ფრენკ ლემპარდი: "ბარსელონა" მეტია, ვიდრე კლუბი

  • 22-07-2019, 17:30
  • ფრენკ ლემპარდი: "ბარსელონა" მეტია, ვიდრე კლუბი

    ლონდონის "ჩელსის" ლეგენდარული ნახევარმცველი და ახალი მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლემპარდი "ბარსელონასთან" ხვალ გასამართ დაპირისპირებაზე საუბრობს.

    "ბარსელონასთან" არაერთი მოგონება მაკავშირებს, ზოგი კარგი და ზოგიც ცუდი. ამ კლუბის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემით ვიყავი განწყობილი, რადგან როდესაც "ბარსელონას" ეთამაშები, იცი, რომ, როგორც ისინი ამბობენ, ეს მეტია, ვიდრე უბრალოდ კლუბი. მე ამას ვეთანხმები. მათთან თამაშით ძალიან ამაყები ვართ.

    "ბარსელონასთან" ჩვენი დაპირისპირება ხანგრძლივი და შესანიშნავია. "ბარსამ" მეტჯერ დაგვამარცხა, მაგრამ ფეხბურთი ცხოვრებას ჰგავს და მოგებას უფრო იმახსოვრებ, ვიდრე წაგებას." - ციტირებს ლემპარდის სიტყვებს "ჩელსის" ოფიციალური ვებგვერდი.

    "ბარსელონა" "ჩელსის" ხვალ, აზიური ტურის ფარგლებში დაუპირისპირდება. თამაში თბილისის დროით 14 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    4 - 22 ივლისი 2019 19:33

    ლამპარდი და ჯერარდი ორივე ძაან მევასებოდა ეჰჰ რა ცუდია ასაკიი

    3
    გასულია

    3 - 22 ივლისი 2019 19:28

    ასე მხატვრულად პოეტები ვერბაზრობენ საღოლ❤

    2
    გასულია

    2 - 22 ივლისი 2019 19:05

    ყოველთვის მევასებოდა ლამპარდი აი ყოველთვის <3

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    1 - 22 ივლისი 2019 18:05

    ლემპარდი

    3
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი