"ბარსელონას" "13"

  • 9-07-2019, 16:24
  • "ბარსელონას" "13"

    ბრაზილიელი მეკარის, ნეტუს პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ ის 13 ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ამ ნომრით ბოლოს იასპერ სილესენი თამაშობდა, რომელიც "ვალენსიაში" გადავიდა - იმ გუნდში, საიდანაც ნეტუს კატალონიაში ტრანსფერი შედგა. 

    13 ნომერი, ტრადიციულად, მეკარეებს ეკუთვნით. ეს 1995/96 წლებში დაიწყო, როცა ფეხბურთელებმა სეზონებისთვის რეგულარული ნომრების არჩევა დაიწყეს. ამის შემდეგ, კლუბში არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი ირიცხებოდა. 

    ჟესუს ანგოი

    ეს ფეხბურთელი "ბარსელონას" წევრი 1994-97 წლებში იყო, თუმცა, რეზერვისტის ფუნქციას ასრულებდა და მხოლოდ 9 ოფიციალურ თამაშში მიიღო მონაწილეობა. 

    კარლეს ბუსკეტსი (1996/97)

    1990-99 წლებში, "ბარსას" ღირსებას "ლა მასიას" აღზრდილი კარლეს ბუსკეტსი იცავდა. კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული ნახევარმცველის მამამ "ბლაუგრანას" მაისურით ლა ლიგის ორი თასის და ჩემპიონთა ლიგის (მაშინდელი ევროპის თასი) მოგება მოახერხა. 

    რუდ ჰესპი

    ჰოლანდიელი კიპერი "ბარსელონაში" მხოლოდ სამი სეზონის განმავლობაში გამოდიოდა, მაგრამ თითქმის ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში იყო და ლა ლიგაში 100 მატჩი ჩაატარა. 

    პეპე რეინა

    პეპე რეინა, რომელსაც ამ ფოტოში თმა აქვს, სხვადასხვა ასაკობრივი გუნდის გამოვლის შემდეგ ორი სეზონის განმავლობაში "ბარსელონას" ძირითად გუნდში ასპარეზობდა. აქ მან სულ 49 შეხვედრა ჩაატარა, შემდეგ კი "ვილიარეალში" გადავიდა, საიდანაც "ლივერპულში" აღმოჩნდა. ამის შემდეგ მან "ნაპოლის" მიაშურა, მცირე დრო კი მიუნხენის "ბაიერნში" დაჰყო. 36 წლის ასაკში, ესპანელი ისევ აქტიურია და "მილანის" წევრია. 

    ხოსე მანუელ პინტო

    მოქმედი მუსიკოსი და ყოფილი ფეხბურთელი, რომელმაც კარიერის ბოლო 6 წლის ძირითადი ნაწილი სათადარიგოთა სკამზე გაატარა, ექსცენტრიულობით გამოირჩეოდა. ის "ბარსელონას" წევრი 2008-14 წლებში იყო და არც ისე ცოტა შეცდომასთან ერთად, არაერთი კარგი სეივიც აქვს შემოთავაზებული. 

    კლაუდიო ბრავო

    ნეტუმდე სიაში ერთადერთი სამხრეთ ამერიკელი კატალონიურ გუნდში 2014-16 წლებში თამაშობდა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან კონკურენციის გამო კი "მანჩესტერ სიტიში" წავიდა, სადაც ახლაც თამაშობს. 

    იასპერ სილესენი

    ჰოლანდიელმა მეკარემ "ბარსელონაში" ბოლო სამი სეზონი გაატარა და მაღალ დონეზე თამაშის მიუხედავად, ძირითად შემადგენლობაში ტერ შტეგენის ადგილი ვერ დაიკავა. მომდევნო სეზონიდან, ის თავის გამოჩენას "ვალენსიაში" ეცდება. 

    თეგები: ნეტუ

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    8 - 10 ივლისი 2019 01:25

    ბარსას წიგნში წავიკითხე რო ბუსკეთსის ყველაზე დიდ სეივად იმას თვლიან, სერხიოს ცხელი უთო ეცემოდა თავში, გადახტა და დაიჭირო laughing laughing

    3
    გასულია

    7 - 9 ივლისი 2019 21:09

    ციტატა: VINI
    🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆
    რეალის 13 😀😀❤❤❤

    თარსია 13 და იქ გაიყინება რეალი 20 წლით.

    5
    გასულია

    6 - 9 ივლისი 2019 19:40

    ციტატა: VINI
    🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆
    რეალის 13 😀😀❤❤❤

    გააჯვი რა აქედან

    3
    გასულია

    5 - 9 ივლისი 2019 18:27

    🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆
    რეალის 13 😀😀❤❤❤

    2
    --------------------
    Win lose or tie
    Hala Madrid till i die
    გასულია

    4 - 9 ივლისი 2019 17:18

    პინტო მაგარი კაცი იყო 😂😍

    9
    გასულია

    3 - 9 ივლისი 2019 17:06

    პინტო მაგარი კაცი იყო smiley მის "რეალთან" ჩხუბს, და სტვენას რა დამავიწყებს laughing საოცრად ქარიზმატული...

    9
    --------------------
    LIONEL ANDRES LEO MESSI
    გასულია

    2 - 9 ივლისი 2019 17:04

    იმედია სილესენივით გამოგვადგება

    5
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    1 - 9 ივლისი 2019 16:54

    მე ყველაზე ძაან ბრავო მევასებოდა რეალთან ბერნაბეუზე დაფრინავდა

    16

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი