"ევერტონი" მალკომში 35 მილიონს იხდის

  • 8-07-2019, 21:45
  • "ევერტონი" მალკომში 35 მილიონს იხდის

    "ბარსელონას" ბრაზილიელი შემტევი მალკომით, რომელსაც მიმდინარე ზაფხულში წასვლას უწინასწარმეტყველებენ, "ევერტონი" აქტიურად ინტერესდება. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

    "ბარსელონამ" მალკომი გასული წლის ზაფხულში ფრანგული "ბორდოდან" 41 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა. მაშინ კატალონიელებმა 22 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში "რომას" ბოლო მომენტში აჯობეს, თუმცა ბრაზილიელმა "კამპ ნოუზე" ფეხის მოკიდება ვერ შეძლო. მან მონაწილეობა 24 მატჩში მიიღო, 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. "ბლაუგრანა" მასზე იმედებს აღარ ამყარებს.

    კატალონიური წყაროს ცნობით, "ევერტონი" მზადაა "ბარსელონას" მალკომში დაახლოებით 35 მილიონი ევრო შესთავაზოს. ის ინგლისური კლუბის მთავარი მწვრთნელის, მარკუ სილვას მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    8 - 9 ივლისი 2019 09:54

    35 ბევრია, ბარემ თუ პატივისცემაა მიეცით 25-ად

    1
    გასულია

    7 - 9 ივლისი 2019 01:37

    ნეიმარი თუ მოვიდა მაშინ უნდა გაუშვან თუ არადა უნდა დატოვონ

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    6 - 9 ივლისი 2019 01:28

    ციტატა: gurgenidze
    50 da gamlsyidvis upleba

    ეს შენი აზრია თუ ეგრე შესთავაზეს? ღირს აშკარად ამის გამოსყიდვა, მოვა ვინმე წესიერი მწვრთნელი და შემტევიც დასჭირდება

    0
    გასულია

    5 - 8 ივლისი 2019 23:45

    50 da gamlsyidvis upleba

    0
    გასულია

    4 - 8 ივლისი 2019 23:23

    შეუფუთეთ და ისე გაატანეთ

    9
    ციტატა: professor1984
    50 ს ნაკლებად არუნდა გაყიდონ

    50 არა 100 კაი ფასია გაატანონ

    0
    საიტზეა

    3 - 8 ივლისი 2019 22:41

    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    ციტატა: ვიტორ ბორბა ფერეირა
    ოოო ნეიმარზე მთელი ამბებია ვარჯიშზე არ გამოცხადდა და პსჟ შესაბამის ზომებს მივიღებთო ბართომეუ მემგონი დატოვებს გაღიმებულს ხელაიფს, მიუხედავად იმისა თუ რა განცხადებები გააკეთა ბართომეუმ ნეიმარზე რო არ ვფიქრობთ მის ყიდვაზეო და ასე შემდეგ ბლეფია მისი მხრიდან უსრულებს ხელაიფს მემგონი...))) გაიხსენეთ კოუს ტრანსფერი და დემბელეს ტრანსფერი სანამ არ გაოფიციალურდა სიტყვაც არ დაცდენია ტიპს, პირიქით საპირისპირო განცხადებებს აკეთებდა და რა მოხდა ბოლოს ორივე ბარსაშია, და რა ხდება გრიზმანთან დაკავშირებით ყველა ვხედავთ არანაირი მინიშნება ბართომეუსგან და რაც მოხდება რამოდენიმე დღეში ყველა კარგად ვხვდებით რათქმაუნდა გაოფიციალურდება გრიზმანი...ძაან მსგავსი სიტუაცია იკვეთება ნეიმარზეც და რავიცი აბა რავიცი...მისი ტრანსფერის სუნი მცემს მე პირადად...) ბართომეუ რაც არ უნდა ცუდი პრეზიდენტი იყოს კლუბისთვის და ვევრი ნეგატივი ქონდეს ერთი დადებითი მაინც აქვს ძაან მაგარი მენეჯერია ეს უნდა ვაღიაროთ, და თუ გრიზმანთან ერთად ნეიმარის ტრანსფერიც გაჩარხა ხელები ამიწევია თუ უნდა ვალვერდეს ძმაც მოიყვანოს მეორე მწვრთნელად

    რაშია ძმა მაგარი მენეჯერი ხემბელეში 160 მლ რომ გადაიხადაა? ან კოუტინიო ღირდა 150 ი? კაი კოუ კიხე ვარსკვლავი იყო მარა სლემბელეე? ყველა კლუბი გადაიმტერა, ფეხბურთელებს სამაგ ფასში ყიდულობს და მერე კაპიკებში ყიდის, რაც ბარსას მახსოვს მე პირადად ყველაზე *ლე მენეჯერია..



    ფასში გეთანხმები რო გადამეტებულია მარა მოდი სხვა კუთხით შეხედე რომ გაემართლებინათ მოლოდინი დემბელეს და კოუტინიოს და მაღალ დონეზე ეთამაშა ორივეს მაშინაც იტყოდი რო ბევრია გადახდილი?! თუ რატომ ვერ ითამაშეს მაღალ დონეზე და ვერ გაამართლეს მათზე გაცემული ავანსები ამას ძაან ბევრი მიზეზი აქვს..და ამაში ბართომეუ ნამდვილად არ არის დამნაშავე

    2
    გასულია

    2 - 8 ივლისი 2019 22:08

    50 ს ნაკლებად არუნდა გაყიდონ

    4
    საიტზეა

    1 - 8 ივლისი 2019 21:59

    ოოო ნეიმარზე მთელი ამბებია ვარჯიშზე არ გამოცხადდა და პსჟ შესაბამის ზომებს მივიღებთო ბართომეუ მემგონი დატოვებს გაღიმებულს ხელაიფს, მიუხედავად იმისა თუ რა განცხადებები გააკეთა ბართომეუმ ნეიმარზე რო არ ვფიქრობთ მის ყიდვაზეო და ასე შემდეგ ბლეფია მისი მხრიდან უსრულებს ხელაიფს მემგონი...))) გაიხსენეთ კოუს ტრანსფერი და დემბელეს ტრანსფერი სანამ არ გაოფიციალურდა სიტყვაც არ დაცდენია ტიპს, პირიქით საპირისპირო განცხადებებს აკეთებდა და რა მოხდა ბოლოს ორივე ბარსაშია, და რა ხდება გრიზმანთან დაკავშირებით ყველა ვხედავთ არანაირი მინიშნება ბართომეუსგან და რაც მოხდება რამოდენიმე დღეში ყველა კარგად ვხვდებით რათქმაუნდა გაოფიციალურდება გრიზმანი...ძაან მსგავსი სიტუაცია იკვეთება ნეიმარზეც და რავიცი აბა რავიცი...მისი ტრანსფერის სუნი მცემს მე პირადად...) ბართომეუ რაც არ უნდა ცუდი პრეზიდენტი იყოს კლუბისთვის და ვევრი ნეგატივი ქონდეს ერთი დადებითი მაინც აქვს ძაან მაგარი მენეჯერია ეს უნდა ვაღიაროთ, და თუ გრიზმანთან ერთად ნეიმარის ტრანსფერიც გაჩარხა ხელები ამიწევია თუ უნდა ვალვერდეს ძმაც მოიყვანოს მეორე მწვრთნელად

    2

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი