რონალდუ: ბოლო 5 წელიწადში "ბარსელონამ" ბევრი ფული დახარჯა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა მაინც ვერ მოიგო

რონალდუ: ბოლო 5 წელიწადში "ბარსელონამ" ბევრი ფული დახარჯა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა მაინც ვერ მოიგო

ტურინის "იუვენტუსის" ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ აცხადებს, რომ ტრანსფერებში ბევრი ფულის დახარჯვა ჩემპიონთა ლიგის მოგების გარანტია არაა და ამის მაგალითაც "ბარსელონა" მოჰყავს.

"სეზონის წინ, მომდევნო წელი ყოველთვის "იუვენტუსის", "რეალისა" და "ბარსელონას" წლად ფასდება, მაგრამ ჩემპიონთა ლიგას მხოლოდ ერთი გუნდი იგებს.

მაგალითად მოვიყვანოთ "ბარსელონა". კატალონიელებმა, ბოლო 5 წელიწადში, ბევრი ფული დახარჯეს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა მაინც ვერ მოიგეს. ეს ასე არ მუშაობს.

როგორც ყოველთვის, "ბარსა" ახლაც ძალიან ძლიერია. კატალონიელებმა დე იონგი და გრიზმანი შეიძინეს, ისევე, როგორც გასულ სეზონში კოუტინიო და დემბელე." - აცხადებს რონალდუ Marca-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ნეიმარის "ბარსელონაში" შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას რონალდუმ ასე უპასუხა: "მას "რეალს", "ბარსელონასა" და "იუვეს" უკავშირებენ. ეს პრესის საქმეა, რადგან ჟურნალისტებს გაზეთების გაყიდვა სჭირდებათ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ნეიმარი პსჟ-ში დარჩება. თუ ასე არ მოხდა, ის წავა იქ, სადაც ბედნიერი იქნება და თავისი ფეხბურთის თამაშის საშუალება ექნება. მისი თამაშის ყურება მიყვარს იმის მიუხედაად, თუ რომელ გუნდში თამაშობს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #9 30 ივლისი 2019 22:40
    1
    სწორს ამბობს მარა ამ სლისგან ამის მოსმენა ცუდად ჟღერს სულ რო ირონიულად არ ეთქვა.არა სხვანაირად არ გამოდის. როცა ჭ კლასის მწვრთნელები მოგყავს ტრანსფერები მაინც უნსა აკეთო უტიტულოდ რო არ დარჩე. თორე რაც რეალმა 2010 ში ტრანსფერები აკეთა და მწვრთნელები ცვალა 4 წელი ჩწმი ბაბასილი მოიგო მარა ტოპ მწვრთნელი დანიშნეს ანჩელოტის სახით და ლიგაც დადეს. მართალია დისი არაფერი გუნდი იყო და 10 წამი დააკლდათ წაგებამდე მარა ლიგა ჩაეთვალათ
    Culé [?]
    #8 30 ივლისი 2019 22:35
    2
    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    მართალ ბაზრობს, სამწუხაროდ ასეა, როცა მწვრთნელი ვალვერდე გყავს კოუტინიო კიარა სულ რო კრისტინა გვეყიდა მაინც ვერაფერს მოვიგებდით..

    100%
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 30 ივლისი 2019 19:57
    6
    და შენ რო იუვენტუსი "გააძლიერე" ვის რა გადაუღუნე რო?
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    M S N G
    სტუმარი [?]
    #6 30 ივლისი 2019 19:24
    3
    მე რო ბავშვი ვიყავი მშობლები მიყვებოდნენ ზღაპრებს ნაცარქექიაზე წიქარაზე და ასევე მძლეთამძლეზე.

    მე კიდე მოვუყვები ჩემს შვილებს ამბავს აი ამ ყლ?თა ყლ?ზე
    გულშემატკივარი [?]
    #5 30 ივლისი 2019 16:38
    6
    კრისტინააა, დააყენე რააა heart_eyes
    გულშემატკივარი [?]
    #4 30 ივლისი 2019 16:21
    24
    რამე მნიშვნელობა აქვს ბარსამ რეალი იხმარა თუ არა? მე მაგალითად მირჩევნია არ იხმაროს ყოველ წელს, მაგრამ სამაგიეროდ ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფით დაასრულოს სეზონი:)) მართალს ამბობს, მწარე სიმართლეს ამბობს! რამდენი დავხარჯეთ და რა მივიღეთ? ლა ლიგა/კოპა დელ რეი?
    მწვრთნელის ბრალია ეს, ხელმძღვანელობის, თუ ფეხბურთელების უმოტივაციობით ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რაღაც მხრივ სამივეს ბრალია...
    De jong21
    სტუმარი [?]
    #3 30 ივლისი 2019 16:09
    1
    ციტატა: NS50
    ციტატა: De jong21
    ეგ ბარსა იყო სადაც დაგიჭერდათ იქ რო გაფარჩაკებდათ მესის გარეშეც და მესისთან ერთადაც

    1000% magram Es imdenadaa sakutar tavze sheyvarebuli, rom gundis wagebas sakutar wagebad ar tvlis, mtavaria goli gaitanos

    იმდენი გაქონდა რო :დდდდ
    NS50
    სტუმარი [?]
    #2 30 ივლისი 2019 15:56
    2
    ციტატა: De jong21
    ეგ ბარსა იყო სადაც დაგიჭერდათ იქ რო გაფარჩაკებდათ მესის გარეშეც და მესისთან ერთადაც

    1000% magram Es imdenadaa sakutar tavze sheyvarebuli, rom gundis wagebas sakutar wagebad ar tvlis, mtavaria goli gaitanos
    De jong21
    სტუმარი [?]
    #1 30 ივლისი 2019 15:25
    27
    ეგ ბარსა იყო სადაც დაგიჭერდათ იქ რო გაფარჩაკებდათ მესის გარეშეც და მესისთან ერთადაც