ნეიმარის მამა: ჩემ შვილს თავისი ისტორიის იგნორირება არ შეუძლია

  • 15-07-2019, 15:15
  • ნეიმარის მამა: ჩემ შვილს თავისი ისტორიის იგნორირება არ შეუძლია

    "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარის მამა კომენტარს აკეთებს მისი შვილის სიტყვებზე, რომელმაც თავის კარიერაში საუკეთესო მოგონებად 2017 წელს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში "ბარსელონას" მიერ პსჟ-ს განადგურება (6:1) დაასახელა.

    "ნეიმარს არ გამოუხატავს უპატივცემულობა პსჟ-სი ან ფეხბურთელებისადმი, რომლებიც 2017 წელს იმ მატჩში ითამაშეს. რამდენიმე მათგანი ახლა მისი თანაგუნდელია. იმ თამაშის დასრულებიდან დღემდეც ნეიმარი ყოველთვის იხსენებს აღნიშნულ შეხვედრას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანს კარიერაში. ასე თვლის ბევრი გულშემატკივარიც.

    რატომაა ახლა ეს საკამათო? ჩემი შვილი პსჟ-ს ფეხბურთელია, მაგრამ მას უბრალოდ თავისი ისტორიის იგნორირება არ შეუძლია. ეს ისტორია მას ფრანგულ კლუბში მოხვედრაში დაეხმარა." - წერს ნეიმარის მამა Instagram-ზე. 

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    4 - 15 ივლისი 2019 18:53

    ზედმეტად გამოსირებული მამა ჰყავს

    0
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი
    გასულია

    3 - 15 ივლისი 2019 17:18

    27 წლის მამიკოს ბიჭი. ამ კაცისთვის ნეიმარი არის ფულის სტანოკი და ხელიდან არ უშვებს კარგად რომ მოფხიკოს მილიონები. ესაა ამისთვის მთავარი და არა ტიტულები და კარიერა. რაც დროზე მოიშორებ მამაშენს მით უკეთესი შენთვის, მაგრამ ვეჭვობ უკვე გვიანია. ერთადერთი ხსნა ამისთვის ბარსაა, თუ არადა ჩალპება პსჟ-ში.

    2
    გასულია

    2 - 15 ივლისი 2019 15:55

    შენი ბრალია ნეიმარი ასეთ დღეში როა ფულზე გაყიდე და დაუნგრიე კარიერა

    4
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    1 - 15 ივლისი 2019 15:26

    სამაგიეროდ ხალიფას შეუძლია შენი შვილის კარიერის იგნორირება ეგრე თუ გააგრძელებს;დდ

    7

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი