პიკემ 2.1 მილიონი უნდა გადაიხადოს

  • 10-07-2019, 14:08
  • პიკემ 2.1 მილიონი უნდა გადაიხადოს

    "ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა სასამართლო პროცესი წააგო და დიდი რაოდენობის თანხის გადახდა მოუწევს. 

    ეს 2008-10 წლებში მისთვის დაკისრებულ გადასახადებთან არის დაკავშირებული. მაშინ ის შემოსავლის 30%-ს იხდიდა, თუმცა, გაირკვა, რომ 45% უნდა გადაეხადა და ამ ფულს ახლა აანაზღაურებს. კატალონიური Sport-ის ინფორმაციით საუბარი 2.1 მილიონ ევროზეა, Marca კი 1.5 მილიონს ასახელებს. 

    ჟერარ პიკე პირველი ფეხბურთელი არაა, რომელსაც მსგავსი პრობლემა შეექმნა. გადასახადებთან დაკავშირებით სხვადასხვა დროს სასამართლოში ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ, ლუკა მოდრიჩი და სხვა ცნობილი და მაღალანაზღაურებადი მოთამაშეებიც დაიბარეს. 

    თეგები: ჟერარ პიკე

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    7 - 10 ივლისი 2019 19:26

    2 მილიონი არ დააქცევს ერთ გოლში ამოიღებს მაგ თანხას

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    6 - 10 ივლისი 2019 18:32

    ციტატა: Frenkie de Jong_
    ტიპებს ხელფასი აქვთ ტონა.
    პლიუს რეკლამები.
    წლის ბოლოს ზე თანხებზე გადიან და გადასახადებს არ იხდიან.

    რას არ იხდიან ნუ გამაგიჟებთ :დ გადასახადი დენის და წყალის კი არაა :დ რო მოგივიდეს ქვითარი და გაიგო რამდენი გაქვს. ეს არის საშემოსავლო.. ასევე დღგ...რომელსაც გითვკის ბუღალტერი ... მარა ამათ იმდენი ბიზნესი აქვთ... იმდენი კონტრაქტები აქვთ .. პირობები ათასნაირია... შეიძლება კონტრაქტში ეწეროს თანხა მაგრამ ნაწილ ნაწილ ერიცხებოდეს... ან ერთიანად...ან ზოგიერთი სულ არ ფორმდება საქმიან ხელშეკრულებად ... რთულია დაადგინოო რეალურად რა არის ხელფასის და ანაზღაურების სახით ჩარიცხული და რა პირადი შეთანხმებით მიღებული ფული. აი სიტყვაზე მე რო შენ გაჩუქო ფული ეგ არსად აღირიცხება და ვერ დაქვითავენ. ხოდა ეს ფეხბურთელების ბრალი კი არაა... იდიოტი ბუღალტრების ბრალიაა ... ამიტომ დაიბარა რონალდომ თავისი ბუღალტერი და გატისკა... იმისთვის გიხდით ფულს რომ ესეთი პრობლემები არშემექმნასო. რეალურად როგორც ჩანს რთულია ამხელა ვარსკვლავების შემოსავლების კონტროლი. ყველა ქვეყანას თავისი წესები აქვს. რაღაც თანხის კერე პროცენტები იცვლება დაბეგვრის. ასე რომ დამიჯერეთ ნამდვილად არ ენენებათ რამდენიმე მილიონი ამათ. უბრალოდ ეს არის ესპანელი პროკურატურის კარგი სათევზაო ადგილი. ამათ აცლიან და ამათ უქექავენ წერტილ მძიმე.. იმიტომ რომ იმხელა თანხები შემოდით... მერე ჯარიმაც კაი ბლომად ფულია. თორე პატარა ფეხბურთელებიც არ იქნებიან მთლად სუფთები მაქ საქმეში.

    1
    გასულია

    5 - 10 ივლისი 2019 15:23

    ციტატა: Alien messi
    2 მილიონი მაგისთვის ისეა როგირც მესისთვის ოცი მილიონი და უბრალო ხალხისთვის 20 ლარი

    მილიარდელისთვის არარი 2 მილიონი 20 ლარი და ამისთვის როგორ იქნება ? :) 2 მილიონი 2 მილიონია არ აქვს მნიშვნელობა მესაფლავე ხარ თუ ბარცელონას მოთამაშე

    1
    --------------------
    5:0
    Messi 600
    გასულია

    4 - 10 ივლისი 2019 15:16

    ესეთი პრობლემები ნუთუ მარტო ესპანეთშია. სხვა ქვეყნებში არ გამიგია ვიღაცამ გადასახადები დამალაო. ეტყობა ესპანეთში პარსავენ და ამიტომ არ იხდიან და მალავენ. ან 45% რა ამბავია.

    1
    გასულია

    3 - 10 ივლისი 2019 15:01

    2 მილიონი მაგისთვის ისეა როგირც მესისთვის ოცი მილიონი და უბრალო ხალხისთვის 20 ლარი

    0
    გასულია

    2 - 10 ივლისი 2019 14:48

    აუუ ვერ გადაიხდის

    1
    გასულია

    1 - 10 ივლისი 2019 14:18

    ავუკრიბოთ სასტავ ფული

    4

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი