"ბარსელონა" ორიოლ ბუსკეტსს "უტრეხტში" გაანათხოვრებს

"ბარსელონა" ორიოლ ბუსკეტსს "უტრეხტში" გაანათხოვრებს

"ბარსელონას" ახალგაზრდა საყრდენი ნახევარმცველი ორიოლ ბუსკეტსი კატალონიურ გუნდს იჯარის წესით დატოვებს.

Mundo Deportivo-ს ცნობით, გუშინ, "ბარსელონას" ოფისში, ბუსკეტსის მომავალთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. ყველა მხარე შეთანხმდა, რომ "ბარსელონა ბ"-ში ფეხბურთელი მეტად ვეღარ განვითარდება და სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მისი განათხოვრებაა საჭირო.

იმავე წყაროს ცნობით, დიდი შანსია 20 წლის ფეხბურთელმა მომდევნო სეზონი ჰოლანდიურ "უტრეხტში" გაატაროს. ეს ის კლუბია, რომელთანაც "ბარსელონამ" თანამშრომლობა ცოტა ხნის წინ დაიწყო და თანამშრომლობა სწორედ ახალგაზრდა ფეხბურთელების განათხოვრებას გულისხმობს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ბარსელონამ" "უტრეხტში", შესაძლოა, ხუან მირანდაც გაანათხოვროს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    dima359
    სტუმარი [?]
    #10 3 აგვისტო 2019 02:54
    2
    ციტატა: Don_Andresito
    ლა ლიგაში დაილია გუნდები? მარა ხო ვიცი სკამზე დაალპობენ თუ არ მიყიდე. გუმბაუ სკამიდან არ ააყენეს მარა როგორც კი ლეგანესის საკუთრება გახდა ძირითადში გაიჩითა. ეგრე მოხდა დენისზეც რაფინიაზეც და ყველაზე ვინც გავაიჯარეთ. ამიტო სელტას ან ოსასუნას სკამის ხეხვას იყოს უტრეხტი. შემტევი ტურნირია ერედივიზიონი და ერთად თუ წავლენ რამდენიმე ტალანტი იქნებ აიაქსის ყურადღებაც მიიქციონ. თორე უტრეხტი არაფერი გუნდი არაა. მთავარია დრო მისცენ და ტრენერი გაიჩითოს კარგი. ჰოლანდიელებს ვენდობი გაზრდაში

    მესამე ლიგიდან პირდაპირ პრიმერაში გაუჭირდებოდა ალბათ. მაღალია წონაც აქვს მაგრამ რაღაცნაირი ზანტია, სერხიოც ესეთი იყო მაგრამ გვარდიოლას ხელში გაიზარდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 3 აგვისტო 2019 02:23
    2
    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    ფრენკი-ბუსის ფონზე,ამ ეტაპზე,ზედმეტია ბარსაში. ლალიგის რომელიმე წყალწაღებულ გუნდში წასვლა ჯობია ბუნდესლიგასში თამაშს.

    ბუნდესლიგა რა შუაშია?

    ალბათ აინტრახტში აერია
    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★
    [?]
    #8 3 აგვისტო 2019 01:13
    5
    ლა ლიგაში დაილია გუნდები? მარა ხო ვიცი სკამზე დაალპობენ თუ არ მიყიდე. გუმბაუ სკამიდან არ ააყენეს მარა როგორც კი ლეგანესის საკუთრება გახდა ძირითადში გაიჩითა. ეგრე მოხდა დენისზეც რაფინიაზეც და ყველაზე ვინც გავაიჯარეთ. ამიტო სელტას ან ოსასუნას სკამის ხეხვას იყოს უტრეხტი. შემტევი ტურნირია ერედივიზიონი და ერთად თუ წავლენ რამდენიმე ტალანტი იქნებ აიაქსის ყურადღებაც მიიქციონ. თორე უტრეხტი არაფერი გუნდი არაა. მთავარია დრო მისცენ და ტრენერი გაიჩითოს კარგი. ჰოლანდიელებს ვენდობი გაზრდაში
    10გიო10
    სტუმარი [?]
    #7 3 აგვისტო 2019 00:37
    1
    ციტატა: messi and iniesta
    მემგონი ლამასიამ დაიწყო მუშაობა ჯერ მეკარე მერე მუსა ვაგე ამის განათხოვრება ეს ყველაფერი წინ გადადგმული ნაბიჯია ერთი რიკი პუჩი უნდა დააწინაურონ და ეგაა

    პერესიც კარგია ბარსა ბ-დან და მგონია ეგეც იმსახურებს გარკვეულ დროს პირველ გუნდში
    dima359
    სტუმარი [?]
    #6 2 აგვისტო 2019 23:05
    1
    მშვენიერია! კარგი იქნება თუ ალენიას, კარლეს პერესს და კოლიადოსაც მიაყოლებენ... ესე თუ გაგრძელდა ყველა ტალანტი ტელიო და კუენკასავით დაამთავრებს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 2 აგვისტო 2019 22:40
    1
    ციტატა: dejong1
    ბარსელონას პრეზიდენტობის კანდიდატი:
    “ნეიმარი მოვა, კოუტინიო წავა” აუგუსტო ბენედიტო

    გაირჭოს ნეიმარი უკან კოუტინიო კიდე მაგის გარეშეც წავა თვის ბოლოს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    dejong1
    სტუმარი [?]
    #4 2 აგვისტო 2019 22:33
    2
    ბარსელონას პრეზიდენტობის კანდიდატი:
    “ნეიმარი მოვა, კოუტინიო წავა” აუგუსტო ბენედიტო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 2 აგვისტო 2019 22:11
    1
    მშვენიერია მაგას პუჩსაც თუ გააყოლებენ ვაფშე მაგარი იქნება პირველ გუნდში დრო არ ექნება და ბარსა ბ მეტს ვეღარ განავითარებს მაგას ასე რომ ეგეც უნდა გააყოლონ ორიოლს უტრეხტში თან უფრო კარგად შეთამაშდებიან ერთმანეთში და პახოდუ ჰოლანდიელები უფრო დახვეწავენ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #2 2 აგვისტო 2019 22:11
    3
    მემგონი ლამასიამ დაიწყო მუშაობა ჯერ მეკარე მერე მუსა ვაგე ამის განათხოვრება ეს ყველაფერი წინ გადადგმული ნაბიჯია ერთი რიკი პუჩი უნდა დააწინაურონ და ეგაა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 2 აგვისტო 2019 21:20
    3
    1-2 სეზონიც და დიდი ბუსკეცი მისი ფიზიკურობიდან გამომდინარე გადასაგდები იქნება, მანამდე კი იმედი მაქვს ეს მოიხოდება ფიზიკურადაც და სათამაშო პრაქტიკის მხრივაც