Sky Sports: ფილიპე კოუტინიო არჩევანს "ლივერპულსა" და პსჟ-ს შორის გააკეთებს

  • 16-07-2019, 12:44
  • Sky Sports: ფილიპე კოუტინიო არჩევანს "ლივერპულსა" და პსჟ-ს შორის გააკეთებს

    "ბარსელონას" შემტევმა ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ, შესაძლოა, კატალონიურ გუნდში ანტუან გრიზმანის გადმოსვლის გამო კლუბი დატოვოს. ამ ინფორმაციას Sky Sports ავრცელებს.

    კოუტინიო გასულ სეზონში ძველებურად ვერ თამაშობდა, რის გამოც მის წასვლაზე ჭორები არ წყდება. 27 წლის ბრაზილიელმა მონაწილეობა 58 მატჩში მიიღო, 11 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

    ინგლისური გამოცემის ცნობით, ფილიპე კარიერის გაგრძელების 2 ვარიანტს განიხილავს. ერთ-ერთი მათგანი "ლივერპულში" დაბრუნებაა, მეორე კი - "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლა.

    ფილიპე კოუტინიოს "ბარსასთან" კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება. მისი სატრანსფერო ღირებულება 90 მილიონ ევროს შეადგენს.

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    5 - 16 ივლისი 2019 15:05

    ხოდა ლეწეთ ეგრევე ნეიმარის ტრანსფერში არანაირი ლივერპული

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    4 - 16 ივლისი 2019 14:11

    ლივერპულში რო დაბრუნდეს და ითამაშოს კარგად ეგ იქნება მთლიანად ბარსელონაზე შეფურთხება, თან ამხელა თანხად ნაყიდი, ნახევარ ფასად დავაბრუნოთ, მერე ამან იფრინოს, გამოვა რო ბარსელონა არის გუუნდი რომელიც კლავს ფეხბურთელის პოტენციალს. გამოვა რო ბარსელონას ხელმძღვანელობაც, კოუს გუნდელებიც და რაც მთავარია მწვრთნელი არიან ფარჩაკები, კლოპი და ლივეს ფეხბურთელები კიდე მაგრები რო კოუ ისევ აათამაშეს და ბარსელონა იქნება კოუტინიოს მთავარი შეცდომა და კოშმარი. ამიტო როგორც უნდათ ისე აათამაშონ. 90 ად როგორ უნდა გაყიდო. ერთადერტი მომხრე ვარ ნეიმარის ტრანსფერში ჩართვის, თუ დაბრუნდება ის მტირალა. თუ არადა ლივეს მივცეთ არა ჩემი ფეხები, თან 2 წლიანი იჯარა და მერე 88ად გამოსყდივა უნდათო, ვაი მაგათ პატრონს

    3
    გასულია

    3 - 16 ივლისი 2019 14:04

    ეს არსად წავა, 1 წელს კიდევ აცდიან.

    5
    --------------------
    რ ე ა ლ ო ბ ა ა ის ფაქტი,რომ რ ე ა ლ უ რ დროში,რ ე ა ლ ი არ არის რ ე ა ლ უ რ ი კონკურენტი.👌😂 რ ე ა ლ ო ბ ა კატალონიურია!!!
    🐐-მ "მეფე" დაიმონა!
    გასულია

    2 - 16 ივლისი 2019 13:10

    ვინც თვლის რომ კოუტინიო უნდა დარჩეს LIKE

    57
    გასულია

    1 - 16 ივლისი 2019 13:09

    დააყენოს ვალვერდემ ნახ.დაცვაში და დაადუმებს კრიტიკოსებს.კოპა ამერიკაზე იდეალური იყო ნახ დაცვაში.არ მემეტება ეს გასაშვებად.

    23

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი