პსჟ ადასტურებს: ნეიმარს წასვლა უნდა და "ბარსელონასთან" კონტაქტი გვქონდა

  • 9-07-2019, 09:31
  • პსჟ ადასტურებს: ნეიმარს წასვლა უნდა და "ბარსელონასთან" კონტაქტი გვქონდა

    "პარი სენ-ჟერმენის" ახალმა სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ LeParisien-თან ინტერვიუში ნეიმარზე ისაუბრა.

    რა პრობლემაა ნეიმარსა და პსჟ-ს შორის?

    "დღეს ის ვარჯიშზე არ ყოფილა. ნეიმარი უნდა მოსულიყო, მაგრამ არ მოსულა. თუმცა, მან იცოდა, რომ ვარჯიშზე უნდა გამოცხადებულიყო. ჩვენ საჭირო ზომებს მივიღებთ - ამას ნებისმიერი თანამშრომლის შემთხვევაშიც გავაკეთებდით."

    ამის ახსნა გააქვთ?

    "ეს ყველაფერი ნეიმარის კომერციულ საქმიანობას უკავშირდება - მის სპონსორებს, მაგრამ ის კლუბს სხვა თარიღებზე შეუთანხმდა. ამის მიუხედავად, მან ბოლო თამაში 6 ივნისს ჩაატარა, ხოლო შვებულება 8 ივლისამდე იყო. ის ვარჯიშზე არ მოსულა."

    დაუბრუნდება თუ არა ნეიმარი ვარჯიშს?

    "არ ვიცი. ერთადერთი რაც ვიცი, ისაა, რომ ის დათქმულ დროს არ მოსულა, 8 ივლისს."

    გამოთქვა თუ არა ნეიმარმა კლუბის დატოვების სურვილი?

    "ეს ყველასთვის ნათელია... მაგრამ ფეხბურთში, დღეს ერთს ამბობ, ხვალ მეორეს. ეს გასაოცარია, თუმცა ასეა."

    როცა სპორტულ დირექტორად დაინიშნეთ, ნეიმარს ესაუბრეთ?

    "დიახ, მაგრამ არ მინდა დეტალებზე საუბარი. მის გარემოცვასაც ვესაუბრეთ. ყველამ ყველაფერი იცის. დღეისათვის, დარწმუნებით, ერთი რამის თქმა შემიძლია - მას კონტრაქტით ჩვენთან კიდევ სამი წელი აკავშირებს და რადგანაც არანაირი შემოთავაზება (მის ტრანსფერზე) არ მიგვიღია, ვერაფერს ვიტყვით."

    რატომ უნდა მას კლუბის დატოვება?

    "ამაზე უკვე გიპასუხეთ. როცა ფეხბურთელს კლუბის დატოვება უნდა, და მე არ ვსაუბრობ კონკრეტულად ნეიმარზე, ეს ნორმალურია. რატომ უნდა იყოს ეს სასირცხვილო? თითქოს კლუბის ბრალია, რომ ფეხბურთელი დარჩენაში ვერ დაარწმუნა. ნეიმარის შემთხვევაში, რომელიც ვარჯიშზე არ მოსულა, ესეც კლუბის ბრალია, რომ ფეხბურთელის პრობლემები ვერ მოაგვარა? არა. თუ მოთამაშე გვიან მოდის, ეს მისი ბრალია. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში. ასეთი რაღაცები მხოლოდ პსჟ-ში არ ხდება."

    რა ხდება ნეიმართან დაკავშირებით?

    "შემოთავაზება არ მიგვიღია, მაგრამ ერთ კონკრეტულ კლუბთან კონტაქტი გვქონდა."

    "ბარსელონასთან"?

    "დიახ."

    "ბარსელონას" წარმომადგენლების სტრატეგიას როგორ შეაფასებდით?

    "მათ გვითხრეს, რომ ფეხბურთელის ყიდვა სურდათ, მაგრამ გამყიდველები არ ვართ."

    ეს ჟოზეპ მარია ბართომეუმ გითხრათ?

    "ეს მან მითხრა, მაგრამ ისინი მყიდველის პოზიციაში არ არიან."

    რა შემთხვევაში დასთანხმდება პსჟ ტრანსფერს?

    "მოლაპარაკებები უნდა აწარმოო, ესაა და ეს. გთხოვთ, ნეიმარზე კითხვას ნუღარ დამისვამთ."

    ეს ბოლოა. დათქმული გაქვთ თუ არა ბოლო ვადა ნეიმარის საქმისთვის?

    "ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი კითხვაა. საბოლოოდ, მოხდება თუ არა ტრანსფერი, ეს ბევრ რამეს შეცვლის. საკითხი მხოლოდ გრძნობებს არ ეხება, ეს ფინანსებთანაა დაკავშირებული."

    ბოლოს, ნეიმარისთვის კლუბის დატოვება ნამდვილად შესაძლებელია?

    "ნეიმარს პსჟ-ს დატოვება შეუძლია, თუ შესაბამის შემოთავაზებას მივიღებთ, შემოთავაზებას, რომლითაც ორივე მხარე კმაყოფილი იქნება. თუმცა, არ ვიცით, უნდა თუ არა ვინმეს მისი ყიდვა, ან რა ფასად. ერთი რამ შეიძლება დაზუსტებით ითქვას - ასეთი საკითხები ერთ დღეში არ წყდება."

    ანუ პსჟ არ შეეცდება მის ნებისმიერ ფასად შენარჩუნებას?

    "პსჟ-ს სურს, რომ ისეთ ფეხბურთელებს დაეყრდნოს, რომლებსაც აქ დარჩენა უნდათ."

    პსჟ ნეიმარზე ძლიერი უნდა იყოს, ხომ მართალია?

    "იმისთვის, რომ კლუბი წინ წავიდეს, ყველაფერზე კონტროლი უნდა ჰქონდეს. მათ შორის, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მოთამაშეებზეც."

    ნეიმარის ტრანსფერზე გაურკვევლობაა. ამის ფონზე, როგორ მუშაობთ სატრანსფერო ბაზარზე?

    "არ არსებობს გეგმა "ნეიმართან ერთად" და "ნეიმარის გარეშე". სიმართლე ისაა, რომ მას კონტრაქტით ჩვენთან კიდევ სამი წელი აკავშირებს, შემოთავაზება კი არ გვაქვს."

    ამის შემდეგ, ინტერვიუ გაგრძელდა, მაგრამ ლეონარდო ნეიმარის თემას აღარ შეხებია.

    კომენტარები [ 16 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    16 - 9 ივლისი 2019 15:42

    "მათ გვითხრეს, რომ ფეხბურთელის ყიდვა სურდათ, მაგრამ გამყიდველები არ ვართ." - თან ამას ამბობს და თან შეიძლება წავიდესო. დაგვცინიან და მთელი ზაფხული დაგვცინებენ. ბოლოს იასნა არ გამოუშვებენ და მოდი დაიკიდეთ რა და გააკეთეთ დროულად გრიზმანიც, 1 კარგი ვინგერის (ორივე ფალნგზე რო თამაშობდეს) მარცხენა მცველის ტრანსფერი და დემბელე კოუ არ გაყიდოთ.

    2
    გასულია

    15 - 9 ივლისი 2019 14:55

    ბართო ეს ტრანსფერი არ გამაზო თორე დედის გინება არ აგცდება.

    2
    --------------------
    მე ფეხბურთს ვუყურებ, ვისაც მხოლოდ შედეგი აინტერესებს უყუროს ტაბლოს.
    გასულია

    14 - 9 ივლისი 2019 14:42

    რატო წადი თავის დროზე

    1
    გასულია

    13 - 9 ივლისი 2019 13:46

    ეს და გრიზი თუ მოვიდნენ პერესის ტრანსფერები აღარც კი გამოჩნდება🤣🤣😂😂

    6
    გასულია

    12 - 9 ივლისი 2019 13:07

    ციტატა: Berlinetta♥
    არანაირი გამოსასყიდი თანხა

    მაგრამ კლუბს შეუძლია არ გაყიდოს.

    2
    გასულია

    11 - 9 ივლისი 2019 12:41

    ციტატა: gurgenidze
    ციტატა: M10 S9 D11
    შეუძლიაო წავიდესო მარა სასურველი შემოთავაზება უნდა მივიღოთო ანუ 300 მილიონი და მაგდენს კიდე ბარსა არ გადაიხდის ასე რომ ჩაო ნეიმარ

    200 ia gamosasyidi ivlisidan da savaraudod imazea laparaki rom naklebad daitrion.. sakmaod realuria amis 200 da grizis 120...... maklomi rakitich koutinio kia 200 ...

    საფრანგეთის კანონმდებლობაში არ დევს პუნქტი, რომელიც, რომელიმე გუნდს დაავალდებულებს კონტრაქტის გაფორმებისას ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა მიეთითოს... ასე რომ ნეიმარს არ აქვს არანაირი გამოსასყიდი თანხა

    2
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly
    გასულია

    10 - 9 ივლისი 2019 12:24

    აბა ნემო შინ იცი გელოდებით

    7
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი
    გასულია

    9 - 9 ივლისი 2019 12:14

    ციტატა: basa7
    ახალი ამავი: დე ლიგტს იუვე არ უნდა, სარის ტაქტიკაში თავის თავს ვერ ხედავს:))))))))))

    ციტატა: Messiah
    ციტატა: GioO_FCB
    ციტატა: Messiah
    სავარაუდოდ არტურს გაუშვებენ .. ისეთები იბაზრა მესიზე :დ გაიჩალიჩა :დ

    რა თქვა?


    გაეღAდავა მწარედ ;დ

    რა გაიღადავა ეგეთი რო ასე ფიქრობ



    მაგაზე უკეთესი ვინმე ვერ ნახესო არგენტინაში რო ეგ ეთქვაო ?

    1
    --------------------
    We 61D it !
    გასულია

    8 - 9 ივლისი 2019 12:12

    დადეთ ლინკი არტურმა რაილაპარაკა მეფეზე
    როდამძაბეთ აქ ეგრე სადარიი :დდდ

    2
    გასულია

    7 - 9 ივლისი 2019 12:02

    ციტატა: M10 S9 D11
    შეუძლიაო წავიდესო მარა სასურველი შემოთავაზება უნდა მივიღოთო ანუ 300 მილიონი და მაგდენს კიდე ბარსა არ გადაიხდის ასე რომ ჩაო ნეიმარ

    200 ia gamosasyidi ivlisidan da savaraudod imazea laparaki rom naklebad daitrion.. sakmaod realuria amis 200 da grizis 120...... maklomi rakitich koutinio kia 200 ...

    3
    გასულია

    6 - 9 ივლისი 2019 11:51

    ციტატა: basa7
    ახალი ამავი: დე ლიგტს იუვე არ უნდა, სარის ტაქტიკაში თავის თავს ვერ ხედავს:))))))))))

    ციტატა: Messiah
    ციტატა: GioO_FCB
    ციტატა: Messiah
    სავარაუდოდ არტურს გაუშვებენ .. ისეთები იბაზრა მესიზე :დ გაიჩალიჩა :დ

    რა თქვა?


    გაეღAდავა მწარედ ;დ

    რა გაიღადავა ეგეთი რო ასე ფიქრობ

    ძალიან მაინტერესებს რა თქვა არტურმა მესის წინააღმდეგ,
    ლინკი დადეთ რააა, გთხოვთ!

    3
    გასულია

    5 - 9 ივლისი 2019 11:46

    ახალი ამავი: დე ლიგტს იუვე არ უნდა, სარის ტაქტიკაში თავის თავს ვერ ხედავს:))))))))))

    ციტატა: Messiah
    ციტატა: GioO_FCB
    ციტატა: Messiah
    სავარაუდოდ არტურს გაუშვებენ .. ისეთები იბაზრა მესიზე :დ გაიჩალიჩა :დ

    რა თქვა?


    გაეღAდავა მწარედ ;დ

    რა გაიღადავა ეგეთი რო ასე ფიქრობ

    1
    გასულია

    4 - 9 ივლისი 2019 11:10

    შეუძლიაო წავიდესო მარა სასურველი შემოთავაზება უნდა მივიღოთო ანუ 300 მილიონი და მაგდენს კიდე ბარსა არ გადაიხდის ასე რომ ჩაო ნეიმარ

    5
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    3 - 9 ივლისი 2019 10:57

    ციტატა: GioO_FCB
    ციტატა: Messiah
    სავარაუდოდ არტურს გაუშვებენ .. ისეთები იბაზრა მესიზე :დ გაიჩალიჩა :დ

    რა თქვა?


    გაეღAდავა მწარედ ;დ

    1
    --------------------
    We 61D it !
    გასულია

    2 - 9 ივლისი 2019 10:17

    ციტატა: Messiah
    სავარაუდოდ არტურს გაუშვებენ .. ისეთები იბაზრა მესიზე :დ გაიჩალიჩა :დ

    რა თქვა?

    2
    გასულია

    1 - 9 ივლისი 2019 09:45

    სავარაუდოდ არტურს გაუშვებენ .. ისეთები იბაზრა მესიზე :დ გაიჩალიჩა :დ

    6
    --------------------
    We 61D it !

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა