"ვალენსიაში" არსებულ კრიზისს რაფინიას ტრანსფერი ეწირება

  • 29-07-2019, 16:27
  • "ვალენსიაში" არსებულ კრიზისს რაფინიას ტრანსფერი ეწირება

    "ბარსელონას" ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველის, რაფინია ალკანტარას "ვალენსიაში" ტრანსფერი, შესაძლოა, "ღამურებში" არსებული არეულობის გამო ჩაიშალოს.

    "ვალენსიას" მეპატრონეს, პეტერ ლიმსა და კლუბის გენერალურ დირექტორს, მატეუ ალემანის შორის კონფლიქტია. ეს უკანასკნელი გათავისუფლების ზღვარზეა და Sport-ის ცნობით, ამან, შესაძლოა, რაფინიასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში შეიყვანოს.

    "ბარსელონა" და "ვალენსია", ბოლო დროს, რაფინიას ტრანსფერთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებდნენ. კლუბები ტრანსფერის თანხაზე, 15 მილიონზე უკვე შეთანხმდნენ. მოსაგვარებელი იყო მხოლოდ გადახდის ტიპი. "ბარსელონა" თავიდან 10 მილიონს ითხოვდა, "ვალენსია" კი 3 წლის განმავლობაში, წელიწადში 5 მილიონის გადახდაზე იყო მზად.

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    3 - 30 ივლისი 2019 01:10

    15 მილიონის გადახდას 3 წელი რომ უნდება იმ გუნდს რიზი პრეტენზია უნდა ჰქონდეს.

    1
    გასულია

    2 - 29 ივლისი 2019 18:18

    აჩუქონ... აჩუქონ...ოღონდ მოშორდეს ბარსას

    0
    გასულია

    1 - 29 ივლისი 2019 17:55

    გააჯ.ვან რა საერთოდ ხო არ ვაჩუქოთ ბარემ. ვაფშე არ გაყიდონ და სადმე გაანათხოვრონ 1 წელი ისეთ გუნდში სადაც ძირითადში იქნება. შემდეგ წელს 25ში მინიმუმ გავყიდით თუ ტრავმა არ მიიღო.

    1

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი