მაიამი - "ელ კლასიკოდან" "ნაპოლი" - "ბარსელონამდე"

  • 30-07-2019, 10:30
  • მაიამი - "ელ კლასიკოდან" "ნაპოლი" - "ბარსელონამდე"

    "ბარსელონა" მაიამიში ბრუნდება, ქალაქში, რომელთანაც განსაკუთრებული მოგონებები აკავშირებს.

    საფეხბურთო ისტორიის წიგნებს მრავალი "კლასიკო" ახსოვს ლა ლიგის, კოპა დელ რეის, ჩემპიონთა ლიგის თუ ამხანაგური შეხვედრების ეგიდით, მაიამის "კლასიკო" კი ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ორი წლის წინ "რეალი" და "ბარსელონა" ერთმანეთს სწორედ ამ ქალაქში, "ჰარდ როქ სთედიუმზე" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. 66 014 მაყურებლის წინ არაჩვეულებრივი საფეხბურთო შოუ დაიდგა. საბოლოოდ, შეხვედრა კატალონიელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა. გოლები რაკიტიჩმა, პიკემ და მესიმ გაიტანეს.

    ამ ზაფხულს კი ამერიკული ტურნეს ფარგლებში "ბლაუგრანა" "ნაპოლისთან" შეხვედრას სწორედ მაიამიში გამართავს. ეს პრესეზონის მეორე ელემენტი იქნება. იაპონური ტურნეს შემდეგ გამპერის თასზე კლუბი "არსენალს" დაუპირისპირდება. მერე კი ოკეანის გადაღმა კარლო ანჩელოტის გუნდს შეხვდება. მაიამი კიდევ ერთხელ არაჩვეულებრივი სანახაობის მომსწრე გახდება.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge