"ბარსელონა", შესაძლოა, რაკიტიჩმა ან ვიდალმა დატოვოს

  • 26-07-2019, 14:07
  • "ბარსელონა", შესაძლოა, რაკიტიჩმა ან ვიდალმა დატოვოს

    Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა" ერთ-ერთ ცენტრალურ ნახევარმცველთან განშორებას აპირებს.

    ფრენკი დე იონგის "ბარსაში" გადასვლის შემდეგ, კატალონიურ კლუბში უკვე 9 ნახევარმცველი ირიცხება, რაც საკმაოდ ბევრია.

    მადრიდული წყაროს ცნობით, "ბლაუგრანა", სავარაუდოდ, ივან რაკიტიჩს ან არტურო ვიდალს გაყიდის. გუნდის მთავარ მწვრთნელს, ერნესტო ვალვერდეს, ორივე ფეხბურთელი მოსწონს, თუმცა ის აცნობიერებს, რომ ერთ-ერთ მათგანს წასვლა მოუწევს.

    გარდა იმისა, რომ "ბარსას" უკვე ბევრი ნახევარმცველი ჰყავს, რაკიტიჩის ან ვიდალის წასვლას კიდევ 2 მიზეზი აქვს: 1) ორივე ფეხბურთელი უკვე ასაკშია; 2) "ბარსას" ერთ-ერთი მათგანის გაყიდვით გაყიდვით კარგი თანხის გამომუშავება შეუძლია, რაც კლუბს ნეიმარის "პარი სენ-ჟერმენიდან" დაბრუნებაში გამოადგება.

    იმავე წყაროს ინფორმაციით, არტურო ვიდალის შეძენის სურვილს მილანის "ინტერი" გამოთქვამს. რაც შეეხება ივან რაკიტიჩს, ხორვატ მოთამაშეს წასვლა არ სურს. ის დარწმუნებულია, რომ მომავალ სეზონში კვლავ ძირითადის ფეხბურთელი იქნება.

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    ბლაუგრანა_12 წევრი [?]

    26 ივლისი 2019 22:55

    მგონი უფრო რაკეტა უნდა წავიდეს,გუნდს ახალი სახეები სჭირდება.

    0
    საიტზეა
    lesane C ფანი [?]

    26 ივლისი 2019 20:08

    ციტატა: Barca_MNS
    აი რაკიტიჩზე რო იძახით: გაასხას, წაეთრიოს, გავაგდოთ, დაახვიოს და ა.შ___ჯერ რა მიდგომაა ფეხბურთელის მიმართ რომელიც მართლა ბოლომდე იხარჯება გუნდისთვის. უბრალოდ მაინტერესებს რამ გამოიწვია ეს დამოკიდებულება, ნუ შეიძლება არ მოგწონდეს პიროვნულად მაგრამ ეგეთი სტილის მოთამაშეა, ელოდით ახლა რაკიტიჩისგან 10-15 გოლს სეზონში? შავი საქმის გასაკეთებლადაა გუნდში და აკეთებს კიდეც, უბრალოდ დანახვა უნდა. ფინტები თუარააქ და 3-4 არ ურტყამს კარში თამაშში არაა გასაკვირი. არც მაგის საქმეა. ბაზარი არაა გაყიდონ იქნებ უკეთესიცაა მაგრამ ასეთი არაფერი დაუშავებია ქომაგებისთვის თავზე ასხათ ყოველ კომენტარში. ჩემი აზრით ეს პირველ რიგში ფეხბურთის აზრზე არ ყოფნას ნიშნავს სხვა არაფერს

    რავი რით ვერ დაასრულა შავი სამუშაოს შესრულება,დავყუშვათ და ბუსკეცი და ეგ ორივე ერთად შავ სამუშაოს ასრულებენ,სად აისახა გუნდზე ეგ და ამის ბოლომდე დახარჯვა რაში გამოიხატება,თამაშების უმეტესობაში რო მონაწილეობს? თუ რაში,ერთადერთი რეალთან იხარჯება ხოლმე რასაც ქვია დანარჩენში მე ვერ ვხედავ ამის ბოლომდე დახარჯვას და შავ სამუშაოს და შეიძლება მართლა მე ვერ ვხედავ და ამის სიძულვილმა დამაბრმავა,მარა მე ასე ვთვლი და კომენტარის დაწერის უფლებაც მაქ მგონი, ტაკ შტო ძაან კაი თუ რაკითიჩს გაასუხარებენ :D,ცოტა ფულს მაინც აიღებენ და აღარც იმაზე ვინერვიულებთ რო ახალგაზრდებს განვითარებაში ხელს შეუშლის

    0
    გასულია
    Barca_MNS ფანი [?]

    26 ივლისი 2019 18:37

    აი რაკიტიჩზე რო იძახით: გაასხას, წაეთრიოს, გავაგდოთ, დაახვიოს და ა.შ___ჯერ რა მიდგომაა ფეხბურთელის მიმართ რომელიც მართლა ბოლომდე იხარჯება გუნდისთვის. უბრალოდ მაინტერესებს რამ გამოიწვია ეს დამოკიდებულება, ნუ შეიძლება არ მოგწონდეს პიროვნულად მაგრამ ეგეთი სტილის მოთამაშეა, ელოდით ახლა რაკიტიჩისგან 10-15 გოლს სეზონში? შავი საქმის გასაკეთებლადაა გუნდში და აკეთებს კიდეც, უბრალოდ დანახვა უნდა. ფინტები თუარააქ და 3-4 არ ურტყამს კარში თამაშში არაა გასაკვირი. არც მაგის საქმეა. ბაზარი არაა გაყიდონ იქნებ უკეთესიცაა მაგრამ ასეთი არაფერი დაუშავებია ქომაგებისთვის თავზე ასხათ ყოველ კომენტარში. ჩემი აზრით ეს პირველ რიგში ფეხბურთის აზრზე არ ყოფნას ნიშნავს სხვა არაფერს

    6
    გასულია
    Don_Andresito [?]

    26 ივლისი 2019 16:46

    მიუხედავად იმისა რო ბარსაში თამაშის გამოცდილება და ასე თუ ისე კლასიც რაკიტიჩს მეტი აქვს, ჩვენ ეხლა ვიდალი უფრო გვჭირდება. ტექნიკური პასის კულტურიანი ნახევარმცველები ბლომად მოგროვდნენ, ვიდალს კიდე აქვს რაღაც განსხვავებული, მეომარია, არავის დააჩაგვრინებს არტურს და დე იონგს, თან რაკიტიჩში 40-45 ავიღებთ, ვიდალში კიდე 20 ზე მეტს არავინ მოგვცემს. ამიტო რაკიტიჩი წავიდეს. ვიდალი კიდე 1 წელი დარჩეს, მერე ალენიაც მომწიფდება, პუჩიც იქნებ მოიხოდოს, ორიოლი კიდე ხავის მოსვლამდე გაუშვან ვალვერდეს ხელში არ აქვსაზრი არც პუჩის და არც პატარა ბუსის დაწინაურებას

    4
    გასულია
    king artthur გულშემატკივარი [?]

    26 ივლისი 2019 15:58

    არგვჭირდება რაკიტიჩი

    2
    გასულია
    Guro წევრი [?]

    26 ივლისი 2019 15:49

    საერთოდ ორივე გაუშვან და ორიოლ ბუსკეცი დააწინაურონ.ანდა რაკიტიჩი რომელიც არაა ბარსას ძირითადის დონე

    2
    გასულია
    გიორგი_ბარსა წევრი [?]

    26 ივლისი 2019 15:01

    tu ert ertis wasvlaa rakitichi gaushvan metsac aigeben da tan vidalis gayidva dzaan didi uazroba mgonia radgan mas is aqvs rac bevrs ara.es is mondomebaa.

    1
    გასულია
    ROUCH Culé [?]

    26 ივლისი 2019 14:28

    გაასხას რაკიტიჩმა, ზუსტად იმიტო რო გონია სასტარტოსი იქნება და ის სამში გრძელიც ვიცი დააყენებს, მაგიტო მინდა რო მოაშორონ გუნდიდან და ახალგაზრდებს მიცენ დრო და საშუალება გამოადგნენ გუნდს

    4
    გასულია
    FAN OF BARCELONA Culé [?]

    26 ივლისი 2019 14:17

    Robertos wasvlaze rato araferi iwereba vapshe ? Marjvena mcvelad xo agvashena da exla nsxevardacvashi gadayavt

    3
    გასულია
    Barca_MNS ფანი [?]

    26 ივლისი 2019 14:14

    ორი მხარეა ახლა აქ ..ბურთის დამჭერი ზამენაც გვინდა რაკიტიჩის სახით დაფასების ამბავშიც რაკეტას დატოვება ჯობია...მეორეა მებრზოლი ტიპუ გუნდში.ჩემი აზრით, რაკეტას უნდა კითხონ და შესთავაზონ მაქსიმუმ რისი შეთავაზებაც შეუზლიათ, თუ არ აწყობს მისთვისვე ჯობია წავიდეს...მოკლედ რაკიტიჩი მაგარი დაუფასებელია რა, ეგრრ ხელწამოსაკრავი არაა, არ იმსახურებს უბრალოდ.

    5

    პარტნიორები

    Flashscore.ge