19 წლის წინ გასპარი "ბარსელონას" 36-ე პრეზიდენტი გახდა

19 წლის წინ გასპარი "ბარსელონას" 36-ე პრეზიდენტი გახდა

ზუსტად ამ დღეს, 2000 წლის 23 ივლისს, ჟოან გასპარი, რომელიც 22 წელი "ბარსელონას" წინა, 35-ე პრეზიდენტის - ხოსეპ ლუის ნუნიესის მოადგილე გახლდათ (ვიცე), კლუბის ახალ პრეზიდენტად აირჩიეს. 

გასპარმა ხმების უმრავლესობა - 45 000 ხმა მიიღო და კატალონიური კლუბის 36-ე პრეზიდენტი გახდა. მისი მოღვაწეობა არც თუ ისე დიდ ხანს გაგრძელდა, 2003 წლის 12 თებერვალს, გასპარი დროებით ენრიკ რეინამ ჩაანაცვლა. გასპარი "ბარსელონას" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ, თუმცა ამავდროულად ერთ-ერთი ცუდი პრეზიდენტიც. 

გასპარის პრეზიდენტობის დროს შეგვიძლია გავიხსენოთ, ლუიშ ფიგუს "რეალში" გადასვლა, ასევე მარკ ოვერმარსის შეძენა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.