას ბოსები
    ისეკარგავენ ტალანტებს როგორც ჩვენი მთავრობაა ხალხის ხმებსს :დდ

    3

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი