"ბარსელონა" იაპონიაში ჩაფრინდა

  • 21-07-2019, 14:44
  • "ბარსელონა" იაპონიაში ჩაფრინდა

    "ბარსელონა" ტოკიოს ჰანედას საერთაშორისო აეროპორტში უკვე ჩაფრინდა. კატალონიელებს ადგილზე იაპონელი ფანები დახვდათ, რომლებიც ფოტოების გადაღებასა და ავტოგრაფების აღებას ცდილობდნენ.

    "ბარსელონა" ერთი კვირის განმავლობაში რაკუტენის თასზე იასპარეზებს და ტურნირის ფარგლებში "ვისელ კობესა" და "ჩელსის" დაუპირისპირდება.

    ვალვერდეს მიერ გაწვრთნილი გუნდი პირველ შეხვედრას სამშაბათს ლონდონური კლუბის წინააღმდეგ ითამაშებს. ორშაბათს კი წინასამატჩო ვარჯიშს ჩაატარებს. 27 ივლისს "ბლაუგრანა" დაუპირისპირდება "ვისელ კობეს", რომელშიც ანდრეს ინიესტა, დავიდ ვილა და სერჟი სამპერი ასპარეზობენ.

    რაკუტენის თასი იმითაცაა საინტერესო, რომ პირველად ვნახავთ კატალონიელთა რიგებში მოასპარეზე ფრენკ დე იონგსა და ანტუან გრიზმანს. ასევე, ჰიროკი აბესაც. "ბარსელონას" განაცხადს კოპა ამერიკის ტურნირის გამო სამხრეთ ამერიკელები - ლიონელ მესი, ლუის სუარესი, არტურო ვიდალი, კოუტინიო და არტური დააკლდებიან.

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    6 - 21 ივლისი 2019 20:08

    აკი აგვისტოში ითამაშებენო?

    0
    გასულია

    5 - 21 ივლისი 2019 17:10

    აბა ჰე წარმატებები ლომებო (რაკიტიჩი არ იგულისხმება)

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    4 - 21 ივლისი 2019 15:28

    მგონი გვარდის ისკო მიყავს სიტიში.

    4
    გასულია

    3 - 21 ივლისი 2019 15:09

    იუვენტუსის“ ახალწვეულმა კრიტიკით გაკვირვება გამოთქვა.

    „კრიტიკა მაკვირვებს. ყველა იმეორებს, რომ „ბარსელონაში“ უნდა გადავსულიყავი, მაგრამ გადაწყვეტილება პირადად მივიღე.

    იტალიაში გადავბარგდი, რადგან აქ მცველებს ყველაზე მეტად აფასებენ.“ - აღნიშნა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა.

    1
    გასულია

    2 - 21 ივლისი 2019 15:07

    ვიდეოს უყურეთ ხალხი ნეიმარსა ყვირის

    1
    გასულია

    1 - 21 ივლისი 2019 15:02

    წარმატებები და ინი მომიკითხეთ :დ <3

    4

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი