ინტერვიუ ფრენკი დე იონგთან

  • 20-07-2019, 22:02
  • ინტერვიუ ფრენკი დე იონგთან

    "ბარსელონას" ახალწვეულმა, ფრენკი დე იონგმა, კატალონიურ Sport-ს ინტერვიუ მისცა, რომლის დროსაც მან ძალიან საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

    - "ბარსელონაში" პირველი სავარჯიშო სესია ისეთი იყო, როგორსაც მოელოდი?

    - ყველა ვარჯიშზე სიამოვნებას ვიღებ, როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. პირველმა რამდენიმე დღემ, როგორც მოველოდი, ძალიან კარგად ჩაიარა.

    - როდესაც ბარსელონაში ჩამოხვედი, თავს მორცხვად ან მოკრძალებულად გრძნობდი?

    - ვიცი, რას გულისხმობ, მაგრამ მე ჯერ კიდევ ესპანურს ვსწავლობ. გუნდთან ადაპტაციისთვის ესპანური ენა სწრაფად უნდა ვისწავლო. ყველა თანაგუნდელი მეხმარება. თავს სახლში ვგრძნობ.

    - და როდესაც ბურთით ხარ, არ გრძნობ სიმორცხვეს?

    - არა. ფეხბურთელისთვის სიმორცხვე ცუდია. შენი შესაძლებლობები მოედანზე უნდა აჩვენო.

    - როგორ წარმოაჩენდი ფრენკი დე იონგს?

    - მოედანზე ძალიან მომწონს ბურთის ფლობა, ბურთზე თამაში, გუნდთან კავშირი, დრიბლინგი. მოედნის გარეთ მიყვარს თანაგუნდელებთან ერთად გართობა და უბრალოდ მათთან საუბარი.

    - ერნესტო ვალვერდესთან გასაუბრების შანსი გქონდა? როგორია შენი პირველი შთაბეჭდილება მასზე?

    - ვალვერდეზე კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. ის ტაქტიკურად კარგი მწვრთნელია. ერნესტო არ საუბრობს ძალიან ხმამაღლად, ის მშვიდია (დაისვენა). მას ფეხბურთში დიდი გამოცდილება აქვს და იცის, რა უნდა გააკეთოს.

    - გკითხა რომელ პოზიციაზე ისურვებდი თამაშს?

    - სპეციფიკაზე ჯერ არ გვისაუბრია. თუ საკუთარ თავზე ვსაუბრობ, ვფიქრობ, ნახევარდაცვაში ყველგან თამაში შემიძლია. არ აქვს მნიშვნელობა, ეს რომელი პოზიცია იქნება.

    - ვალვერდემ განაცხადა, რომ მომავლის ფებურთელი იყავი, მაგრამ ვფიქრობ, საკუთარ თავს აწმყოშიც ხედავ...

    - იმედია, ასეა! დიახ, მომავლის ფეხბურთელი ვარ, მაგრამ, იმედი მაქვს, ახლაც ვითამშებ. რა თქმა უნდა, მინდა "ბარსას" მნიშვნელოვანი, სასტარტო მოთამაშე ვიყო, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება.

    - განსაკუთრებით რომელი ფეხბურთელი დაგეხმარა ამ დღეებში?

    - ყველა ფეხბურთელი ბევრს მეხმარება. თუ კონკრეტულად ერთი მათგანი უნდა დავასახელო, ბუსკეტსს ვიტყოდი. ის ძალიან მეხმარება ესპანურის სწავლაში, მესაუბრება ქალაქსა და კლუბზე. არა მხოლოდ ის, არამედ ყველა თანაგუნდელი მეხმარება.

    - რატომ გინდოდა ასე ძალიან 21-ნომრიანი მაისური?

    - სხვა ნომრის მორგება პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ, თუ ეს შესაძლებელია, მაშინ 21 ჩემთვის განსაკუთრებულია.

    - რატომაა განსაკუთებული?

    - ბაბუაჩემის დაბადების დღე 21 აპრილი იყო. ის წელიწადნახევრის წინ გარდაიცვალა. ის ჩემი და ჩემი კარიერის დიდი გულშემატკივარი იყო. როდესაც "აიაქსში" პროფესიონალურ დონეზე თამაში დავიწყე, მას შემდეგ ყოველთვის 21 ნომერს ვატარებდი.

    - რას ფიქრობ გრიზმანის ტრანსფერზე?

    - ვფიქრობ, უკვე ვიცით, რომ გრიზმანი საოცარი ფეხბურთელია. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია და ამას დღემდე აჩვენებს. ის კარგი ადამიანი და საოცარი მოთამაშეა. ის ძალიან კარგად ადაპტირდება.

    - გასახდელში ჯერ კიდევ იგრძნობა "ენფილდზე" ან ესპანეთის თასის ფინალში წაგების გავლენა?

    - არამგონია, მათ დაავიწყდათ ის, რაც "ენფილდზე" მოხდა, მაგრამ ისევ ამაზე დარდი სისულელე იქნებოდა. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, როდესაც ამაზე საუბრობ, მაგრამ ეს "აიაქსის" 1/2-ფინალში "ტოტენჰემთან" მარცხს ჰგავს. თუმცა, წინ უნდა იარო. ამ სეზონში ყველა შესაძლო ტიტულის მოგება გვინდა, ამიტომ პოზიტიურად განწყობილნი და ფოკუსირებულები უნდა ვიყოთ. თუ ისევ მოწყენილები ("ლივერპულთან" და "ტოტენჰემთან" წაგება) ვიქნებით, ეს ვერ დაგვეხმარება.

    - ჩემპიონთა ლიგის ტიტული შენთვის და გუნდისთვის განსაკუთრებულია?

    - თანაგუნდელებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ, რა თქმა უნდა, მათ ლიგის მოგება უნდათ. მისი მოგება ჩემთვისაც შესანიშნავი იქნებოდა. გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ვითამაშე და "ტოტენჰემმა" ბოლო დამატებით დროში გამოგვაგდო. მომავალ სეზონში მისი მოგება მინდა.

    - დღეისათვის "ბარსელონაში" ამბობენ, რომ კატასტროფაა, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგას ვერ იგებს...

    - "ბარსელონაში" დიდი ზეწოლაა. ასე იყო "აიაქსშიც", უფრო ქვეყანაში, ვიდრე ევროპაში. ვფიქრობ, ისეთ კლუბში, როგორც "ბარსელონაა", ყველაფრის მოგების სურვილი ნორმალურია. თუმცა, მე არ ვეთანხმები იმას, რომ ჩემპიონთა ლიგის ვერმოგება კატასტროფულ სეზონს ნიშნავს. ჩვენ, შესაძლოა, საოცარი სეზონი ჩავატაროთ და ლიგაზე ცოტა არ გაგვიმართლოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მისი მოგება გვინდა.

    - შენ თქვი, რომ აქ მოხვედი, რათა ძირითადის ფეხბურთელი იყო, მაგრამ ფიქრობ, რომ რთული იქნება ისეთ გამოცდილ ფეხბურთელებთან კონკურენცია, როგორებიც არტურო ვიდალი და რაკიტიჩი არიან?

    - ვფიქრობ, როდესაც "ბარსელონას" მსგავს კლუბში, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში გადადიხარ, ნორმალურია, რომ შენს პოზიციაზე ბევრი კონკურენტი გყავს. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, მოედანზე, ვარჯიშზე, თამაშებში უნდა ვაჩვენო, რომ სასტარტოს ვიმსახურებ, შემდეგ კი გადაწყვეტილებას მწვრთნელი მიიღებს.

    - ძალიან თავდაჯერებულად გამოიყურები. არ ღელავ?

    - რა თქმა უნდა, არ მეშინია, წინააღმდეგ შემთხვევაში "ბარსელონაში" არ გადმოვიდოდი. ვფიქრობ, აქ ყველა ფეხბურთელს ბევრი ნიშან-თვისება აქვს, ამიტომ თითოეულმა უნდა აჩვენოს ის, რისი გაკეთება შეუძლია, შემდეგ კი გადაწყვეტილება მწვრთნელზეა.

    - "ბარსელონას" ბევრი გულშემატკივარი ენთუზიაზმითაა განწყობილი, რადგან ისინი გრძნობენ, რომ გუნდი შენთან ერთად თავის არსს, თავის სტილს დაიბრუნებს. ეს დამატებითი ზეწოლაა?

    - ეს ზედმეტი ზეწოლა არაა. ვფიქრობ, "ბარსა" ყოველთვის ასე თამაშობდა, გასულ სეზონშიც კი. იმედი მაქვს, ამ სეზონში ლამაზი ფეხბურთის თამაშს შევძლებთ, რათა იმ ადამიანებმა, რომლებიც სტადიონზე მოდიან, ისიამოვნონ. ამასთანავე, რა თქმა უნდა, ყველა ტიტულის მოგება შეგვიძლია. ჩემი მიზანი ესაა.

    - ისურვებდი ნეიმართან ერთად თამაშს?

    - რა თქმა უნდა, ნეიმართან ერთად თამაშს ვისურვებდი. ვფიქრობ, ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მე არ ვწყვეტ, ვინ მოვიდეს "ბარსელონაში" და ვინ არა.

    - რას ნიშნავს ლეო მესისთან ერთად ერთ გუნდში თამაში?

    - ვფიქრობ, ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. არა მხოლოდ მესისთან, არამედ ყველა "ბარსელონელთან" ერთად თამაშს მოუთმენლად ველი.

    - იმედგაცრუებული ხარ, რომ დე ლიხტმა "იუვენტუსში" გადასვლა გადაწყვიტა?

    - არა, იმედგაცრუებული არ ვარ. სულაც არა. რასაკვირველია, მისი "ბარსელონაში" გადმოსვლა უფრო გამიხარდებოდა, მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილებაა, რომელიც მან ოჯახთან, აგენტთან და მეგობარ გოგონასთან ერთად მიიღო. მისით მოხარული ვარ. მან დიდი ნაბიჯი გადადგა. მისი ნახვა "ბარსაში" მერჩივნა, მაგრამ "იუვენტუსი" მისთვის კარგი ნაბიჯია.

    - როდესაც ჩემპიონთა ლიგიდან "რეალი" გამოაგდე, "ბარსელონასგან" შეტყობინება მიიღე?

    - თამაშის შემდეგ პრეზიდენტმა (ბართომეუ) მაშინვე დამირეკა და გამარჯვება მომილოცა. 1/4-ფინალში გასვლით გახარებულები ვიყავით, მაგრამ ამასთანავე ჩვენ "რეალი" გამოვაგდეთ.

    - რას ნიშნავს შენთვის იოჰან კრუიფი?

    - ვფიქრობ, კრუიფმა ფეხბურთზე საოცარი გავლენა მოახდინა, განსაკუთრებით "აიაქსსა" და "ბარსელონაში". ჩემი აზრით, ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ტექნიკურ თამაშზე ასეთი დიდი გავლენა სხვა არცერთ ფეხბურთელს არ მოუხდენია, ამიტომ ის განსაკუთრებული ადამიანი იყო.

    - რა გითხრეს "ბარსელონაში" იოჰანის გატარებულ დროზე?

    - მასზე ბევრი მესაუბრა. მისი თამაშისადმი დამოკიდებულება, მართლაც, შესანიშნავი იყო, მაგრამ ისტორიები, რომლებიც მასზე მოსმენილი არ მქონდა, საოცარია.

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    messi and iniesta Culé [?]

    21 ივლისი 2019 12:59

    აბა შენ იცი ფრენკ

    2
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი
    გასულია
    Messi, Iniesta ფანი [?]

    21 ივლისი 2019 11:15

    ფრენკ გვჯერა შენი!❤

    4
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    21 ივლისი 2019 02:53

    "ყველა ფეხბურთელი ბევრს მეხმარება. თუ კონკრეტულად ერთი მათგანი უნდა დავასახელო, ბუსკეტსს ვიტყოდი. ის ძალიან მეხმარება ესპანურის სწავლაში, მესაუბრება ქალაქსა და კლუბზე. არა მხოლოდ ის, არამედ ყველა თანაგუნდელი მეხმარება."

    ბუსისთან იდვიჟენია ფრენკი ხშირად ძალიან ბევრ რამეს გასწავლის

    5
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    me da barca Culé [?]

    20 ივლისი 2019 23:00

    წარმატებებს გისურვებ და ბევრი ლამაზი საღამოები უნდა გვაჩუქო. 👍

    12
    გასულია
    OLD
    OLD წევრი [?]

    20 ივლისი 2019 22:32

    ეჭვიც არ მეპარება რო იფრენ შენ და არტური ერთად მწვერვალებს დაიბყრობთ ბარსასთან მსოფლიოს საუკეთესო კლუბთან ერთად ამაში 100% ვარ დარწმუნებული

    10
    საიტზეა
    MARI=BARCA-fan ფანი [?]

    20 ივლისი 2019 22:31

    ჩვენი ჭკვიანი ბიჭიი, ცუდია რომ ეხლა არტური არ არის, 2 თამაშია მაგრამ ცოტა შეხედავდნენ ერთმანეთს, შეთამაშდებოდნენ..
    მაგრამ მე მგონი ესეც არტურივით იქნება, გამოვიდა მოედანზე და ითამაშა ისე, თითქოს დიდი ხნის თანაგუნდელებთან ერთად თამაშობდა..
    სამივე მაგრები და ძალიან მოტივირებულები არიან..
    ყველას წარმატებები!

    7
    საიტზეა
    ძირს მადრიდი წევრი [?]

    20 ივლისი 2019 22:29

    არასდროს დამავიწყდება ის რაც მადრიდის რეალის წინააღმდეგ აიაქსმა გააკეთა და არც ის რაც უქნა ამ ოროს ბიჯმა ვინიცუისს და მოდრიჩს blush blush

    13
    გასულია
    nikabarca წევრი [?]

    20 ივლისი 2019 22:26

    ერთი სული მაქვს როდის ითამაშებ heart_eyes

    5
    გასულია
    dshvelidze წევრი [?]

    20 ივლისი 2019 22:21

    ყოჩაღ. კაი ბიჭია

    4

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied