რივალდო: გრიზმანთან ერთად ლიგაზე შანსები კიდევ უფრო გაიზარდა

  • 18-07-2019, 22:35
  • რივალდო: გრიზმანთან ერთად ლიგაზე შანსები კიდევ უფრო გაიზარდა

    რივალდოს სჯერა, რომ გრიზმანის მოსვლით "ბარსელონას" შანსები ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ უფრო გაიზრდება.

    "ბარსელონა" ყოველთვის ფავორიტია, გრიზმანის გარეშეც. თუმცა, როდესაც ასეთი დონის ფეხბურთელს ყიდულობ, ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი იზრდება."

    რივალდომ betfair-თან ინტერვიუში ბევრ სხვა საკითხზეც ისაუბრა.

    გრიზმანის ფასი

    "თანხის ინვესტირება ყოველთვის დიდ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. თუ გრიზმანს სურს კრიტიკის საგანი არ იყოს, მან საკუთარი თავის რეალიზაცია უნდა მოახდინოს, ითამაშოს მაღალი ხარისხის ფეხბურთი. თუკი კარგი ფეხბურთელი გსურს, უნდა გადაიხადო კიდეც."

    ნეიმარი

    "ნათელია, რომ ნეიმარი პარიზულ კლუბში ბედნიერი არ არის და თავის გადაწყვეტილებას ნანობს. თუმცსა ყველაფერი ასე მარტივად არაა. პსჟ-მ მასში დიდი თანხმა გადაიხადა და ბუნებრივია, რომ მისი გაშვება არ უნდა."

    კოუტინიო

    "თუ გადაწყვეტილება ჩემზე იქნებოდა დამოკიდებული, "ბარსელონას" პსჟ-ს გამო არ დავტოვებდი. ლა ლიგა გაცილებით კონკურენტულია და საერთაშორისო არენაზეც მეტი წონა აქვს. ლიგა 1-ში კი "პარი სენ-ჟერმენი" სხვა ყველა კლუბზე მაღლა დგას. დარწმუნებული არ ვარ, რომ მას ინგლისში დაბრუნება სურს."

    მადრიდისტების ტრანსფერი

    "გაჟღერდა ისეთი სახელები, როგორებიცაა ისკო, ასენსიო, ბეილი ... ისინი "ბარსელონაში" საჭირო ფეხბურთელები იქნებოდნენ. ისტორიას არაერთი მადრიდულ-კატალონიური ტრანსფერი ახსოვს. თუმცა წარმოუდგენელია ისინი "ბლაუგრანაში" ვიხილოთ, სანამ კლუბი მათ გამოსასყიდ თანმხას არ გადაიხდის." - ციტირებს რივალდოს სიტყვებს Marca.

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    19 ივლისი 2019 02:23

    ეეჰ ისკო მოსულიყო ნეტა ტავის დროზე ტიპი იმენა მეორე ინიესტა იყო და დაადებილეს რეალსი

    3
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Don_Andresito [?]

    19 ივლისი 2019 01:07

    ციტატა: Frenkie de Jong_
    ისკო იმენა ბარსას სტილია.

    დანარჩენი არა.

    მიკვირს წლების წინ რატო არ იაქტიურა ბარსამ ისკოზე. თვითონაც ბევრჯერ უთქვამს ბარსელონაზე ინტერვიუებში რო სუ უყვარდა.

    ვინმემ არ იცით სამხრეთ ამერიკელები როდის ბრუნდებიან ვარჯიშებზე?

    ivlisis bolos. da imedia messi da brazilielebi kargad shexvdebian. tan griezmansac kargad miigeben messi suaresi. iscoze kide rogorc vici mamamisi iyo winaagmdegi, xavi ini fabre tiago gvyavsa da konkurenciis sheeshinda. magis fexburteloba morcha ukve tore gacvlida kaci coushi

    1
    გასულია
    Johan Cruyff 14 Culé [?]

    18 ივლისი 2019 23:14

    კაი კაცია რივალდო ნანახი მყავს აქ იყო ლეგენდების მატჩზე

    1

    პარტნიორები

    Flashscore.ge