მატიას დე ლიხტი: "ბარსელონაში" გადასვლას ბევრი მირჩევდა

  • 23-07-2019, 01:04
  • მატიას დე ლიხტი: "ბარსელონაში" გადასვლას ბევრი მირჩევდა

    "იუვენტუსის" ახალწვეული მატიას დე ლიხტი, რომლის შეძენა "ბარსელონასაც" უნდოდა, აღიარებს, რომ კატალონიურ კლუბში გადაბარგებას ურჩევდნენ და მის გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ განმარტავს.

    "ბარსელონაში" გადასვლას ბევრი მირჩევდა, მაგრამ მათ ვუთხარი, რომ ყველაფერი უნდა გამეანალიზებინა და საუკეთესო ვარიანტი ამერჩია.

    მე და ფრენკმა ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, თუ რის გაკეთებას ვაპირებდით. ერთმანეთთან პირდაპირები ვიყავით. კარგი იქნებოდა, რომ ისევ ერთად გვეთამაშა, მაგრამ ჩვენი კარიერა სხვის გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული არ უნდა იყოს. ჩვენ კარიერის საკუთარი გზები გვაქვს. დადებითი და უარყოფითი მხარეები გავარჩიე. საბოლოოდ, თავი კარგად უნდა იგრძნო იმ კლუბში, რომელიც უფრო გენდობა. აი, ამიტომ გადმოვედი "იუვენტუსში".

    ფულს ჩემ გადაწყვეტილებაში არანაირი როლი არ უთამაშია. ყველა, ვინც მიცნობს, იცის, რომ სიმართლეს ვამბობ. მინო რაიოლა ჩემი აგენტია და კომერციულ საკითხზე პასუხისმგებლობას ის იღებს, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემ მიერ სპორტული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ხდება. ფული პრიორიტეტი არასდროს ყოფილა." - ციტირებს დე ლიხტის სიტყვებს Sport.

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    23 ივლისი 2019 16:47

    კაროჩე ამან დაიწყო გრიზმანივით ჩლიფინი, რონალდუმ შეაქო და დაუბერა ამანაც, ასე გონია რონალდუს მიყავს გუნდის თამაში. გაისად აწკმუტუნდება ესეც გრიზმანივით და ნეიმარივით.

    ციტატა: BOMBORA
    კეინმა მოგართვა საჩუქარი ?

    ისე თვითონ ჯეინს მიართვეს მაგარი საჩუქარი და იცით ვიინ? იმ სანჩესივით აკეცილი ტრუიკით რო თამაშობს და დედამისის ღორობის გამო რო დაკარგა ბარსა. დიახ, დიახ რაბიომ დაკარგა ბურთი უაზროდ ცენტრში, ისევე როგორც დღეს ბუსკეცმა.

    0
    გასულია
    M S N G წევრი [?]

    23 ივლისი 2019 08:00

    კეინმა მოგართვა საჩუქარი ?

    6
    გასულია
    Gaucho24 გულშემატკივარი [?]

    23 ივლისი 2019 01:28

    დიდი ხანია არაფერი დამიწერია და უბრალოდ ვიტყვი , აღფრთოვანებული ვარ იმით რასაც რეალი აკეთებს , მიუხედავად იმისა რომ ვერ ვიტან არ ნიშნავს რომ არ ვაფასებ , ფლორენტინო პერესი უბრალოდ შეუდარებელი პრეზიდენტია და ახლავე ვიტყვი რატომაც.. პირველ რიგში როდესაც შეამჩნია რომ რეალს კრიზისი ეწყებოდა და დიდ ხნიან ჩავარდნას უწინასწარმეტყველებდნენ ( რაც გამორიცხული არ არის ) მან ზიდანი დააბრუნა და ამის შემდეგ გუნდს ისე აკომპლექტებს როგორც საჭიროა , პერსპექტიული ახალგაზრდები და გამოცდილი ვარსკვლავები , კუბო როდრიგო ვინიციუსი მილიტაო აზარი იოვიჩი ახლა პოგბასაც დიდი ალბათობით დაიმატებენ და გუნდს გაწმენდენ ისე როგორც საჭიროა და ბარსა რას აკეთებს , მწვრთნელი რომელიც ბარსას ხელმძღვანელობის გარდა ყველას სძულს და რომელსაც ყველა დასცინის გუნდში დარჩა ყველაზე დიდი მარცხის შემდეგ , გუნდი კარგავს თავის სტილს და არანაირი იმედი არ არსებობს რომ მესის წასვლის შემდეგ მილანს არ დავემსგავსებით და კრიზისი არ დაგვეწყება , გუნდში თაობათა ცვლა არ მიმდინარეობს , აკადემია იშლება , ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა აკადემიაში ხავი სიმონსი შეიძლება დავკარგოთ , გუნდში კონკურენცია კარგია მაგრამ ზედმეტი არ შეიძლება , ფეხბურთელი რომელიც ნახევარმცველია და სიღრმიდან თამაში და შეტევის ორგანიზება ევალება ფლანგზე არ უნდა თამაშობდეს , გუნდში ერთი მარცხენა მცველი არ უნდა იყოს , ნახევარმცველად დაწყებული კარიერის მქონე ფეხბურთელი ძირითადის მარჯვენა მცველი არ უნდა იყოს , ნახევარდაცვაში სამი ჩამშლელი ბუსკეცი რაკიტიჩი ვიდალი არ უნდა იდგეს , ცენტფორვარდის ასე განებივრება და შემცვლელის გარეშე დატოვება არ შეიძლება , ახალგაზრდა პერსპექტიულ ფეხბურთელებზე ფულის კეთება ბარსას სტილი არ არის , ყოველთვის მესის იმედზე ვერ ვიქნებით , სხვებს შანსი უნდა მიეცეს , მალკომი რიკი ალენია კოუტინიო ( ცენტრში ) , ლაღი ფეხბურთის თამაშით უნდა დომინირებდეს ბარსელონა და არა შედეგის შენარჩუნებაზე ზრუნავდეს ეს დაღუპავს ბარსას და რაც შეეხება ამ ზაფხულის ტრანსფერებს , დე იონგზე ვაფანატებ ისე მომწონს და თუ ვალვერდე არ ათამაშEბს და გააფუჭებს უბრალოდ საგინებელი აღარ იქნება ბევრად მეტი იქნება , გრიზმანს თუ სკამზე დაალპობს და სუარესს არ დასვამს სათადარიგოზე გუნდის შიდა სამზარეულო უფრო აირევა , არტურს თუ განვითარების საშუალებას არ მისცემს ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის აღარ ვიქნებით სასურველი კლუბი და დე ლიხტის დაკარგვა უბრალოდ არ შეიძლებოდა მესმის რომ ასე მოხდა და მისთვის სწორი არჩევანი გააკეთა მაგრამ ბარსას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა მომავალში საუკეთესო მცველის დასამატებლად როდესაც გუნდში მემარჯვენე მცველი მხოლოდ ასაკში შესული პიკეა ყველა პოზიციას ყოველწლიურად ჭირდება გაძლიერება ახალი სისხლი ყოველთვის საჭიროა მაგრამ არა გამოუსადეგარი სისხლი და ბარსა ამდენს ვერ ხვდება და რაც შეეხება ნეიმარს მის დაბრუნებას დიდი სიხარულით შევხვდები რადგან როგორც არასდროს ისე გვჭირდება ახლა ნეი მაგრამ ამისთვის ბევრის დათმობაა საჭირო , ბევრის და არა ყველაფრის , არ შეიძლება უმტიტი სემედუ ჩართო საქმეში როცა უკეთესები არ გყავს , რაკიტიჩი/ვიდალი , კოუტინიო , კოუ ძალიან მომწონს მიუხედავად ამ სეზონისა ძალიან მაგარია და დიდი ხანი მინდოდა ბარსაში მაგრამ უბრალოდ არ გაუმართლა და მიუხედავად იმისა რომ მინდა დარჩეს და ცენტრში ითამაშოს დე იონგთან და არტურთან ერთად ნეიმარისთვის მასაც დავთმობდი და რამე რომ იყოს დემბელესაც , არც მისი წასვლა არ მინდა , მაგრამ ნეიმარის მოსვლა უფრო მინდა. იმედია დაბრუნდება ნეიმარი , ალბას შემცვლელს მოიყვანენ , პერსპექტიულ ახალგაზრდებზე იმუშავებენ , აკადემიას მიხედავენ და ვალვერდესაც მალე გაუშვებენ რომ ბარსამ თავისი სტილი და დომინირება დაიბრუნოს და არა მხოლოდ მესის ხარჯზე , არამედ გუნდურობის და გუნდის ხარჯზე რომლის ლიდერიც მესი იქნება , გუნდი არ უნდა იყოს ფეხბურთელი , გუნდი გუნდი უნდა იყოს..

    21
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    23 ივლისი 2019 01:23

    ფაქტიურად ბევრმა გიტხრა რო სამი ასო ხარ

    7
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied