ნეიმარი პსჟ-ს ხელმძღვანელობას დღეს შეხვდება

ნეიმარი პსჟ-ს ხელმძღვანელობას დღეს შეხვდება

"პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი, დღეს, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდება.

27 წლის ფეხბურთელი საფრანგეთის დედაქალაქში დღეს ჩავიდა და პსჟ-ს ვარჯიშში მონაწილეობაც მიიღო. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მისი "ბარსელონაში" დაბრუნება გამორიცხულია.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ნეიმარი კლუბის პრეზიდენტს, ნასერ ალ-ხელაიფის და სპორტულ დირექტორს, ლეონარდოს დღესვე შეხვდება და კატალონიურ კლუბში მის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #2 15 ივლისი 2019 18:51
    0
    იმედია გადმოვა ცანცარა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 15 ივლისი 2019 15:52
    2
    იმედია დღეს გაირკვევა საბოლოოდ რჩება თუ არა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued