AS: მალკომი "ევერტონს" უარს ეუბნება და "ზენიტში" გადადის

"ბარსელონას" ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, მალკომმა, ინგლისურ "ევერტონში" გადასვლაზე უარი თქვა და უპირატესობა რუსულ "ზენიტს" მიანიჭა. ამ ინფორმაციას მადრიდული AS ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "ზენიტი" მზადაა 22 წლის შემტევს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს და ხელფასის სახით წელიწადში 6.5 მილიონი ევრო გადაუხადოს. ასეთ პირობებს ბრაზილიელ მოთამაშეს არცერთი ევროპული კლუბი არ სთავაზობს.
RMC Sport-ის ცნობით, "ბარსელონამ" და "ზენიტმა" ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს. რუსები "ბლაუგრანას" 40 მილიონ ევროს გადაუხდიან. კატალონიელები ბონუსის სახით მალკომის შედეგიანობაზე დამოკიდებულ 5 მილიონსაც მიიღებენ.
გავრცელებული ცნობებით, ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომდევნო მატჩი
10.12.19, 23:55


-
ინტერი
-
ბარსელონა
ჩემპიონთა ლიგა
სან სირო
დარჩა:
წინა მატჩი
7.12.19, 23:55


5
ბარსელონა
2
მალიორკა
ლა ლიგა
კამპ ნოუ
კომენტარები [ 8 ]