მალკომი "ზენიტში" სამედიცინო შემოწმებას 2 აგვისტოს გაივლის

Sky Sport Italia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" ბრაზილიელი შემტევი მალკომი "ზენიტში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა და მხოლოდ ტრანსფერის გაოფიციალურებაღა დარჩა.
წყაროს ცნობით, 22 წლის თავდამსხმელი "ზენიტში" სამედიცინო შემოწმებას პარასკევს, 2 აგვისტოს გაივლის. რუსულმა კლუბმა "ბარსასთან" - ტრანსფერის პირობები, ფეხბურთელთან კი პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა.
გავრცელებული ცნობებით, რუსები "ბლაუგრანას" მალკომში 40 მილიონ ევროს გადაუხდიან. კატალონიელები ბონუსების სახით 5 მილიონსაც მიიღებენ.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომდევნო მატჩი
10.12.19, 23:55


-
ინტერი
-
ბარსელონა
ჩემპიონთა ლიგა
სან სირო
დარჩა:
წინა მატჩი
7.12.19, 23:55


5
ბარსელონა
2
მალიორკა
ლა ლიგა
კამპ ნოუ
კომენტარები [ 19 ]