იასპერ სილესენი რაფინიას "ვალენსიაში" იწვევს

  • 24-07-2019, 01:33
  • იასპერ სილესენი რაფინიას "ვალენსიაში" იწვევს

    "ბარსელონადან" "ვალენსიაში" ახლახანს გადასული ჰოლანდიელი მეკარე იასპერ სილესენი მის ყოფილ დანაგუნდელს, კატალონიური კლუბის ნახევარმცველს, რაფინია ალკანტარასაც "ღამურებში" გადაბარგებას ურჩევს.

    "რაფინია "ვალენსიაში" ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნებოდა. ის ჩემი მეგობარია და მისი აქ გადმოსვლა მინდა.

    ალკანტარა ძალიან კარგი ფეხბურთელია. მას უბრალოდ ტრავმებში არ გაუმართლა." - ციტირებს სილესენის სიტყვებს Marca.

    რაფინიას "ვალენსიაში" ტრანსფერს "ბარსელონას" მიერ 26 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხა, 15 მილიონი ევრო აფერხებს, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები შეთანხმებას მაინც მიაღწევენ.

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    5 - 24 ივლისი 2019 13:21

    ციტატა: Guro
    ჩელსისთან მაგარი მონდომებული ჩანდა.მე დავტოვებდი კიდე 1წლით

    ყოველთვის მონდომებულია მოედანზე მაგრამ ტრავმები სასტიკად ექცევა, თან სულ ერთი და იგივე ტრავმა ემართება რომელზეც ოპერაცია ჭირდება

    0
    გასულია

    4 - 24 ივლისი 2019 12:35

    15-ზე მეტიც ღირს მაგრამ ვინაა გამხდელი. ბარსა რომ ყიდულობდეს 30-ზე ნაკლებად არავინ არ დაგვითმობს.

    0
    გასულია

    3 - 24 ივლისი 2019 12:05

    ჩელსისთან მაგარი მონდომებული ჩანდა.მე დავტოვებდი კიდე 1წლით

    0
    გასულია

    2 - 24 ივლისი 2019 10:51

    15 მილიონი სასაცილოა😟 ესენი მგონი მართლა ფულს ათეთრებენ და ის დროც მოვა ცხვირა რომ პერედაჩებს შეუგზავნის ციხეზე ბართლომეუს. გუნდი დაზარალდება თორე თირსი კია აფერისტი მაიმუნი

    0
    გასულია

    1 - 24 ივლისი 2019 03:42

    გაატანეტ ვალენსიას

    4
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი