იოჰან კრუიფისადმი მიძღვნი ეკიპირება გაყიდვაში ხვალ ჩაეშვება

  • 31-07-2019, 13:34
  • იოჰან კრუიფისადმი მიძღვნი ეკიპირება გაყიდვაში ხვალ ჩაეშვება

    "ბარსელონამ" იოჰან კრუიფისადმი მიძღვნილი ექსკლუზიური სპორტული სამოსი და აქსესუარები გამოუშვა სახელწოდებით Gallina de piel. პროდუქციის შეძენა მხოლოდ "კამპ ნოუზე" მდებარე კლუბის ოფიცალურ მაღაზიაში იქნება შესაძლებელი პირველი აგვისტოდან.

    კოლექციის სახელი დაკავშირებულია იოჰან კრუიფის ცნობილ გამონათქვამებთან. Gallina de piel ნიშნავს ქათმის კანს. ჰოლანდიელი ხშირად სასაცილო ლინგვისტურ შეცდომებს უშვებდა და ესეც ერთ-ერთი მათგანი გახლავთ.

    ერთ-ერთი მაისური ზუტად იმეორებს 1970-იანი წლების მოდელს. 9-ნომრიან მაისურზე კი "კრუიფიზმის" ნიმუში იქნება დაწერილი Salid y disfrutad (მიდი და ისიამოვნე).

    აღსანიშნავია, რომ 27 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნება იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონი. ამ დღესთან დაკავშირებით მრავალი აქტივობა იგეგმება. ერთ-ერთი მათგანი ამხანაგური მატჩია "ბარსელონასა" და "აიაქსის" ახალგაზრდულ გუნდებს შორის. მანამდე კი 26 აგვისტოს "კამპ ნოუს" წინ მფრინავი ჰოლანდიელის ქანდაკება გაიხსნება.

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Bcngeo წევრი [?]

    31 ივლისი 2019 23:03

    ციტატა: nika 54
    ისე მე წელს ვიყავი ბარსელონაში და კამპ ნოუს მუზეუმის გარეშე როგორ წამოვიდოდი. ის რომ მუზეუმი უზარმაზარია ვერ აღწერ, ის რომ ტევა არ არის და თასებთან მისვლაც რო ჭირს სურათის გადასაღებად არც ეგაა გასაკვირი. საინტერესო ისაა რო სწორედ ერთი დიდი ოთახი სრულად ეკუთვნის კრუიფს. ყველაფერი ფოტოებიდან და ეკიპირებიდან დაწყებული რაც კი კრუიფს ეხება სრულად არის წარმოდგენილი. სასწაული აურაა...5 საათი დავდიოდი და ყველაფერი ვერც ვნახე, ყველგან რიგი, .....

    სამახსოვრო ფოტო გადაიღე ვირტუალურ ფეხბურთელებთან?

    0
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    31 ივლისი 2019 21:56

    ისე მე წელს ვიყავი ბარსელონაში და კამპ ნოუს მუზეუმის გარეშე როგორ წამოვიდოდი. ის რომ მუზეუმი უზარმაზარია ვერ აღწერ, ის რომ ტევა არ არის და თასებთან მისვლაც რო ჭირს სურათის გადასაღებად არც ეგაა გასაკვირი. საინტერესო ისაა რო სწორედ ერთი დიდი ოთახი სრულად ეკუთვნის კრუიფს. ყველაფერი ფოტოებიდან და ეკიპირებიდან დაწყებული რაც კი კრუიფს ეხება სრულად არის წარმოდგენილი. სასწაული აურაა...5 საათი დავდიოდი და ყველაფერი ვერც ვნახე, ყველგან რიგი, .....

    2
    გასულია
    Johan Cruyff 14 Culé [?]

    31 ივლისი 2019 19:20

    კაია ასე რო ვცემთ ლეგენდებს პატივს კრუიფის დამსახურებაა დღევანდელი ბარსელონა და საერთოდ ფეხბურთი ამ ლეველზე როა

    2
    გასულია
    MARI=BARCA-fan ფანი [?]

    31 ივლისი 2019 17:08

    === კრუიფისადმი მიძღვნი ეკიპირება smile ===

    ჩაეძინა სტატიის ავტორს და მერე რააა!
    გინდ "მიძღვნი" იყოს, გინდ "მიძღვნილი" !!! smile smile smile

    1
    გასულია
    De jong21 წევრი [?]

    31 ივლისი 2019 14:17

    ბიჭებო ვიტინიო სად გაქრა ბარსა ბდან

    1

    პარტნიორები

    Flashscore.ge