ანტუან გრიზმანი - მე-4 ფეხბურთელი, რომელიც "ბარსელონამ" გამოისყიდა

ანტუან გრიზმანი - მე-4 ფეხბურთელი, რომელიც "ბარსელონამ" გამოისყიდა

მას შემდეგ, რაც ესპანეთში ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის წესი მოქმედებს, "ბარსელონას" ის მხოლოდ მეოთხედ გამოიყენა.

ფეხბურთელების კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის მითითება 1985 წელს დაიწყო. მას შემდეგ, "ბარსამ" ამ წესის გამოყენებით ფეხბურთელი 4-ჯერ დაიმატა.

პირველად ეს 1997 წელს მოხდა. ესპანეთის ჩემპიონატში ერთი ტური უკვე ჩატარებული იყო, როდესაც ლუი ვან გაალმა ხელმძღვანელობა დაარწმუნა "დეპორტივოდან" რივალდო დაემატებინათ. ტრანსფერი 15 აგვისტოს განხორციელდა და ის 24 მილიონი ევრო დაჯდა.

2008 წელს, "ბარსამ" "სევილიას" სეიდუ კეიტას გამოსასყიდი თანხა, 14 მილიონი ევრო გადაუხადა.

გასულ წელს, ისეევ "სევილიადან", "ბლაუგრანამ" კლემან ლანგლე შეიძინა, რომლის ტრანსფერიც 35 მილიონი ევრო დაჯდა.

წინა სამმა ტრანსფერმა გაამართლა და იმედია ასე იქნება ანტუან გრიზმანის შემთხვევაშიც, რომელიც "ბარსელონამ" 120 მილიონ ევროდ "ატლეტიკოდან" დღეს გამოისყიდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Raptor-F22
    სტუმარი [?]
    #6 13 ივლისი 2019 15:58
    0
    ნეტა რა ნომერს მისცემენ? იმედია 7 ნომერი არ გათავისუფლდება :(
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 13 ივლისი 2019 00:48
    10
    იმედია გრზიც გაამართლებს როგორც წინა სამმა გაამართლა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #4 12 ივლისი 2019 23:42
    3
    ეხლა დროა ნეის ტრანსფერს მიხედოს ბარსამ.
    --------------------
    "მე ბედნიერი ვარ რომ ვთამაშობდი ისე როგორც ლეო მესი"
    დიეგო არმანდო მარადონა
    Culé [?]
    #3 12 ივლისი 2019 23:20
    4
    ძაან ბევრი ძველი ჩაწერილი ვიდეოები დადო გრიზმანზე ბარსამ... 10 ფაქტიო გრიზმანზეო... ერთი კარგი ხარიხსიხ პრომო ვიდეოა... საკმაოდ დიდი ხანია რაც მზადაა ეს ტრანსფერი აშკარად...
    ფანი [?]
    #2 12 ივლისი 2019 22:55
    1
    ციტატა: ani-barca10
    როჯერ ფედერეეეეეეეეეეეეეეეეეეეეერ, შიგ ნადალშიიიიიიიიიიიიიი, უიმბლდონის ცენტრალურ კორტზე სამუდამო იპონზე დადო ფედერერმა ნადალიიიიიიიიიიიიი

    გილოცავ
    ფანი [?]
    #1 12 ივლისი 2019 22:43
    6
    ციტატა: bua12
    ატლეტიკოსთანაც ჩააჯვეს ურთიერთობა

    ერთი მაგ კლუბის წუწუნა დედა მოიკითხა მარიო ბალოტელიმ წესით გრიზმანი ერთი წლის წინ უნდა გადმოსულიყო მაგრამ კლუბს პატივისცა და დარჩა ეხლა მოუნდათ რომ კარიერა ძალდატანებით ნაჯახებში დაამთავროს