სუარესსა და გრიზმანს კონფლიქტი აქვთ?
დღეს, ლუის სუარესმა გუნდთან ერთად სეზონის პირველი ვარჯიში ჩაატარა და შესაბამისად, ის პირველად შეხვდა ახალწვეულს, ანტუან გრიზმანს.
Onda Cero-ს ინფორმაციით, ურუგვაელსა და ფრანგს ერთმანეთთან არ უსაუბრიათ და მათ საერთოდ არანაირი კონტაქტი არ ჰქონიათ.
იმავე წყაროს ცნობით, ამის მიზეზი ისაა, რომ სუარესმა, ერთხელ, გრიზმანს ასე მიმართ: "შენ ფრანგი ხარ და არ იცი რა გრძნობაა იყო ურუგვაელი."
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართვის მიუხედავად, აქამდე, სუარესსა და გრიზმანს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. გავრცელებული ინფორმაციით, ურუგვაელმა ფრანგს "ბარსელონაში" გადმოსვლა ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]