როგორ მოხვდა ტიაგო ალკანტარა "ლა მასიაში"?

  • 31-07-2019, 16:39
  • როგორ მოხვდა ტიაგო ალკანტარა "ლა მასიაში"?

    "ბარსელონას" სკოლის აღზრდილმა, მიუნხენის "ბაიერნის" ახლანდელმა ნახევარმცველმა, ტიაგო ალკანტარამ Goal-თან ინტერვიუში ბავშვობის მოგონებები გაიხსენა და ისაუბრა იმაზე, თუ როგორ მოხვდა "ლა მასიაში".

    "ჩემი მშობლიური ქალაქის, ვიგოს გუნდში გამოვდიოდი. დედაჩემი უფლებას არ მაძლევდა მამაჩემის ყოფილ გუნდში მეთამაშა, რადგან მას ფეხბურთელობის დროს გარკვეული პრობლემები ჰქონდა. დედაჩემი მე და ჩემ ძმას იქ თამაშის ნებას არ გვრთავდა.

    ჩვენ და ჩემი სკოლელი მეგობრები ერთ გუნდში ვთამაშობდით. შესანიშნავი სეზონი გვქონდა. "რეალი", "სელტა", "დეპორტივო" დავამარცხეთ. ესპანეთში ყველა კლუბს მოვუგეთ.

    ერთხელ, როდესაც "ბარსელონასთან" ვითამაშეთ, მატჩის შემდეგ მამაჩემმა მითხრა: "ტიაგო, აქამდე არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ მათ უნდათ, რომ მომავალ წელს "ბარსას" ნაწილი იყო. რას ფიქრობ ამაზე?"

    ამ მომენტში დავიშოკე, რადგან "ბარსელონა" შესანიშნავი გუნდი იყო. ამ დროს მან "რეალისა" და სხვა დიდი კლუბების შესახებაც მითხრა, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება უზუსტესი იყო."

    ტიაგომ "ბარსელონა" 2013 წელს დატოვა. 28 წლის ფეხბურთელი "ბაიერნში" გადავიდა, სადაც მისი ყოფილი მთავარი მწვრთნელი, კატალონიური კლუბის ლეგენდა, პეპ გვარდიოლა მუშაობდა.

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    DyBaLa21 გულშემატკივარი [?]

    31 ივლისი 2019 22:35

    აზრზე ხართ ეს რომ დარჩენილიყო რაკიტიჩს აღარ იყიდიდნენ და ეს იქნებოდა ძირიტადი :(((

    0
    გასულია
    vegassi54 Culé [?]

    31 ივლისი 2019 20:53

    ხავის ერთი სეზონი ჰქონდა დარჩენილი და არ დაიცადა გაეკიდა გვარდიოლას, ცოტა რომ მოეთმინა ძირითადსაც გამოკრავდა ხელს მაგრამ ნეიმარი დაემართა და იყოს სადაც არის.

    1
    გასულია
    InFiNiTe8 გულშემატკივარი [?]

    31 ივლისი 2019 19:15

    ციტატა: Greengreen
    ძაან მევასებაა! ამის გაშვება შეცდომა იყოო

    არ იყო შეცდომა. ვერ განვითარდებოდა ფაბრეგასის ხელში და პლუს 25 მილიონი მაშინ დიდი ფული იყო ზამენის კაცში,თან ნახევარდაცვაში გუნდს პრობლემებიც არასდროს ჰქონია

    5
    გასულია
    Greengreen წევრი [?]

    31 ივლისი 2019 17:27

    ძაან მევასებაა! ამის გაშვება შეცდომა იყოო

    3

    პარტნიორები

    Flashscore.ge