ცვლილებები "ლა მასიის" განვითარებისთვის

  • 9-07-2019, 19:41
  • ცვლილებები "ლა მასიის" განვითარებისთვის

    "ბარსელონამ" სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო დაუბრუნდეს 2015 წლის აკადემიის ორგანიზების მოდელს.

    ცვლილება ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც "ბარსა ბ" და "JUVENIL A" გაიყვნენ. 2015 წლიდან კი "ჯუვენილს" ბ გუნდიც დაემატა და ჩამოყალიბდა, როგორც "პროფესიულად განვითარებადი ფეხბურთელი". რაც შეეხება კადეტებსა და ყველაზე პატარებს, "სამოყვარულოდ განვითარებად ფეხბურთელთა" კატეგორიაში მოხვდნენ.

    ეს აღიარებული იქნა, როგორც უდიდესი შეცდომა, ვინაიდან ამ გზით ახალგაზრდები რამდენიმე კატეგორიად დაიყვნენ. ეს კი ეწინააღმდეგება "ბარსელონას" ფილოსოფიას, რომელიც ცდილობს ფეხბურთელები ერთი იდენტობის გარშემო გააერთიანოს.

    განხილვის შედეგად გადაწყდა, რომ აკადემია კვლავ ძველ მოდელს დაუბრუნდება. მათ კი, ვინც თავის დროზე ამ ცვლილებას მხარი დაუჭირეს, ბართოემუს მოსვლის შემდეგ გავლენა დაკარგეს. შემდეგი სეზონიდან ყველა კატეგორიის ფეხბურთელი აკადემიის წევრის სახელით მოიხსენიება.

    პაკო სეირულ-ლო, "ბარსელონას" ისტორიული მოდელის გიდი, იმედოვნებს, რომ ჯოან ვილას მეთოდოლოგია დაბრუნდება, რომელიც, თავის მხრივ, ტაქტიკურ მუშაობას გულისხმობს. ამჟამად აკადემიის მეთოდოლოგია სხვებისგან არაფრით გამოირჩევა და რამე განსაკუთრებულს არ მოიცავს. პაკოს კი სურს, რომ "ბარსელონა" დაუბრუნდეს თავის საწყისებსა და პირვანდელ ღირებულებებს, რომლებამც კლუბი აქამდე მოიყვანა.

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    6 - 10 ივლისი 2019 01:59

    მშვენიერი გადაწყვეტილებაა

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    5 - 9 ივლისი 2019 23:50

    თუ შანსი არ მივეცით არაფერი არ გამოვა და არაერთი ტალანტი შეიძლება დავკარგოთ :/

    1
    --------------------
    graceas pep
    გასულია

    4 - 9 ივლისი 2019 20:23

    ნეიმარი მეორე წელსაც პესეჟეში იქნება აგერ ნახეთ თუ არა

    2
    საიტზეა

    3 - 9 ივლისი 2019 20:05

    ციტატა: Griezzy7
    ციტატა: ვიტორ ბორბა ფერეირა
    79% უჭერს მხარს ნეიმარის წასვლას პსჟ დან გამოკითხვა ჩაატარეს

    ასწორეებს :))) და სად წაიიკითხე?



    El mundo deportivo

    4
    გასულია

    2 - 9 ივლისი 2019 19:54

    ციტატა: ვიტორ ბორბა ფერეირა
    79% უჭერს მხარს ნეიმარის წასვლას პსჟ დან გამოკითხვა ჩაატარეს

    ასწორეებს :))) და სად წაიიკითხე?

    3
    საიტზეა

    1 - 9 ივლისი 2019 19:44

    79% უჭერს მხარს ნეიმარის წასვლას პსჟ დან გამოკითხვა ჩაატარეს

    6

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი