პუიოლი ნეიმარზე: არ ღირს იმაზე ფიქრი, თუ რა მოხდა რამდენიმე წლის წინ

  • 8-07-2019, 23:46
  • პუიოლი ნეიმარზე: არ ღირს იმაზე ფიქრი, თუ რა მოხდა რამდენიმე წლის წინ

    "ბარსელონას" ლეგენდარულმა კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელი შემტევის, ნეიმარის კატალონიურ კლუბში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

    "ყველა მოთამაშე, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ, მიიჩნევენ, რომ ის მათთვის ოპტიმალურია. როცა ნეიმარი წავიდა, მაშინ ის დარწმუნებული იყო თავის გადაწყვეტილებაში. მაგრამ აწმყოს შეფასება უნდა მოხდეს და არა წარსულის. თუ ბაზარზე არის შესაფერისი ფეხბურთელი, მაშინ არ ღირს იმაზე ფიქრი, თუ რა მოხდა რამდენიმე წლის წინ.

    ნეიმარი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც სხვაობის გაკეთება შეუძლია. შესაძლოა, ბოლო ორ წელიწადში მან ტრავმის გამო თავის სათანადოდ წარმოჩენა ვერ შეძლო, მაგრამ თუ ის დაბრუნდება და იმ დონეს აღადგენს, რომელზეც იყო, ვფიქრობ, რომ მას აქვს კიდევ რაღაც ფეხბურთისთვის მისაცემი." - ციტირებს პუიოლის სიტყვებს Mundo Deportivo.

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    9 - 9 ივლისი 2019 12:08

    ლეგენდა! როგორ გვჭირდება შენნაირი კაცი გუნდში, პუიოლ...

    როგორც ვხედავთ, არც კარლესია ნეიმარის დაბრუნების წინააღმდეგი.

    6
    --------------------
    LIONEL ANDRES LEO MESSI
    გასულია

    8 - 9 ივლისი 2019 10:14

    როგორ მინდა ის შავი კაცი გაღიმებული დატოვოს აჩკარიკამ.

    2
    გასულია

    7 - 9 ივლისი 2019 06:45

    პსჟ-ს რაკიტიჩი ან სუარესი შეთავაზონ და 100 მლნ დაუმატონ. მეტი არც ღირს რეალურად; ტრანვა აქვს და მოკლებული აქვს :)

    3
    გასულია

    6 - 9 ივლისი 2019 02:06

    მართალი ხარ კარლეს მარა არის ერთი ნიუანსი ნეიმარს არ მოიყვანენ

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    საიტზეა

    5 - 9 ივლისი 2019 00:35

    აჩკარიკ ეს პუიოლია ბარსას ლეგენდა ! ან ნეიმარი დადე ერთი კვირა გაქვს მაგისთვის ან დამთავრდება შენი და ბილბაოს დრო ბარსელონაში

    8
    გასულია

    4 - 9 ივლისი 2019 00:03

    ციტატა: Futbol Club Barcelona
    ციტატა: ლაშა
    ვსო დამთავრდა გრიზმანი ატლეტიკოს ფეხბურთელი აღარ არის ფელიშმა აიღო მისი 7 ნომერი 😱

    ახალი ამბავი :D გიზმანი თვეზე მეტია რაც აღარ არის ოფიციალურად ატლეტიკოს წევრი და ფაქტიურად 6 თვეზე მეტია უკვე

    6 თვეზე მეტი როგორაა 6 თვის წინ ატლეტიკოსთან ერთად ხომ თამაშობდა ლა ლიგაში

    2
    გასულია

    3 - 8 ივლისი 2019 23:57

    ციტატა: ლაშა
    ვსო დამთავრდა გრიზმანი ატლეტიკოს ფეხბურთელი აღარ არის ფელიშმა აიღო მისი 7 ნომერი 😱

    ახალი ამბავი :D გიზმანი თვეზე მეტია რაც აღარ არის ოფიციალურად ატლეტიკოს წევრი და ფაქტიურად 6 თვეზე მეტია უკვე

    3
    გასულია

    2 - 8 ივლისი 2019 23:51

    ვსო დამთავრდა გრიზმანი ატლეტიკოს ფეხბურთელი აღარ არის ფელიშმა აიღო მისი 7 ნომერი 😱

    3
    საიტზეა

    1 - 8 ივლისი 2019 23:49

    არაპირდაპირი მოწოდება ნეიმარის ტრანსფერზე...

    5

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი