"ბარსელონამ" 20 წლის იაპონელი თავდამსხმელი დაიმატა

  • 8-07-2019, 13:03
  • "ბარსელონამ" 20 წლის იაპონელი თავდამსხმელი დაიმატა

    20 წლის იაპონელი შემტევის, ჰიროკი აბეს "ბარსელონაში" ტრანსფერი დასრულებულია. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

    ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კატალონიელები "კაშიმა ანტლერსის" ახალგაზრდა შემტევით იყვნენ დაინტერესებულნი. ბოლო ცნობებით კი, ყველაფერი დასრულდა და აბე "ბარსელონასთან" 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს ხელშეკრულების 2 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

    აბე "ბარსელონა ბ"-ს შუერთდება, მაგრამ წინასასეზონო მზადებას ის პირველ გუნდთან ერთად გაივლის და ვალვერდეს განკარგულებაში ამერიკული ტურნეს დროსაც იქნება.

    "ბარსელონას" იაპონური ფეხბურთის ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავის ტრანსფერი 1.1 მილიონი ევრო დაუჯდება. ფეხბურთელი კატალონიაში მიმდინარე კვირაში ჩავა.

    ჰიროკი აბე "კაშიმა ანტლერსში" 2017 წლიდან თამაშობს. მის აქტივში 64 თამაშში გატანილი 9 გოლია. მიმდინარე წელს მისი დებიუტი შედგა იაპონიის ნაკრებში, სადაც ფეხბურთელმა 3 შეხვედრის ჩატარება მოასწრო.

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    7 - 8 ივლისი 2019 16:37

    ეს გადაარჩენს ბარსას, ესაა ბარსას მომავალი. მაშ. 😃

    0
    გასულია

    6 - 8 ივლისი 2019 16:07

    კაროჩე შეუკიკინეს ამ აზიელებს რა ვერ გაიგეთ რო ნაგვები არიან და ვერ გაქაჩავენ ბარსაში კი არა ვილიარეალის დონის გუნდშიც

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    5 - 8 ივლისი 2019 14:44

    64 თამაშში 9 გოლი რო ექნება გატანილი შემტევს იმისი რა იმედი უნდა გქონდეს?

    7
    გასულია

    4 - 8 ივლისი 2019 14:38

    გამარჯობა ყველას ახალივარ ამ საიტზე ეს კი არა გრიზმანი გააოფიციალურონ აჯობებს

    7
    გასულია

    3 - 8 ივლისი 2019 14:13

    ციტატა: levanineparidze222
    ადრე გააკეთა ეგეთი ვარიანტი ფერგიუსონმა ჩინელი ფეხბურთელი დაიმატა და 5 მატDი არუთამაEებია პროსტა პიარით და მაისურებით იშოვეს ფული, ეგეთი ცარიანტია ახლაც დაიდან გააკეთოს მაყუთი ჩვენმა აჩკარიკამ აღარიცის

    იაპონიაში გაუჩნდება რამდენიმე მცირე ბიუჯეტიანი სპოსორები მეტი არაფერი, მაიკებიდან 15%ს იღებენ მაქსიმუმ კლუბები... ალბაა ძალიან პოპულარული იაპონიაში და მაგით დიდ ვერაფერს შვებიან

    3
    გასულია

    2 - 8 ივლისი 2019 14:04

    ადრე გააკეთა ეგეთი ვარიანტი ფერგიუსონმა ჩინელი ფეხბურთელი დაიმატა და 5 მატDი არუთამაEებია პროსტა პიარით და მაისურებით იშოვეს ფული, ეგეთი ცარიანტია ახლაც დაიდან გააკეთოს მაყუთი ჩვენმა აჩკარიკამ აღარიცის

    3
    გასულია

    1 - 8 ივლისი 2019 13:37

    იმაზეც იყო ინფორმაცია რო რივერიდან ვიხაც 16 17 წლის არგენტინელის ყიდვა უნდათო სახელი არ მახსოვს ძან ტექნიკური ბიჭია ვიდეო ვნახე

    4

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი