იასპერ სილესენი: "ვალენსიაში" თამაში უკეთესია, ვიდრე "ბარსელონაში" სკამზე ჯდომა

  • 22-07-2019, 17:56
  • იასპერ სილესენი: "ვალენსიაში" თამაში უკეთესია, ვიდრე "ბარსელონაში" სკამზე ჯდომა

    "ბარსელონადან" "ვალენსიაში" ახლახანს გადასული ჰოლანდიელი მეკარე იასპერ სილესენი კატალონიური კლუბიდან წასვლის მიზეზებზე საუბრობს.

    "თამაში მინდა. "ვალენსია" დიდი ისტორიის მქონე კლუბია. "ღამურებმა" შესანიშნავი გუნდი შეკრიბეს. ჩემთვის ეს კარგი ვარიანტი იყო. აი, რატომ ვარ აქ. ჩემი კარიერის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მუდმივი სათამაშო პრაქტიკაა. აქ ამის შესაძლებლობა მექნება.

    როდესაც "ბარსელონაში" გადავედი, ტერ შტეგენი ასეთ მაღალ დონეზე არ იმყოფებოდა. 3 წლის შემდეგ ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდა. ვფიქრობ, ორივე უკეთესები გავხდით, მაგრამ ჩემი წასვლის დრო მოვიდა.

    "ბარსელონაში" პრობლემები არ მქონია. ჩემთვის ყველაზე მთავარი თამაშია. ეს ერთადერთი მიზეზია, რის გამოც აქ ვარ. ჩემთვის "ვალენსიაში" გადმოსვლა უკან გადადგმული ნაბიჯი არაა. აქ თამაში უკეთესია, ვიდრე "ბარსელონაში" სკამზე ჯდომა." - ციტირებს სილესენის სიტყვებს Marca.

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    4 - 22 ივლისი 2019 19:26

    ბაზარი არა

    11
    გასულია

    3 - 22 ივლისი 2019 19:11

    ცოდო იყო ეს სკამზე და სწორიც ქნა რო წავიდა

    12
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    2 - 22 ივლისი 2019 18:55

    წარმატებები.

    14
    გასულია

    1 - 22 ივლისი 2019 18:07

    100% სილესენ

    16

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი