რივალდო ნეიმარის პსჟ-დან წასვლაში დარწმუნებულია

  • 2-08-2019, 02:05
  • რივალდო ნეიმარის პსჟ-დან წასვლაში დარწმუნებულია

    "ბარსელონასა" და მსოფლიო ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა რივალდო დარწმუნებულია, რომ მისი თანამემამულე, "პარი სენ-ჟერმენის" 27 წლის თავდამსხმელი, ნეიმარი, რომლის "ბლაუგრანაში" დაბრუნებას აქტიურად განიხილავენ, პარიზულ კლუბს მიმდინარე ზაფხულში დატოვებს.

    "ნეიმარის ტრანსფერზე კარგი შეთავაზება იქნება. ის პსჟ-დან სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე წავა.

    ვფიქრობ, ნეიმარი და მისი აგენტები ცდილობენ ფრანგული კლუბის დატოვების გზა იპოვონ. თავად კლუბსაც არ სურს ამჟამინდელი სიტუაციის გაგრძელება.

    ნეიმარმა უკვე ცხადყო, რომ პსჟ-ში ბედნიერი არაა." - ციტირებს რივალდოს სიტყვებს Sport.

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    2 აგვისტო 2019 09:31

    ხო შეილაგეს ამ ნეარით არ მოვა არააა

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued

    პარტნიორები

    Flashscore.ge