ანდრეს ინიესტა: "ბარსელონასთან" თამაში დიდი პატივია

ანდრეს ინიესტა: "ბარსელონასთან" თამაში დიდი პატივია

"ბარსელონას" ლეგენდამ, "ვისელ კობეს" ახლანდელმა ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ კატალონიურ გუნდთან ხვალ გასამართი ამხანაგური მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

"ბარსელონასთან" თამაში ჩვენი კლუბისთვის დიდი პატივია. ეს იქნება განსაკუთრებული მატჩი, რომლითაც შევეცდებით ვისიამოვნოთ. ჩემთვის პირადად ყოფილ თანაგუნდელებთან შეხვედრა განსაკუთრებული იქნება. შევეცდებით გავაკეთოთ ის, რაც ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის კარგად ჩატარებაში და გულშემატკივრებისთვის შესანიშნავი სპექტაკლის დადგმაში დაგვეხმარება.

ყოველთვის ვცდილობთ ლამაზი ფეხბურთი ვითამაშოთ, ვაჩვენოთ ჩვენი სტილი. ვცდილობთ კარგად ვითამაშოთ და მოვიგოთ, თუმცა ეს რთულია. ამისათვის შესაფერისი ფეხბურთელები გვჭირდება. კლუბი - ამაზე, ჩვენ კი შედეგების შეცვლაზე ვმუშაობთ. კარგი შედეგების წყალობით ნდობის მოპოვებას შევეცდებით." - ციტირებს ინიესტას სიტყვებს Marca.

"ვისელ კობე" და "ბარსელონა" ერთმანეთს ხვალ, თბილისის დროით 14:00 საათზე დაუპირისპირდებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    realis dedas sheveci
    სტუმარი [?]
    #2 27 ივლისი 2019 10:37
    0
    ციტატა: DebruyneDebruyne
    Sad sheizleba vuyuro am tamashs vibnes sheuzlia mipasuxos

    sportv.ws შეგიძლია
    DebruyneDebruyne
    სტუმარი [?]
    #1 26 ივლისი 2019 23:08
    0
    Sad sheizleba vuyuro am tamashs vibnes sheuzlia mipasuxos