მესის რესტორანი საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო

მესის რესტორანი საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო

არგენტინაში ტემპერატურა უჩვეულოდ დაეცა და ნიშნული ნულ გრადუსსაც ჩამოსცდა. ქვეყნის საფეხბურთო კლუბებმა კი გადაწყვიტეს სოლიდარობის აქცია დაეწყოთ ქუჩაში მცხოვრებთათვის, რომელთაც გაყინვის საფრთხე ემუქრებოდათ.

კამპანიას მესის რესტორანი "Bar VIP Rosario"-ც შეუერთდა. ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში სრულიად უსასყუდლოთ ცხელი საჭმლით უმასპინძლდებოდნენ მსურველებს.

"ჩვენ მათ ცხელ ყავას, სოდასა და ჭიქა ღვინოსაც ვთავაზობდით. ჩვენ ამ აქციას კიდევ 15 დღის განმავლობაში გავაგრძელებთ." - განაცხადა რესტორნის მენეჯერმა, ერიელ ალმადამ.

ლიონელ მესი როსარიოში შაბათ ღამით ჩაფრინდა პირადი თვითმფრინავით. მასთან ერთად თანაგუნდელები: ანხელ დი მარია, ჯოვანი ლო სელსო და ფრანკო არმანი იყვნენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 9 ივლისი 2019 17:02
    6
    უმაგრესი პიროვნებაა მესი <3
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #1 9 ივლისი 2019 16:57
    7
    უდიდესი სპორცმენი და პიროვნება heart_eyes heart_eyes