10 რამ, რაც ანტუან გრიზმანის შესახებ უნდა ვიცოდეთ

  • 12-07-2019, 18:19
  • 10 რამ, რაც ანტუან გრიზმანის შესახებ უნდა ვიცოდეთ

    დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ 28 წლის ფრანგი ვარსკვლავი ანტუან გრიზმანი კარიერას "ბარსელონაში" განაგრძობს.

    კატალონიური კლუბის ვებგვერდი გვთავაზობს 10 ფაქტს, რომლებიც ანტუან გრიზმანის შესახებ უნდა ვიცოდეთ.

    1. კავშირი ანტუან დე სენტ-ეგზიუპერთან

    საქვეყნოდ ცნობილ მწერალთან გრიზმანს მხოლოდ სახელი არ აკავშირებს. ფრანგი ფეხბურთელის მეტსახელი ("პატარა პრინცი") ეგზიუპერის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებიდან მოდის. გრიზმანის ერთ-ერთ ტატუზე კი ვკითხულობთ ეგზიუპერის ცნობილ ფრაზას: "აქცია ცხოვრება ოცნებად და ოცნება რეალობად."

    2. პორტუგალიიდან მაკონში

    "ბარსელონას" ისტორიაში მე-20 ფრანგი ფეხბურთელი საფრანგეთის ქალაქ მაკონში დაიბადა, მაგრამ მისი ფესვები პორტუგალიიდან მოდის. მისი დედის მამამ, ამარო ლოპესმა, პორტუგალიაში პროფესიონალი ფეხბურთელობა მიატოვა და საფრანგეთში გადაბარგდა, სადაც მშენებლობაზე მუშად მუშაობდა.

    3. რთული დასაწყისი

    გრიზმანის პირველი გუნდი მაკონიდან იყო და ერქვა "შარნაი ლე მაკონი". ეს გუნდი, მოგვიანებით, საფეხბურთო კლუბ "მაკონს" შეუერთდა და შეიქმნა ახალი კლუბი "საფეხბურთო გაერთიანება მაკონეზი".

    ანტუანის პროგრესი აშკარა და შეუქცევადი იყო. მან არაერთი ფრანგული გუნდის ყურადღება მიიქცია. "ოსერი", "ლიონი", "სოშო", "სენტ-ეტიენი", "მეცი" და "მონპელიე" მას სინჯებზე ეპატიჟებოდნენ. თუმცა, სიდაბლის გამო, ის ყველა აკადემიაში დაიწუნეს.

    როდესაც გრიზმანი 13 წლის იყო მან ესპანური "რეალ სოსიედადის" ყურადღება მიიქცია. ის მშობლიური ქალაქიდან ბაიონაში გადაბარგდა ერიკ ოლატსთან ერთად, რომელმაც ის აღმოაჩინა. სწორედ "სოსიედადში" გაიბრწყინა გრიზმანმა პირველად.

    4. "ბლაუგრანა" მაისური

    მაკონში ყოფნის დროს, ადგილობრივ გუნდში, გრიზმანი "ლურჯ-წითელი" მაისურით თამაშობდა.

    5. ოცნება მეკარეობაზე

    გრიზმანს არა მხოლოდ გოლების გატანა, არამედ მათი მოგერიებაც მოსწონდა. ბავშოვბაში მას ხელთათმანების გაკეთება და კარში დგომა უყვარდა. ვარჯიშის დასრულების შემდეგ ის სწორედ ამას აკეთებდა.

    6. კალათბურთის სიყვარული

    ანტუან გრიზმანი NBA-ს დიდი მოყვარულია. მისი ფავორიტი კალათბურთელი დერეკ როუზია. გრიზმანის სახლს მადრიდში საკალათბურთო მოედანიც აქვს.

    7. დებიუტი დიდ ეკრანზე

    ანტუან გრიზმანმა The Lego Batman Movie-ს ფრანგულ ვერსიაში სუპერმენი გაახმოვანა.

    8. სონი ანდერსონი - ანტუანის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი

    ბავშვობაში, მისი თანატოლების უმრავლესობის მსგავსად, გრიზმანსაც სურდა მისი კუმირის ავტოგრაფი მოეპოვებინა. ის სონი ანდერსონით იყო მოხიბლული, რომელიც საფრანგეთში სათამაშოდ "ბარსელონადან" გადავიდა.

    9. ავტომობილი და "ოქროს ბურთი"

    2016 წელს, ანტუან გრიზმანმა ავტომობილის მართვის დროს შეიტყო, რომ ის მსოფლიოს წლის საუკეთესო სამ ფეხბურთელს შორის მოხვდა. ის შოკირებული იყო და თავსი დასა და აგენტს არ უჯერებდა. ანტუანს ეს ყველაფერი ხუმრობა ეგონა.

    10. მატე

    გრიზმანს ურუგვაული კულტურა და სასმელი მატე უყვარს. ურუგვაელი, რომელმაც ანტუანს მატე გაასინჯა, კარლოს ბუენო იყო, რომელთან ერთადაც ის "სოსიედადში" თამაშობდა. ახლა, მას შეუძლია მატე ორ სამხრეთ ამერიკელთან და ამ სასმლის დიდ მოყვარულთან, ლეო მესისთან და ლუის სუარესთან ერთად მიირთვას.

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    11 - 13 ივლისი 2019 03:19

    რაც მასზე არ ვიცით იმედია საფეხბურთო მოედანზე დადებითი კუთხით წარმოაჩენს

    1
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი
    საიტზეა

    10 - 12 ივლისი 2019 21:26

    ათი არა მარა ერთი ის ვიცი რო უმაგრესი ფორვარდი დავითრიეთ გრიზის სახით

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    9 - 12 ივლისი 2019 19:16

    ციტატა: Serenity.
    ციტატა: Frenkie de Jong_
    ციტატა: Serenity.
    მე-11: არ უყვარს და პატივს არ სცემს კლუბსა და მაისურს, რომლითაც უნდა ითამაშოს.

    პირიქით.

    გუნდს კი არა გუნდეელებს ცემს დიდ პატივს.

    მსოფლიოზე ურუგვაის რო გაუტანა გოდინის გამო არ აღნიშნა. და წარმოიდგინე ატლეტიკოზე რას იზავს.


    ბარსა ვიგულისხმე. არ უყვარს ეს გუნდი და მიზეზი გადმოსვლის ის არის რო ახლა გააანალიზა ატლესთან ერთად ვერაფრის მომგები რო ვერ იყო. ესპანეთში ბარსა დომინირებს, ევროპაში კიდე ჩოლოს ფეხბურთს შანსი არ აქვს. შარშან ვისაც მართლა უყვარდათ ბარსა და გადმოსვლა უნდოდათ გემახსოვრება რაები აკეთეს რო გადმოსულიყვნენ.იმავე დროს ეს ფილმს იღებდა რო დაეცინა როგორც კლუბის, ისე გულშემატკივრებისთვის, რომლებსაც უნდოდათ მისი გადმოსვლა.

    სიბერეში სადაც გადავიდა როგორ შეიძლება უყვარდეს.

    რამნიშვნელბოა აქვს რისთვის გადმოდის მთავარია შედეგი დადოს.

    არაფერიც არ დაცინა. რავიცი მე პირადად დაცინვად არ მიმიღია.
    ეგონა რაღაც შანსი ქონდა და კიდე დარჩა ატლეტიკოში.
    მარა მიხვდა რო აზრი არ აქვს.

    1
    გასულია

    8 - 12 ივლისი 2019 19:06

    ციტატა: Serenity.
    ციტატა: Frenkie de Jong_
    ციტატა: Serenity.
    მე-11: არ უყვარს და პატივს არ სცემს კლუბსა და მაისურს, რომლითაც უნდა ითამაშოს.

    პირიქით.

    გუნდს კი არა გუნდეელებს ცემს დიდ პატივს.

    მსოფლიოზე ურუგვაის რო გაუტანა გოდინის გამო არ აღნიშნა. და წარმოიდგინე ატლეტიკოზე რას იზავს.


    ბარსა ვიგულისხმე. არ უყვარს ეს გუნდი და მიზეზი გადმოსვლის ის არის რო ახლა გააანალიზა ატლესთან ერთად ვერაფრის მომგები რო ვერ იყო. ესპანეთში ბარსა დომინირებს, ევროპაში კიდე ჩოლოს ფეხბურთს შანსი არ აქვს. შარშან ვისაც მართლა უყვარდათ ბარსა და გადმოსვლა უნდოდათ გემახსოვრება რაები აკეთეს რო გადმოსულიყვნენ.იმავე დროს ეს ფილმს იღებდა რო დაეცინა როგორც კლუბის, ისე გულშემატკივრებისთვის, რომლებსაც უნდოდათ მისი გადმოსვლა.

    კოუზე ამბობ?თუ მაგაზე ამბობ ზუსტად მაგიტო ვცემ უდიდეს პატივს კოუს და მინდა რო დარჩეს ერთი სეზონი მაინც

    1
    გასულია

    7 - 12 ივლისი 2019 18:59

    ციტატა: Frenkie de Jong_
    ციტატა: Serenity.
    მე-11: არ უყვარს და პატივს არ სცემს კლუბსა და მაისურს, რომლითაც უნდა ითამაშოს.

    პირიქით.

    გუნდს კი არა გუნდეელებს ცემს დიდ პატივს.

    მსოფლიოზე ურუგვაის რო გაუტანა გოდინის გამო არ აღნიშნა. და წარმოიდგინე ატლეტიკოზე რას იზავს.


    ბარსა ვიგულისხმე. არ უყვარს ეს გუნდი და მიზეზი გადმოსვლის ის არის რო ახლა გააანალიზა ატლესთან ერთად ვერაფრის მომგები რო ვერ იყო. ესპანეთში ბარსა დომინირებს, ევროპაში კიდე ჩოლოს ფეხბურთს შანსი არ აქვს. შარშან ვისაც მართლა უყვარდათ ბარსა და გადმოსვლა უნდოდათ გემახსოვრება რაები აკეთეს რო გადმოსულიყვნენ.იმავე დროს ეს ფილმს იღებდა რო დაეცინა როგორც კლუბის, ისე გულშემატკივრებისთვის, რომლებსაც უნდოდათ მისი გადმოსვლა.

    0
    გასულია

    6 - 12 ივლისი 2019 18:57

    დაა კიდევ მატეს ნეიმართან ერთადაც მიირთმევს,დარწმუნებული ვარ heart_eyes

    5
    --------------------
    "ლიონელ მესი ჩვენი თამაშის მოცარტია. დანარჩენები? ისინი ბანჯოზე უკრავენ," - როი ჰადსონი
    ,,მინდა, რომ რეალი მარცხდებოდეს. მარცხდებოდეს ყოველთვის!" -პიკე
    გასულია

    5 - 12 ივლისი 2019 18:49

    ციტატა: Serenity.
    მე-11: არ უყვარს და პატივს არ სცემს კლუბსა და მაისურს, რომლითაც უნდა ითამაშოს.

    პირიქით.

    გუნდს კი არა გუნდეელებს ცემს დიდ პატივს.

    მსოფლიოზე ურუგვაის რო გაუტანა გოდინის გამო არ აღნიშნა. და წარმოიდგინე ატლეტიკოზე რას იზავს.

    ციტატა: FloweN
    ამას დღეს რო ვამბობ სუბიექტურობაში ჩამითვლიან, მაგრამ ვფიქრობ წინა წელს მოდრიჩზე მეტად გრიზმანი იმსახურებდა ოქროს ბურთს. ლა ლიგა მშვენივრად ჩაატარა, მოიგო ევროპა ლიგა, მოიგო სუპერ თასი( დაამარცხა რეალი ) მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. ვარანსაც ეკუთვნოდა ისეთი წელი ჰქონდა მარა არავის უხსენებია ვარანი, წელს კი ვან დაიკზე ხელებს ისერავენ :დ პირადად ჩემი აზრით დღეს-დღეობით ვან დაიკი ნ1 მცველია, მაგრამ ოქროს ბურთის მოგება ცოტა უაზროდ მიმაჩნია. უჩლ-ზე არ გამორჩეულა საერთოდ არაფრით. დე ლიხტმა ბევრად მეტი გააკეთა უჩლ-ზე ვიდრე ვან დაიკმა. ბარსასთან ორივე ნახ.ფინალში მატიპი უკეთესი იყო ვიდრე ჰოლანდიელი, რაც შეფასებაზეც აისახა(თუ არ ვცდები)

    კამპ ნოუზე რო იყო იქ მატიპმა აიღო უფრო მეტი შეფასება და ენფილდზე მთელმა ლივერპულმა გადაგვიარა.

    3
    გასულია

    4 - 12 ივლისი 2019 18:44

    ამას დღეს რო ვამბობ სუბიექტურობაში ჩამითვლიან, მაგრამ ვფიქრობ წინა წელს მოდრიჩზე მეტად გრიზმანი იმსახურებდა ოქროს ბურთს. ლა ლიგა მშვენივრად ჩაატარა, მოიგო ევროპა ლიგა, მოიგო სუპერ თასი( დაამარცხა რეალი ) მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. ვარანსაც ეკუთვნოდა ისეთი წელი ჰქონდა მარა არავის უხსენებია ვარანი, წელს კი ვან დაიკზე ხელებს ისერავენ :დ პირადად ჩემი აზრით დღეს-დღეობით ვან დაიკი ნ1 მცველია, მაგრამ ოქროს ბურთის მოგება ცოტა უაზროდ მიმაჩნია. უჩლ-ზე არ გამორჩეულა საერთოდ არაფრით. დე ლიხტმა ბევრად მეტი გააკეთა უჩლ-ზე ვიდრე ვან დაიკმა. ბარსასთან ორივე ნახ.ფინალში მატიპი უკეთესი იყო ვიდრე ჰოლანდიელი, რაც შეფასებაზეც აისახა(თუ არ ვცდები)

    4
    გასულია

    3 - 12 ივლისი 2019 18:41

    მე-11: არ უყვარს და პატივს არ სცემს კლუბსა და მაისურს, რომლითაც უნდა ითამაშოს.

    1
    გასულია

    2 - 12 ივლისი 2019 18:34



    დაიწყეს უკვე წუწუნი My Webpage

    3
    გასულია

    1 - 12 ივლისი 2019 18:28

    წარმატებები.
    ისეთი სეზონი გქონოდეს რო ისევ ოქროს ბურთის ნომინანტებში ყოფილიყავი.

    13

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა